Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘Science Fiction and Fantasy’

Зарубежная фантастика. Издательство «Мир». 1965-1999

პროგრესისთვის ფეხის აწყობა და ქინდლოსანთა რიგებში ჩაწერა რომ გადავწყვიტე, ცოტა არ იყოს, გული მეთანაღრებოდა – არ ვიცოდი, როგორ შევეგუებოდი სიახლეს. თუმცა, ერთი რამ წინასწარ მახარებდა – ისეთ წიგნებზე მიმიწვდებოდა ხელი, ვერც ერთ თბილისურ მაღაზიაში რომ ვერ შეხვდებოდით.

გრეისს სხვა არაფერში შეურცხვენია თავი და რაღა აქ გამიცრუებდა იმედს – დღეს, ონლაინ ბიბლიოთეკებისა და ტორენტ პორტალების წყალობით, ჩინებული ელექტრონული კოლექცია მაქვს და რა გასაკვირია, რომ ი-ბუქებში ჩემი ბავშვობის სიყვარული – სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი ჭარბობს.

ურსულა ლე გუინის, როჯერ ზელაზნის, ფილიპ დიკის და რობერტ შეკლის სრული შემოქმედება “ქინდლში” საიმედოდ დაბინავებული რომ დავიგულე, სხვადახვა დროს გამოცემულ იმ სერიებს და ტომეულებს მივადექი, ჯერ კიდევ მშობლების წიგნის თაროებიდან რომ მახსოვდა.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

Discworld © josh kirby

ფანტასტიკა არასერიოზული ლიტერატურააო – ხშირად იმეორებს ერთი ჩემი ნაცნობი, რომელიც წიგნის მხოლოდ მაშინ კითხულობს, თუ ავტორი, სულ მცირე, ასი წლის მკვდარია და ოფიციალურ კლასიკოსად არის შერაცხული.

წარმომიდგენია მისი სახე, შემთხვევით ამ პოსტს თუ გადააწყდა – დღეს მოლი ბლუმის ბლოგზე “არასერიოზული” ჟანრის ყველაზე ნაკლებად აკადემიურ მიმართულებას –  იუმორისტულ ფანტასტიკას ვიხსენებთ.

Sci Fi-ის და ფენტეზის ჭეშმარიტ მოყვარულებს, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, რობერტ შეკლი, რობერტ ასპრინი და ძმები სტრუგაცკების საკულტო რომანი “ორშაბათი იწყება შაბათს” მოაგონდებათ. მათ შესახებ ოდესმე აუცილებლად დავწერ, ახლა კი ინგლისელ ფანტასტს – ტერი პრატჩეტს გაგაცნობთ.

სერ ტერენსი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერია და “კომედიური ფენტეზის”  მეტრად ითვლება. სახელგანთქმული “დისკოს სამყაროს” ოცდათექვსმეტი წიგნიდან ჩემს ბიბლიოთეკაში მხოლოდ “ლიგამუსის” მიერ თარგმნილ-გამოცემული პირველი ორი რომანი  – “მაგიის ფერი” და “ფანტასტიური ნათება” მოიძებნება და დიდი იმედი მაქვს, დანარჩენებიც მალე შეემატებიან.

(more…)

Read Full Post »

ქართველი მწერლები ფანტასტიკას რომ არ სწყალობენ, ვფიქრობ, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. კარგა ხნის წინ,  ამ საკითხზე გახსნილ თემას თბილისის ფორუმზეც გადავაწყდი და გამიხარდა –  მარტო მე არ ვყოფილვარ ამით დაინტერესებული–მეთქი, თუმცა იმედი გამიცრუვ­და – ინფორმატიულს იმ დისკუსიას ვერაფრით დაარქმევდით და მალევე გავეშვი. არადა, გული მწყდება – ფანტასტიკა დეტექტივებზე ნაკლებად ნამდვილად არ მიყვარს.

საბჭოთა კავშირში სამეცნიერო ფანტასტიკა ლიტერატურის მოდურ მიმდინარეობად ითვლებოდა. წიგნის მაღაზიები არც თარგმნილი ნაწარმოებების სიმცირეს უჩიოდნენ და არც სამამულო ავტორებისას. ახლაც მახსოვს, როგორი პოპულარობით სარგებლობდა “თანამედროვე ფანტასტიკის ბიბლიოთეკის” ოცტომეული. ცუდი ის იყო, რომ წიგნის გარეკანზე ქართულ გვარ-სახელს იშვიათად თუ წააწყდებოდით.

ამას წინათ, მოცალეობის ჟამს, ოდესღაც წაკითხული ქართული ფანტასტიკური მოთხრობების გახსენება ვცადე, დიდხანს ვიფიქრე და მხოლოდ ალექსანდრე აბაშელის 1930 წელს  დაწერილი “ქალი სარკეში” ,  ნუგზარ აფხაზავას მოთხრობების კრებული “მკაცრი სამხილი”, ვლადიმერ ასლამაზიშვილის “ციცქნას ახალი ფათერაკები”  და გურამ ფანჯიკიძის “სპირალი” გამახსენდა; კიდევ რამდენიმე არც თუ მნიშვნელოვანი და საინტერესო მოთხრობა… სულ ეს იყო… ამაში, ჩემი მოკლე ლიტერატურული მეხსიერების გარდა, ბრალი, ალბათ, იმასაც მიუძღვის, რომ იმ დროინდელი ქართული ფანტასტიკა ავტორებისა და ნაწარმოებების სიმრავლით ვერ დაიკვეხნიდა.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: