Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘Daily Telegraph’

ამ ათიოდე დღის  წინ ბლოგზე საინტერესო დიალოგს შევესწარი –  მერი პოპინსი და ლორდ ვეიდერი ჩვენს განათლების მინისტრთან დაკავშირებულ ლიტერატურულ ასოციაციებზე საუბრობდნენ. ერთგან მერიმ ჯონ დიქსონ კარის პერსონაჟი – სერ ჰენრი მერივეილი ახსენა, ლორდმა – “Daily Telegraph“-ის ლიტერატურული განყოფილების თანამშრომლების მიერ შედგენილი ყველა დროის 50 საუკეთესო დეტექტიური ნაწარმოების სია და ამ სიაზე დაწერილი პოსტი. დეტექტივების სიყვარული ბავშვობიდან მომყვება და ჯერ ოდნავაც არ გამნელებია.  50 წიგნი ჩემი ბლოგისთვის, ალბათ, ბევრია, ფავორიტ ოცეულს კი დიდი სიამოვნებით შევადგენ.

ჩემი საუკეთესო ოცეული კლასიკურ დეტექტივებზე დაყრდნობით ჩამოვაყალიბე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვემოთ ჩამოთვლილ რომანებში   დანაშაული ნაბიჯ–ნაბიჯ,  დედუქციური მეთოდის გამოყენებით იხსნება, ბოროტმოქმედი პირველივე წუთებიდან მკითხველის თვალწინ ტრიალებს და წარმატებით ასრულებს ყოვლად წესიერი ადამიანის როლს, ნიღაბს კი მხოლოდ ბოლო ფურცლებზე იხსნის, უფრო სწორად, ხსნიან.  ავტორთა თანმიმდევრობა აბსოლუტურად პირობითია, არც ერთ ნაწარმოებს არანაირ უპირატესობას არ ანიჭებს და, რაც მთავარია, პოსტის მკითხველს იმის შიში ნუ შეაწუხებს, რომ რომელიმე წიგნის მნიშვნელოვან სიუჟეტურ დეტალს ან სულაც დამნაშავის ვინაობას გავამხელ, დამოუკიდებელი გამოძიების საშუალებას წავართმევ და პირველი წაკითხვის სიამოვნებას ჩავუშხამებ…

ერთსაც დავამატებდი – ოცეული ჩემი გემოვნებით არის შერჩეული და დეტექტივების სამყაროს გზამკვლევს არანაირად არ წარმოადგენს, უბრალოდ, მოხარული ვიქნები, თუ ეს სია ჟანრის თაყვანისმცემლების ახალი სახელების აღმოჩენაში დაეხმარება და ძველებს – კიდევ ერთხელ გაახსენებს.

ახლა კი, როგორც ერთი თბილისური გაზეთის რედაქტორი იტყოდა – Let’s go to Mokhisi.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: