დაკვირვებულ მკითხველს არ გამორჩებოდა, რომ მოლი ბლუმის ბლოგზე ფერწერისადმი მიძღვნილი უკვე საკმაოდ ბევრი პოსტი დაგროვდა. მათ შორის ზოგი საქვეყნოდ განთქმული ტილოა, ზოგიც – შედარებით ნაკლებად ცნობილი, თუმცა, უდავოდ, ღირებული. ჩემს გალერეას გადავხედე და ვიფიქრე, რომ ერთი პატარა ვერნისაჟი აქაურობას ფრიად დაამშვენებდა. იმედია, ამაში ჩემი სტუმრებიც დამეთანხმებიან.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ლეიდენელი მეწისქვილის ჯიბეგაფხეკილ ვაჟს ბურგომისტრის მშვენიერი ქალიშვილი შეუყვარდა. და რაც მთავარია, სიყვარული
უპასუხოდ არ დარჩენილა. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ვინ იცის, იქცეოდა კი ის ფქვილში ამოგანგლული ბიჭი რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინიდან უბრალოდ რემბრანდტად?! მაგრამ სასკია ვან ეილენბურგი მისი ცოლი გახდა და მხატვარი დედამიწის ზურგზე ყველაზე ბედნიერ კაცად აქცია. თუმცა წუთისოფელმა მალე გაურია თაფლში ნაღველი – რამდენიმე შეწყვეტილი ფეხმძიმობის შემდეგ ქალი ერთადერთი ვაჟის – ტიტუსის დაბადებას შეეწირა.
ტრაგედიის შემდეგ ვან რეინების სახლი აკლდამასავით მიჩუმდა. თითქოს ბედნიერება, სიცილი, ვნება სამუდამოდ გაქრა იქიდან, მაგრამ მარადიული რომ არაფერია, კარგად მოგეხსენებათ – აჩრდილს დამსგავსებული მხატვარი ამქვეყნიური სიამეებისკენ ათქვირებულმა ქვრივმა – ჰერტე დირკსმა შემოაბრუნა
ცხოვრობდა ფლორენციაში კაცი, სახელად პიერო დი კოზიმო და რისი ფლორენციელი იქნებოდა, ფუნჯისთვის ხელი რომ არ მოეკიდა?! მართალია, მედიჩების კართან
დაახლოებული პირი არასოდეს ყოფილა და არც არანაირი პრივილეგიებით უსარგებლია, სამაგიეროდ, ბედმა კოზიმო როსელის მოწაფეობა არგუნა წილად და სიქსტის კაპელის მოხატვაშიც კი მოიშველია თურმე სახელგანთქმულმა მასწავლებელმა. სხვა დროს კი თავს კერძო შეკვეთებით ირჩენდა – ხელოვნება ხელოვნებად და ლუკმაპურის ფული არც ხელოვან ხალხს სჭირდება უბრალო მოკვდავებზე ნაკლებად.
თურმე ნუ იტყვით და ფლორენციაში ქორწილს ქორწილი არ ერქვა, თუ პატარძალი მზითევში საგანგებოდ მოხატულ, მოგრძო ფორმის სკივრს – კასონეს არ წაიღებდა. დადგამდა მერე საძინებელში და ჩაალაგებდა შიგნით მშობლებისა თუ ქმრის ნაჩუქარ ტანისამოსსა და სამკაულებს. ფლორენციელი ქალები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ თურმე – ვინ უფრო ლამაზად გაფორმებული კასონეთი მოიწონებდა თავს.
გაზაფხულის, სიცოცხლის, სიყვარულის ტრიუმფი
თურმე, არც ისე დიდი ხნის წინათ, სულ რაღაც ხუთასიოდე წლის წინ გენუის სენ-ტორპეტეს ტაძარში ორი ცხვირმოუხოცავი ღლაპი იწერდა ჯვარს – მარკო ვესპუჩი და
სიმონეტა კამანეო. იდგნენ ხელჩაკიდებულები საკურთხეველთან და თექვსმეტიოდე წლის უწვერულ სიძეს, ალბათ, ქვეყანა თავისი ეგონა, რა იცოდა, სახელგანთქმული ჯულიანო მედიჩი მალე ქვეყანას კი არა, საკუთარ ცოლსაც რომ არ დაანებებდა.
ახალგამომცხვარი სინიორა ვესპუჩი, როგორც ამბობენ, ფრიად კდემამოსილი და მორცხვი ქალბატონი გახლდათ, მაგრამ ფლორენციის დოჟის ყოვლისშემძლე ძმის ყურადღება მაინც მიიპყრო და მალე დაახვია თავბრუ სასიყვარულო თავგადასავლებით სახელგანთქმულ ჯულიანო მედიჩის, რომელიც ერთ-ერთ რაინდულ ტურნირზე ახალი შტანდარტით გამოცხადდა, ათენა პალადას გამოსახულებით, რომელშიც ყველამ იოლად იცნო მშვენიერი სიმონეტა.
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი. აქედან შორს, მუსიკის ჰანგებით გაჟღენთილ ვენაში ერთი ბანკირი
ცხოვრობდა. ბანკირს მშვენიერი ასული ჰყავდა და ძალიან უყვარდა. ისიც და ბანკში საიმედოდ შენახული ფულიც. ოღონდ, ეტყობა, ეს ფული ეცოტავებოდა, ან ფიქრობდა, რომ ქონება და სიმდიდრე არასოდეს არის საკმარისი. ამიტომაც კაპიტალის გაორმაგების ყველაზე მარტივი და გამოცდილი გზა შეარჩია – თვრამეტი წლის ადელ ბაუერი თითქმის ორჯერ უფროს ფერდინანდ ბლოხს მიათხოვა – კრეზივით მდიდარ მეწარმეს.
საარაკო ქორწილზე ვენის რჩეულმა საზოგადოებამ მოიყარა თავი, მოილხინეს, კბილი ხან სუფრაზე დახვავებულ კერძებს გაჰკრეს, ხან – ნეფე-პატარძალს და დაიშალნენ. ნაზი, პოეზიით აღსავსე ადელისთვის მოსაწყენი გამოდგა ხანში შესული ქმარი, მისი საქმიანი მეგობრები, საუბრები შაქრის მრეწველობასა და ნადირობაზე. რა უნდა ექნა? მე-19 საუკუნის ბოლოს მაღალი საზოგადოების ქალბატონებისთვის საკუთარ სალონზე უკეთესი თავშესაქცევი არ არსებობდა და ფრაუ ბლოხ-ბაუერის სახლში მალე ვენის ბოჰემამ დაიწყო თავმოყრა.
სამი დაფისგან შეკრულ ტილოზე რენესანსისათვის დამახასიათებელი მსუყე, დამჯდარი ფერების კორიანტელია; წინა პლანზე გამოსახული მაჭანკლის სახე ცბიერებითა და სიხარბითაა აღსავსე, შეუძლებელია,
მის დანახვაზე შვიდივე სასიკვდილო ცოდვა ერთად არ გაგახსენდეთ. ახალგაზრდა დიდგვაროვანი, რომელიც ფულით სავსე ქისას აწვდის, მის ფონზე ფრიად ბრიყვულად და მიამიტურად გამოიყურება; ერთადერთი, რასაც მის სახეზე ამოვიკითხავთ, მოუთმენლობაა. ნორჩი გოგონა კომპოზიციის ქვედა ნაწილში – ამ ორის ბინძური გარიგების მომავალი მსხვერპლია, სწორედ ისეთი უმანკო გამომეტყველებით, როგორც სასაკლაოზე მიმავალ კრავს ექნებოდა.
ასე იყო თუ ისე, ჩიკაგოს ხელოვნებათა ინსტიტუტმა ვუდს სამასი დოლარი გადაუხადა და „ამერიკულმა გოთიკამ“ იქვე, მუზეუმში დაიდო ბინა. ოციოდე წლის შემდეგ, გასული საუკუნის შუახანს,
ნახატისადმი დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა – დიდი დეპრესიით ქანცგაწყვეტილმა ადამიანებმა ტილოზე რაღაც ძალიან მშობლიური, ახლობელი, უტეხი და დაუმარცხებელი დაინახეს. ცოტაც და მთელ ქვეყანას “გოთიკის“ ვირუსი მოედო – საკმარისი იყო, ვინმეს რაიმე ტიპური ამერიკული იდეის რეკლამირება ან, პირიქით, გამასხარავება მოენდომებინა, რომ მაშინვე იქმნებოდა ახალი პაროდია გრანტ ვუდის ნახატის წყალობით.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, “ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო“, ზუსტად ისე გამოვიდა; ვუდის წისქვილმა ბარაქიანად ჩამოფქვა – “ამერიკული გოთიკა“ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილოა ოკეანისგაღმელთა ხელოვნებაში.
გაივლის კიდევ სამიოდე ასწლეული და მაცხოვრის დატირების სცენას უკვე დიდი ჰოლანდიელი – ვინსენტ ვან გოგი დაწერს; დაწერს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მანერით, გასაოცარი ყვითელი და ლურჯი ფერებით, და ჟღალწვერა იესოს ჩვეული
კადნიერებით დაამსგავსებს საკუთარ თავს, რადგან სულიერი კათარზისისკენ მიმავალი მისეული გზაც დიდი ტკივილითა და განსაცდელით იქნება სავსე და ეს, ერთი შეხედვით, მკრეხელური პარალელი შვებას მოუტანს ფერმწერის ნაიარევ სულს, ჩვენ კი უკვე მესამედ გვათქმევინებს:
ქრისტე აღდგა!
კაცუსიკა ჰოკუსაი – “მეთევზის ცოლის სიზმარი”
არ ვიცი, შესაძლოა, რომელიმე თქვენგანს იმედიც გაუცრუვდეს – რა ნახე ახლა ამ გრავიურაში განსაკუთრებულიო… ზოგმა, იქნებ, ცხვირიც აიბზუოს – შინაარსი მოეჩვენოს მეტისმეტად უხამსი; არადა, საქმე აღმოსავლურ ესთეტიკას ეხება – ევროპაში
მსგავსი რამ სკანდალისა და ანათემის მიზეზი გახდებოდა, იაპონიაში კი ეს ხელოვნებაა – ქალისა და ორი რვაფეხას სასიყვარულო აქტი.
სიმართლე გითხრათ, ჩემი ფაქიზი ფსიქიკაც ვერ გადაურჩა თავდაპირველ შოკს ამ გრავიურის ხილვისას; არც ახლა გახლავართ ტენტაკლის ადეპტი და თაყვანისმცემელი, მაგრამ აღმოსავლური მენტალობისა და ესთეტიკის შეცნობაში თუ არა, მასთან მიახლოვებაში ნამდვილად მეხმარება.
Mon respect, monsieur Edouard!
მეტიც არ უნდოდა პატიოსან საზოგადოებას – შიშველი ქალიო?! ეს რა დაინახა ჩვენმა თვალებმაო; არა, ნიუ გვინახავს, როგორ
არა, აგერ, თავად ავტორიც ამბობს, შთაგონება ჯორჯონეს და რაიმონდის წყალობით მეწვიაო, მაგრამ გვერდით ეს ჩაცმული ხალხი რა უბედურებააო?! თანაც, შეხედეთ ერთი ამ ზნედაცემულ დედაკაცს, რა ურცხვად მოგვჩერებია თვალებშიო; არადა, მისი ვინაობაც მშვენივრად ვიცით და იმ გამოწყეპილი ვაჟბატონებისაც, ერთმანეთს არხეინად რომ ემუსაიფებიან, ვითომც არაფერიო!
მოქუფრული, საავდრო ზეცა…
უკანა პლანზე გაქვავებული, შეშინებული ქალწული კრავთან – მორჩილების სიმბოლოსთან ერთად…ყალყზე შემდგარი ბედაური, რომლის ფაფარი, ერთი ქართველი პოეტისა არ იყოს, გაფრენილ ნისლს მოგვაგონებს…
ჰაერში შემართული მახვილი, რომელმაც, სადაცაა, ცხენის ფერხთქვეშ გართხმული, პირდაფჩენილი ურჩხული უნდა განგმიროს…
მკერდმოშიშვლებული ქალი, ფრიგიული ჩაჩით თავზე, სამფეროვანი დროშით ხელში – თავისუფლებისაკენ შეუჩერებელ ლტოლვას
რომ განასახიერებს…
შეიარაღებული ადამიანები მის გარშემო, სახეზე რისხვა რომ აღბეჭდიათ…
ცილინდრიანი ახალგაზრდა კაცი, რომელშიც, როგორც ამბობენ, მხატვარმა საკუთარი თავი იგულისხმა…
კვამლისაგან შერუჯული ზეცა და პატარა ბიჭი, შეუპოვარი გამომეტყველებით და ხელში პისტოლეტებით…
თავისუფლების საგალობელი მხატვრისაგან, რომელსაც ხალხი დიდი ტალეირანის უკანონო შვილად თვლიდა.
ზოგიერთები იმასაც ჩურჩულებდნენ, მამა თავად პატარა კორსიკელიაო.
უკიდეგანო სივრცე, სადაც არაფერია, მხოლოდ ვნება და სიყვარული…
უსაშველო ეროტიზმით გაჟღენთილი ორი ფიგურა, რომლებიც მარტონი არიან მთელ სამყაროში – ვერავის და ვერაფერს ხედავენ ერთმანეთის გარდა…
ვირტუოზულად გამოძერწილ ორნამენტებში გაქვავებული კოცნა, უფრო სწორად, საკოცნელად დახრილი სახეები…
მთავარიც სწორედ ეს არის – გრძნობებით და სურვილით გაჯერებული სილუეტები, რომელთა დანახვაზე სუნთქვა შეგეკვრება და გული ორიოდე დარტყმას მაინც უნებურად გამოტოვებს…
ალბრეხტ დიურერის ოთხი მოციქული
ერთი შეხედვით, “ოთხი მოციქული” ბიბლიური სიუჟეტის ნაწარმოებია და ამაში არც არავის შეეპარებოდა ეჭვი, რომ არა ერთი უცნაურობა – კომპოზიციას მესამე ნაწილი აკლია. ამის გამო ხელოვნებათმცოდნეები დიდხანს თვლიდნენ, რომ ეს
დაუმთავრებელი ტრიპტიქი იყო. ოღონდ საკითხავია, რატომ უნდა ეჩუქებინა მხატვარს საყვარელი ქალაქისათვის დაუსრულებელი ქმნილება, ისიც საზეიმო ვითარებაში? ამ კითხვაზე პასუხი არც ისე იოლი მოსაძებნი აღმოჩნდა და, საბოლოოდ, მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სურათი უფრო ღრმა შინაარსის შემცველი გახლდათ.
ეს ამბავი დიდი ხნის წინ დაიწყო, შეიძლება ითქვას, ბავშვობაში, როდესაც, მორიგი ალბომის თვალიერებისას, მიხეილ ვრუბელის
“მჯდომარე დემონს“ წავაწყდი.
სურათის სათაურისთვის თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია. უბრალოდ, ვიჯექი და თვალმოუშორებლად დავცქეროდი გრძელთმიანი, დაკუნთული ჭაბუკის სახეს.
არ მახსოვს, ან მანამდე და ან მას შემდეგ, რომელიმე ტილოდან ასეთი მაგნეტიზმი მეგრძნო. ემოციური და იმპრესიული ყოველთვის ვიყავი, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ეგზალტაციისკენ მიდრეკილება არასოდეს მქონია.
აქ კი, ახლაც არ ვიცი, რა დამემართა.
მარკ შაგალის სიყვარულის საგალობელი
საკმარისია, დავაკვირდეთ, როგორ მსუბუქად დალივლივებს ბელა ჰაერში, როგორ იწევა თავად შაგალი ფეხისწვერებზე, რომ
მივხვდეთ – ისინი მართლაც დაფრინავდნენ.
მათ, თოლია ჯონათანის მსგავსად, ზღვარი გადალახეს და ერთმანეთთან შეხვედრით საკუთარი ოცნება იპოვეს.
და საოცარი ფერები, რომლებითაც სურათია გაჯერებული, სხვა არაფერია, თუ არა ხორცშესხმული ბედნიერება, ერთად ყოფნისას რომ განიცდიდნენ.
ხელმოცარული ხელოვანის გულში წვეთ–წვეთად გროვდებოდა ბოღმა და სასოწარკვეთა. ოჯახის სარჩენად
მეეგერენმა ძველი ტილოების აღდგენაზე დაიწყო მუშაობა და მალე მიხვდა, რომ ის მხოლოდ უბადლო რესტავრატორი კი არ იყო – ძველ ფლამანდელ ოსტატებსაც არაფერში უდებდა ტოლს. საერთოდ, ამ კაცს ყველაფერი გამოსდიოდა, რასაც ხელს მოჰკიდებდა – ნიჭიერი არქიტექტორიც გახლდათ და ექსპერიმენტატორი ქიმიკოსიც – თავის ლაბორატორიაში საოცარ საღებავებს ქმნიდა. სამწუხარო მხოლოდ ის იყო, რომ სწორედ იქ არ უმართლებდა, სადაც ყველაზე მეტად ცდილობდა წარმატების მიღწევას. და ვან მეეგერენი გაბოროტდა – გადაწყვიტა, ჭკუა ესწავლებინა იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც მისი აღიარება არ ინება.
ამბობენ, რომ ლეონარდო არასოდეს ყოფილა რელიგიური ადამიანი. სავსებით შესაძლებელია – ის მეტისმეტად უსწრებდა წინ ეპოქას
და ამგვარ განსაკუთრებულ პიროვნებებს შორის ხშირად გვხვდებიან მეამბოხენი. თუმცა, “საიდუმლო სერობის“ შემხედვარე, ძნელად წარმოიდგენ, რომ კაცს, რომელმაც ეს საოცრება შექმნა, ღმერთი არ სწამდა… რომ არ სჯეროდა იმისი, რასაც ხატავდა… არ ხედავდა მოციქულებით გარშემორტყმულ ქრისტეს, ვერ გრძნობდა მისი ტვირთის სიმძიმეს და არ სტკიოდა ეკლის გვირგვინი… სხვაგვარად არც ერთი ფიგურა არ იქნებოდა ასე მეტყველი და დიდებული და ვერც მნახველი იგრძნობდა, როგორ მიექანებოდა უკან, წარსულში და არ აივსებოდა ენით გამოუთქმელი მოწიწებით…
“მოხუცი მებადური” – ღმერთი და ეშმაკი
არ ვიცი და ეჭვი მეპარება, ვინმემ დაზუსტებით იცოდეს, რისი თქმა სურდა ამით ჩონტვარის. მე კი
“მოხუცმა მებადურმა” იმაში დამარწმუნა, რაზეც აქამდეც არაერთხელ მიფიქრია და სხვებისგანაც მომისმენია – ამქვეყნად, შავის და თეთრის გარდა, სხვა ფერებიც არსებობს, ადამიანი ბიპოლარული არსებაა და ნებისმიერ ჩვენგანში ერთდროულად ბატონობს ანგელოზი და დემონი.
შუა საუკუნეების ფერწერულ ხელოვნებას, ზოგადად, ახასიათებს მისტიკური და
ამოუხსნელი სიმბოლოებისაკენ მიდრეკილება, მაგრამ სპილენძზე ამოკვეთილ ამ შედევრს ტყუილად როდი უწოდებენ დიურერის სულიერ პორტრეტს. როგორც ამბობენ, ავტორი საკუთარ თავს მელანქოლიკების პირველ ტიპს მიაკუთვნებდა იმ დროს გავრცელებული კლასიფიკაციის მიხედვით – ამ ჯგუფში მდიდარი წარმოსახვის მქონე, ხელოვანი ადამიანები შედიოდნენ, ვისი შინაგანი სამყაროც მუდმივად რღვევას და რეინკარნაციას განიცდიდა.
მხატვარი, რომელსაც ღმერთი აღარ სჭირდებოდა
კუნძულ ტაიტიზე გახიზნულმა მხატვარმა თავდავიწყებისთვის ისევ ფუნჯს მოჰკიდა ხელი. სწორედ იქ
დაიწერა ღრმად ფილოსოფიური და ამოუცნობი ტილო, რომელსაც თავად ავტორი საკუთარი შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევდა და რომლის შინაარსი და სიმბოლიკა დღემდე ცხოველ ინტერესს იწვევს.
ახალშობილმა არა და მოგვებმა კი უკვე იცოდნენ, რომ სამყაროს მესია მოევლინა. ამიტომაც მიართვეს
განსაკუთრებული საჩუქრები – ქალდეის მეფე მელქიორმა საკმეველი უძღვნა, როგორც უფალს, სპარსეთის ხელმწიფე ბალთაზარმა – ოქრო, როგორც მარადიულ მეუფეს, ხოლო ეთიოპელი გასპარის ნობათი – მური იესოს ჯვარცმასა და მთელი ქვეყნიერების ცოდვათა გამოსყიდვას წინასწარმეტყველებდა…
მკვლევარები გაუთავებლად თხზავდნენ ახალახალ, ერთმანეთზე უფრო ფანტასტიკურ ვერსიებს. ზოგი
ამტკიცებდა, რომ მუნკს სურათის იდეა უცხოპლანეტელებთან კონტაქტმა უკარნახა, ზოგი – სისხლიანი მეოცე საუკუნის კატაკლიზმების წინასწარმეტყველებაზე საუბრობდა, ზოგიც – შიშისაგან უხმო ყვირილში გახევებული ადამიანის გამოსახულებაში პერუული მუმიის ხილვით გამოწვეულ გავლენას ხედავდა. ასტრონომებმა საერთოდ გასაოგნებელი ვერსია წამოაყენეს – სისხლისფერი დაისი ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევას დაუკავშირეს, რომელმაც რამდენიმე თვით შეცვალა ევროპის, აზიისა და ამერიკის ზეცის ფერი.
ეს იდუმალებით მოცული ადამიანი, როგორც ამბობენ, შვაბეთის ქალაქ კიტლინგენში დაიბადა…
იმასაც ამტკიცებენ, არანაირი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია, არც მაგისტრის ხარისხი ჰქონია და ახალგაზრდობაში სოფლის მასწავლებლად მუშაობდაო…
ლევიტაციაში გარკვეული წარმატებები ჰქონდაო…
ქრისტეს სასწაულებს არაფრად აგდებდაო…
შავი მაგიის დიდი მცოდნე და მოყვარული ბრძანდებოდაო…
და ბოლოს, მისთვის სულის ამოსართმევად თავად სატანა მობრძანდაო…
არავინ იცის, ვინ იყო სინამდვილეში დოქტორი იოჰან ფაუსტი
ამბობენ, შაკიკი ინტელექტუალთა დაავადებაო… სხვაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ სიურეალისტური
ფერწერის მოყვარულებს ნამდვილად გაუმართლა, რომ ერთ საღამოს სალვადორ დალის ეს სენი გაუმწვავდა. შაკიკის ულმობელი შეტევა და სიცხისაგან გამლღვალი კამამბერის ნაჭერი რომ არა, მსოფლიო “რბილი საათების“ გარეშე დარჩებოდა. პორტ–ლიგატას პეიზაჟი, როგორც თავიდან ჰქონდა მხატვარს ჩაფიქრებული, ალბათ, დალის სხვა ტილოებზე უკეთესი თუ არა, უარესი არ იქნებოდა, მაგრამ დაიკარგებოდა “რბილი საათები“ – ნახატი, რომელსაც ერთხელ ნახავ და სამუდამოდ დაიმახსოვრებ…
დიდი ვენეციელის იდუმალი შედევრი
სურათი, რომელიც იტალიელმა ფერმწერმა მე-16 საუკუნის დასაწყისში ვენეციელი პატრიცის – გაბრიელე
ვენდრამინისთვის დაწერა, დღემდე ხელოვნებათმცოდნეების კამათის საგანია – სიუჟეტის თაობაზე ერთპიროვნული დასკვნის გამოტანა ვერაფრით ხერხდება. მკვლევარების ნაწილი თვლის, რომ ტილოზე ასახული ნახევრად შიშველი, ახალგაზრდა ქალი, მკერდზე მიხუტებული ჩვილით, და პატარა მდინარის მეორე ნაპირზე მდგარი მამაკაცი ედემის ბარიდან გამოძევებული ადამი და ევა უნდა იყვნენ, კაენთან ერთად. ამ თეორიის მომხრენი ელვაში უფალს ხედავენ, გადატეხილ კოლონებში კი სიკვდილის სიმბოლოს. რამდენიმე მკვლევარი პარისის და ოინონას მითზე დამყარებულ სიუჟეტს ემხრობა, ზოგიერთები კი თვლიან, რომ ტილოზე ეგვიპტეში გაქცევაა გამოსახული. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ვენდრამინის კოლექციის აღწერისას სურათზე ასახული ადამიანები ბოშა ქალად და მწყემს ბიჭად მიიღეს.
ფერთა ბატონი – ვასილი კანდინსკი
მის ნახატებს რომ ვუყურებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაცამ ხელებში მოქცეული ცისარტყელა
გაწურა და ფერები წვეთ-წვეთად ჩამოღვარა ტილოზე… მერე წვეთები აირ-დაირივნენ, ზოგი ერთმანეთს მიეხუტა და სხვისი ფერის გაზიარებით თვითონაც სულ სხვანაირი გახდა, ზოგი, პირიქით – გაბუტული გაიქცა და სადღაც კუთხეში გადასკუპდა… მაგრამ ვინ მოასვენა – აბეზარმა თანამოძმეებმა სხვადახვა ფერისა და ფორმის ბილიკებით გაიკვლიეს მათკენ გზა, მიაგნეს, ხელი ჩაჰკიდეს და სანამ არ ააცეკვეს, არ მოეშვნენ… დატრიალდნენ, დაბზრიალდნენ, აქა-იქ შემოპარულ მუქ წვეთებს ჯერ შეუბღვირეს, გაინაპირეს, მერე მათაც გული უჩვენეს და საერთო ფერხულში ჩააბეს…
თქვენ, აქ მოსულნო, იმედები დატოვეთ ყველა…
პირველი აღიარება როდენს თითქმის ორმოცი წლის ასაკში ეწვია, როდესაც სახელწიფომ მისი ორი
ქანდაკება შეიძინა – “იოანე ნათლისმცემელი” და “მოსიარულე კაცი”, ხოლო დეკორატიული ხელოვნების მუზეუმისთვის ბარელიეფის დამზადება რომ შესთავაზეს, ოგიუსტი მიხვდა – ეს მისი შანსი იყო. მაშინ რომ მისთვის ვინმეს ეთქვა – ამ ნამუშევარს ვერასოდეს დაასრულებო, მოქანდაკეს, ალბათ, სიცილად არ ეყოფოდა. არადა, “ჯოჯოხეთის კარიბჭეს” სკულპტორი ოცდაექვსი წლის მანძილზე ქმნიდა… ბარიელიეფი საოცარი ფრაგმენტებისაგან შედგება და მაინც დაუმთავრებელია. არც არის გასაკვირი – შედევრს, რომელშიც დიდი ხელოვანის ტალანტმა მთელი ძალით იფეთქა და სადაც კაცობრიობის მთელი ცოდვა, დანაშაული და მონანიება უნდა ჩაქსოვილიყო, ერთი სიცოცხლე ნამდვილად არ ეყოფოდა…
მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე წმინდანთა შორის
შესაძლებელია, მე ვცდები და ეს მხოლოდ ჩემი იმპრესიაა, მაგრამ იესო არასოდეს ყოფილა ერთდროულად
ისეთი ღვთიურიც და ადამიანურიც, როგორც ამ ტილოზე. მისი სათნო და, ამავდროულად, მკაცრი სახე, მაღლა შემართული ხელი, რომელსაც უკვე აღარ ატყვია სამსჭვალების შემზარავი კვალი, დაფიქრებული მზერა თითქოს დედამიწისკენ არის მიმართული და სულ მგონია, რომ მაცხოვარი გვეუბნება: “ნუ გეშინიათ, დედამიწაზე დარჩენილებო, მე აქ ვარ, უფალი თქვენი, მე ვიტვირთე თქვენი ცოდვები და კვლავაც ვიტვირთებ, არ მიმიტოვებიხართ და არც მიგატოვებთ, რადგან არასოდეს დამავიწყდება, რომ ოდესღაც მეც ადამიანი ვიყავი…”
მოდილიანი ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც საზოგადოება ნიუს საშუალებით
გადმოცემული დაუფარავი ეროტიზმით გააოგნა. თამამი, შეუნიღბავი სექსუალობით და ვნებით გაჯერებული მისი ტილოები აბსოლუტურად განსხვავდებოდა რესესანსული ნიუებისგან – ასიმეტრიული, საოცარი ფერებით გამთბარი ფიგურებიდან მეტისმეტად ღია ხორციელი ნდომა მოედინებოდა. 1917 წლის დეკემბერში, ბერტა ვეილის სალონში, ლეოპოლდ ზბოროვსკის დახმარებით მოეწყო მოდილიანის პირველი და უკანასკნელი პერსონალური გამოფენა, რომელსაც სკანდალი მოჰყვა – აღშფოთებული საზოგადოების მოთხოვნით პოლიციელებმა რამდენიმე სურათი ჩამოხსნეს შიშველი ნატურის გამოსახულებით, მათ შორის ” მჯდომიარე ნიუ დივანზე”, რომელიც გასულ წელს სოტბის აუქციონზე თითქმის 69 მილიონ დოლარად გაიყიდა და რომელსაც ექსპერტებმა “სიშიშვლის ტრიუმფი” უწოდეს
ბრიუგეში 1434 წელს დაწერილი ეს ტილო, პირველ რიგში, იმით გახდა განსაკუთრებული, რომ ვან ეიკმა
ჩვეულ მანერას უღალატა და თემად ბიბლიური სიუჟეტი არ გამოუყენებია. “გენტის საკურთხევლისა” და “კანცლერ როლენის მადონას” ავტორმა წმინდა წერილის კარნახით შექმნილი უამრავი სურათის შემდეგ ძალიან ოჯახური და იდილიური თემა შემოგვთავაზა. თუმცა ნახატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ამ საკითხთან არაფერი აქვს საერთო და იმ სიმბოლოებს უკავშირდება, რომლებიც მკვლევარებმა აღმოაჩინეს და რაზედაც არაერთი ინტერპრეტაცია იქნა შეთხზული.
შავ-თეთრი შედევრის მოკრძალებული ხიბლი
ორი წლის შემდეგ რემბრანდტი ისევ დაუბრუნდა უკვე დამთავრებულ ქმნილებას და მასში მნიშვნელოვანი
ცვლილება შეიტანა – წინა ხედს ხალხი მოაშორა. ეს იყო გენიალური კომპოზიციური სვლა, რომლის წყალობით მთლიანად წაიშალა ბარიერი ცენტრალურ ფიგურებსა და მნახველს შორის – უყურებ ოფორტს და თავს სწორედ იმ საბედისწერო სამსჯავროს მონაწილედ გრძნობ, რომელმაც კაცობრიობას მარადიული ტვირთი აჰკიდა ზურგზე… უყურებ და ასე გგონია, რომ ბრბოს ყიჟინს შენი ხმაც უერთდება და შეძახილი “ბარაბა!” იმ დანაშაულის მონაწილედ გაქცევს, რომლის მონანიებას, უკვე ორი ათასი წელია, ცდილობს ადამის მოდგმა…
რას იფიქრებდა შლაპების პოპულარული მაღაზიის მეპატრონე და შემდგომში წარმატებული ბანკირი ლუი-
ოგიუსტი, რომ თავისი აკრძალვებითა და წინააღმდეგობით მსოფლიოს კინაღამ “პიერო და არლეკინი”, “მარნის ნაპირები” და “ნატიურმორტი ფარდით” დააკარგვინა. საბედნიეროდ, პატარა ბურჟუა მამაზე ჯიუტი და მიზანდასახული აღმოჩნდა, რის წყალობითაც მზის სინათლე არაერთმა შედევრმა იხილა, მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმულ მუზეუმებს კი კიდევ ერთი მხატვრის მემკვიდრეობის დაცვა გაუხდათ საფიქრალი.
ოჰო, ახალი ფეიჯი :) თან რა მშვენიერ თეას ეძღვნება :)
LikeLike
ლამაზია, არა? :) ეს თემა აშკარად იმსახურებს ცალკე გვერდს.
LikeLike
მოლის მუზეუმი <3
LikeLike
აჰა :) დაახლოებით :)
LikeLike
აი მოვაგენი :) დავიწყებ აბა ეხლა კითხვას :) ჯერ არ ვიცი რა დამხვდება, გამიხარდება დალიზე, რემბრანდტზე და ვან გოგზეც თუ გადავაწყდები რამეს, იმპრესიონისტთა გარდა :)
LikeLike
დალიც არის და რემბრანდტიც :) ვან გოგიც აუცილებლად იქნება.
LikeLike
[…] მოყვარულ მოლის “ვერნისაჟის” ქვეშ ჰყავს ‘დამალული’ […]
LikeLike
მიყვარს ეს ბლოგი!
LikeLike
ღრმად სასიამოვნოა ამის მოსმენა :)
LikeLike
ამ ფეიჯს ხშირად ვსტუმრობ. განსაკუთრებით, მაშინ როდესაც კარგ ხასიათზე ვარ, ან ხელოვნების მასწავლებელი, ამა თუ იმ მხატვარზე ინფორმაციის მოძიებას გვთხოვს :)
ხსასარგებლო ფეიჯია :)
LikeLike
[…] ვერნისაჟი […]
LikeLike
[…] ვერნისაჟი […]
LikeLike
[…] ვერნისაჟი […]
LikeLike
[…] ვერნისაჟი […]
LikeLike
გენიალური გვერდია <3
ზუსტად ის გვერდია, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს და მხიბლავს. ყველაფრით სავსე და ცოცხალი.
ჯერჯერობით ვიხანგრძლივებ სიამოვნებას და ნელ-ნელა ვკითხულობ პოსტებს, მაგრამ რომ შემომელევა, მერე რა ვქნა? :დ
მოლი, ძალიან კარგი ხარ <3
LikeLike
[…] ვერნისაჟი […]
LikeLike
მეგობრებო მსურს შევიძინო ხელოვნების ისტორიის ისეთი სახელმძღვანელო სადაც , ანტიკურიდან მოყოლებული რენესანსით გაგრძელებული და თანამედროვე ეპოქით დამთავრებული ყველაფერი იქნება მოთხრობილი, არსებობს თუ არა ასეთი სახელმძღვანელო და თუ არსებობს სად შეიძლება მისი შეძენა, იქნებ დამეხმაროთ
LikeLike
სახელმძღვანელოებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ყოვლისმომცველ ანთოლოგიას თუ ეძებთ, იქნებ, ეს გამოგადგეთ.
https://mollybloomsday.com/2012/10/19/ernst-gombrich-the-story-of-art/
LikeLike
[…] ვერნისაჟი […]
LikeLike
[…] ვერნისაჟი […]
LikeLike
[…] ვერნისაჟი […]
LikeLike
[…] ვერნისაჟი […]
LikeLike