Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘Pink Floyd’

წიგნები, რომლებიც მაჩუქეს <3შემჩნეული გექნებათ, რომ ზოგჯერ ქაქანის ხასიათზე ვდგები ხოლმე და ხან ბავშვობისდროინდელი მოგონებებით გაბეზრებთ თავს, ხან – უახლოეს წარსულში დატრიალებული ამბებით.

ერთიც იყო და, მახსოვს, იმ წიგნებზე ვწერდი, თვალსა და ხელს შუა რომ ამწაპნეს ვიღაც-ვიღაცებმა. ჰოდა, რადგან მაშინდელი სიმწარე გაგიზიარეთ, ახლა იმ წიგნებით უნდა გაიხაროთ ჩემთან ერთად, სხვადასხვა დროს მოლისთვის რომ უჩუქებიათ.  ახლა, თუ მაინცდამაინც არ გაგიხარდებათ და ცოტა შეგშურდებათ, გავიგებ, თქვენს ადგილზე მეც მსგავსი რამ დამემართებოდა.

აბა, რომ გამეგო, მარიმ და ირაკლიმ ვინმეს ჰარი ჰარისონის ფოლადის ვირთხის თერთმეტნაწილიანი ეპოპეა ჩამოუტანეს უკრაინიდანო, სრულ ჭკუაზე ვიქნებოდი?! არა, რა თქმა უნდა. ამიტომ თქვენს ოხვრას და გმინვას სრული გაგებით მოვეკიდები.

ახლა აქეთ წამობრძანდით, “პოტერიადის“ შვიდივე წიგნი უნდა გაჩვენოთ, თანაც ორ ენაზე. ქართული ვერსია ერთმა მეგობარმა მისახსოვრა, საახალწლოდ; ინგლისური კი – მეორემ, ყოველგვარი მიზეზისა და საზეიმო თარიღის გარეშე მომიცუნცულა “პროსპეროდან“.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

The Beatles. ილუსტრირებული ბიოგრაფია. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2012

“როგორც არქიტექტურაზე ვერ იცეკვებ, ისე ვერ ისაუბრებ მუსიკაზეო” – ფრენკ ზაპას უთქვამს.

როკის კლასიკოსთან კამათს არ ვაპირებ, მაგრამ, დამეთანხმეთ, არც ასეა საქმე, საუბარი ყველაფერზე შეიძლება და კარგად დაწერილი “მუსიკალური” წიგნის დაგემოვნებაზე არც ერთი მელომანი იტყვის უარს.

საბჭოთა და მოძმე სოციალისტური ქვეყნების ესტრადით გაძეძგილ ჩემს ბავშვობაში, ხარისხიანი მუსიკა სანთლით იყო საძებარი, ფირფიტები და კასეტები ჭირდა და აბა, წიგნებზე ვინ იოცნებებდა… მახსოვს, Doors-ის, Deep Purple-ის, Red Hot Chili Peppers-ის სურათებს და რამდენიმეაბზაციან, მშრალზე მშრალ სტატიებს საყმაწვილო ჟურნალებიდან ვჭრიდი და სახელდახელოდ აკინძულ ალბომში ვინახავდი სათუთად.

მიზეზთა გამო, მუსიკაზე დაწერილი სამამულო წიგნებით დიდად განებივრებული არც დღეს ვართ. ახლა მხოლოდ ბასა ჯანიკაშვილის “აბსურდისტანი” (თავის დროზე საშინლად რომ არ მომეწონა), კახა თოლორდავას “საუბრები ჯაზზე” და ზურაბ ქარუმიძის ფანტასტიური “ჯაზის ცხოვრება”  – მუსიკის, ალბათ, ყველაზე დახვეწილი ჟანრის დიდი სიყვარულით და საქმის ცოდნით დაწერილი ისტორია – მახსენდება.

ჰოდა, წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული, ამ ოთხიოდე თვის წინ, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ფერად-ფერად კატალოგში “ბითლსის” და “პინკ ფლოიდის” ილუსტრირებული ბიოგრაფიები რომ აღმოვაჩინე.  თვალის ერთი შევლებითაც მივხვდი, რომ არაჩვეულებრივ საკბილოს წავაწყდი, ამიტომ წამიც არ დამიხანებია, ვტაცე ხელი და შინ წამოვაცუხცუხე.

(more…)

Read Full Post »

The Wall. Pink Floyd's eleventh studio album cover

მოლი ბლუმის ბლოგი ტრადიციას არ ღალატობს – დღეს ოთხშაბათია და მათ, ვისაც უკვე ჩვევად გადაექცა ყოველკვირეულ სახალისო პაექრობაში მონაწილეობა, ამჯერად გემოვნებიანი მუსიკის თემაზე შედგენილ პაკეტს სთავაზობს. ეჭვი არ მეპარება, როკის მოყვარული და მცოდნე მელომანები თავს არ შეირცხვენენ და დღევანდელი ტური დანარჩენებზე ნაკლებ მოწონებას ნამდვილად არ დაიმსახურებს. მაშ ასე,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: