Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘mecmikvarkhar’

მოლისთან სტუმრობა რამხელა პატივი და ნდობაა ჩემთვის, ალბათ, თქვენც კარგად მოგეხსენებათ. მით უმეტეს, როცა საქმე ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ ჯეოპარდს ეხება. ბევრი ფიქრი არ დამჭირდა დღევანდელი ჯეოპარდის თემატიკაზე, როგორც კი მოლიმ შემომთავაზა, დამეწერა შეკითხვები, უკვე ვიცოდი, რაზე უნდა მეწერა.

დღევანდელი ჯეოპარდის თემა, რა თქმა უნდა, ჩემი “სისუსტიდან” გამომდინარე, კინემატოგრაფია. კითხვები ჩვენს თვალწინ გაზრდილ “ვარსკვლავ ბავშვებს” ეხება.

იმედი მაქვს, კითხვები საინტერესო იქნება და ჯეოპარდიც, როგორც ყოველთვის, სახალისო გამოვა

მაშ ასე, დავიწყოთ:

(more…)

Read Full Post »

თეგ-თამაშებში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია (ჩემი ბლოგი არსებობის მხოლოდ მესამე თვეს ითვლის და, უბრალოდ, ვერ მოვასწარი), მაგრამ ყველაფერი კარგი მოულოდნელად ხდება…  წუხელ, მოხეტიალეს მწვანე და ძალიან საინტერესო ბლოგზე აი, ამ პოსტს გადავაწყდი, თეგებში ჩემი გვარ-სახელიც ამოვიკითხე და თემა იმდენად მომეწონა, სამერმისოდ გადადება არც მიფიქრია.

სანამ ცოცხალი ვარ, მინდა…

… ვენეციაში გონდოლიერის ნამღერ “ბარკაროლას” მოვუსმინო.

… მადრიდში, “პლასა დე ტოროზე”, კორიდა ვნახო და იოგების დაწყვეტამდე ვიყვირო “ოლე!”

… პარიზში, მონმარტრიდან ჩემი პორტრეტი წამოვიღო.

… ბარსელონაში, “ნოუ კამპზე”, ელ კლასიკოს დავესწრო.

… პრაღაში კათოლიკურ შობას შევხვდე.

… სოხუმის ბულვარში, ქვიშაზე მოდუღებული შავი ყავა დავლიო.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: