Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘FIFA World Cup’

 

summer-vacation-graphics_21-444

მოლის დასვენების დროც მოვიდა.

სექტემბრამდე ბლოგერულ შვებულებაში გავდივარ.

ოღონდ არ მითხრათ ახლა, რა დროს არდადეგებიაო, კითხვა ახლა დავიწყეთო, ორი თვე ნამეტანიაო და, საერთოდ, ისედაც ცოტას წერდი და სულაც არ დაღლილხარო…

ჰო, მართალია,  წელს უფრო ადამიანურ ფორმატზე გადავედი და ამოვისუნთქე, მაგრამ კვირაში ორ პოსტსაც მუშაობა სჭირდება; აბა, ნახევარფაბრიკატებს ხომ არ ვაკადრებ ოქროსავით მკითხველს?!

თან ფეხბურთია, ეს ოხერი… ჭეშმარიტი სნობები ამტკიცებენ, ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონატი ახლა იწყებაო. ჩემი ფავორიტები კი გაიკრიფნენ ბრაზილიიდან, მაგრამ მუნდიალი მაინც მუნდიალია და ვერაფრით გამოვტოვებ. ხომ ხედავთ, რა მერვედფინალებია, წყვეტა-გლეჯაა სტადიონებზე; ხმა მომივიდა, მეოთხედფინალები კიდევ უფრო მაგარი იქნებაო და მინდა, მშვიდად ვუყურო, ყავის, სიგარეტისა და ალუბლის ტორტის თანხლებით, ისე, რომ  წამდაუწუმ საათისკენ არ გამირბოდეს თვალი – ემანდ პოსტის გამოქვყნების დრო არ გამომეპაროს-მეთქი და მერე გულგახეთქილს არ მიწევდეს წამოვარდნა – ვაიმე, ხუთი წუთიღა დარჩენილა-მეთქი; სულო ცოდვილო, კი დამემართა ერთხელ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

EURO 2012 Official logo

მოგეხსენებათ, ადამიანებს ფეხბურთთან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ – ზოგი თავგადაკლული ქომაგია, ზოგიც აბსოლუტურად გულგრილადაა განწყობილი. ზოგი მწვანე მინდორზე გაგორებული ბურთის ცქერით მხოლოდ მოცალეობის ჟამს იქცევს თავს. მოკლედ, როგორც ამბობენ, კაცია და გუნებაო… თუმცა, დარწმუნებული ვარ, მოლი ბლუმის ბლოგის ყველაზე არასპორტულმა მკითხველმაც კი იცის, რომ დღეს უკრაინასა და პოლონეთში დიდი ზეიმი იწყება – ევროპის ჩემპიონატი.

ჭადრაკის გარდა არაფერი მითამაშია, თუმცა ამას გულშემატკივრობისთვის ხელი არასოდეს შეუშლია – რამდენიმე, განსაკუთრებით მოსაწყენი სახეობის გარდა, ყველაფერს დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს, უპირობო ფავორიტი კი მაინც ფეხბურთია – La Liga და პრემიერლიგა, ათასგზის რეფორმირებული ევროთასები და რა თქმა უნდა, მუნდიალი და ევრო…

“ჩემი” მსოფლიო ჩემპიონატების ათვლას მექსიკით ვიწყებ. სულ რაღაც რვა წლის გახლდით და, რა გასაკვირია, რომ სპორტულ პერიპეტიებზე მეტად ტელეტრანსლაციების შთამბეჭდავი “ქუდი”, მწვანესომბრეროიანი ბიჭუნა ჩილი, ბულგარელების სიმპატიური ფორმა და მარადონას სიხარულის ცრემლები დამამახსოვრდა. სხვათა შორის, შინ საკმაოდ სქელი და ინფორმატიული, საგანგებოდ მსოფლიოს თასისთვის გამოცემული ჟურნალი მქონდა და სტატისტიკას გულმოდგინედ, მონდომებისგან ენაგამოყოფილი ვავსებდი კიდეც.

(more…)

Read Full Post »

Coupe Du Monde. France 1998

დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ჯეოპარდის თემა მოლი ბლუმის სტუმრებს ცოტა უცნაური და ბლოგის ზოგადი მიმართულებიდან ამოვარდნილი მოეჩვენებათ. არადა, უკვე დიდი ხანია, მინდა, ინტელექტუალური პაექრობის ერთი ტური სპორტს, კერძოდ კი ჩემს საყვარელ ფეხბურთს დავუთმო. იმედი მაქვს, ბიბლიოფილთა შორის გულშემატკივრებიც მოიძებნებიან და მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ისტორიის მცოდნენიც. მას ასე,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: