Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘memory of water’

წარმოგიდგენიათ სამყარო მტკნარი წყლის გარეშე? არა, მთლად უწყლოდ კი არა, მაგრამ მოზომილი და გამოლევის პირამდე მისული მარაგით, ანკარა წყაროების და ნაკადულების, ბობოქარი მდინარეების, კლდეებზე ბროლივით გადმომსხვრეული ჩანჩქერების გარეშე? ან იმაზე ფიქრი თუ შეგიძლიათ, რომ ოკეანეში გიგანტური აისბერგების ნაცვლად ყინულის პატარა, თითქმის გამლღვალი ბორცვები დაცურავენ და სულს ღაფავენ? რომ ადამიანებს ოცნებად აქვთ გადაქცეული სუფთა წყლით დაბანა და, სულ მარტივად, წყურვილის მოკვლა? დარწმუნებული ვარ, ამის გაცნობიერება ნებისმიერ ჩვენგანს გაუჭირდება, იმიტომ, რომ ამგვარ კოშმარზე არასოდეს გვიფიქრია და მინდვრებში, მთებსა თუ ტყეებში მოჩუხჩუხე წყალს ისე დაუნანებლად ვხარჯავთ, აზრადაც არ მოგვდის, რომ ბუნების ეს მადლი და სიკეთე ოდესმე შეიძლება, გამოილიოს.

აი, ფინეთში ერთი ქალი ცხოვრობს, ქართული ყურისათვის უჩვეულო ჟღერადობის გვარ-სახელი აქვს (პრინციპში, ისევე, როგორც მის ყველა თანამემამულეს) – ემი იტერანტა ჰქვია. ჰოდა, ადგა ეს ჩვენი ემი, არც აცია, არც აცხელა, რითიც ზემოთ გაშინებდით ბუასავით, წარმოიდგინა და წიგნიც დაწერა.  “წყლის საიდუმლო“ დაარქვა, ერთი საოცრად გამბედავი და უშიშარი გოგო დაასახლა იქ, ნორია და გვიამბო დისტოპიური ისტორია გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის, პოსტაპოკალიპტური სამყაროს, ევროპაზე გაბატონებული ჩინეთის, წელიწადის არეული დროების, უწყლოდ დარჩენილი დედამიწის შესახებ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: