Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘adibas’

ზაზა ბურჭულაძე. adibas. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2010.

ჰო, რატომაც არა?! თეატრი გასახდელით იწყება, წიგნი – გარეკანით.

დიდი ამბავიო, ჩაიქირქილებს, ალბათ, ვინმე. უვარგის წიგნს მსოფლიოში საუკეთესო ყდაც ვერაფერს უშველისო.

სრული სიმართლეა, ჩემო ძვირფასებო. მდარე საკითხავი, რაგინდ კრეატიულად შეფუთო, მდარედ დარჩება, ამაზე ვინ დაობს… ოღონდ, მოდი, იმაზეც შევთანხმდეთ, რომ გარეკანი მაინც მნიშვნელოვანია, თვალს ახარებს და, საერთოდ, გემრიელად მოხატული გამოცემის ხელში აღება ერთი-ორად გსიამოვნებს.

თქვენ არ გემახსოვრებათ (და, მადლობა ღმერთს, რომ არ გახსოვთ) ის დრო, ყველა წიგნი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ერთნაირად უჟმურ, შეუხედავ, უსქესო ყდაში რომ იყო მოქცეული. საბედნიეროდ, დღეს ამას უკვე ყურადღებას აქცევენ და სამხატვრო აკადემიაში წიგნის დიზაინის კათედრაც კი არსებობს.

ვწერ ახლა ამ პოსტს და თან ჩემს თაროებს ვათვალიერებ. გადაშლაც არ გინდა, შეხედვაც კი სასიამოვნოა… ყველას თავისი, შეხამებული, გონივრულად შერჩეული გაფორმება აქვს – ეტყობა, ამაზე გულიანად უფიქრიათ. “ქართული კლასიკური მწერლობა”  მდიდრული, საზეიმო და პომპეზურია, “დიოგენეს ბიბლიოთეკა” – სადა, ფუნქციონალური, თანამედროვე სერიას რომ შეეფერება, ზუსტად ისეთი… ქართული “ვარდის სახელი”  ტყავში გახვეულ უძველეს ფოლიანტს ჩამოჰგავს, პოტერიადის შვიდი ტომი ლამის ცისარტყელას ყველა ფერითაა აჩახჩახებული. ზელაზნის “ამბერის ქრონიკები” მკაცრ შავ ტონალობაშია გადაწყვეტილი, ნატო დავითაშვილის წიგნებს ტალავერიანი გმირები, ლომები, კოშკები და უბელო ცხენები ამშვენებენ…

(more…)

Read Full Post »

მინდა, ჩემი მკითხველები წინასწარ გავაფრთხილო – ლიტერატურათმცოდნე არ ვარ, ქრესტომათიისთვის არ ვწერ და ამ პოსტს მაინცდამაინც, გამოკვლევად ნუ ჩამითვლით – მხოლოდ იმპრესიებია და მეტი არაფერი. აბურდულ სტილსაც ნუ იუცხოვებთ – ხომ შეიძლება, დაუვარცხნელი პოსტის უფლება მოლიმაც მისცეს თავს.

* * *

ჩემი ბიბლიოთეკის ერთი თარო, მეორე მწკრივში, ქვემოდან მეოთხე, მხოლოდ აკას, ზაზას და დათო ტურაშვილის წიგნებით მაქვს აწყობილი.

მგონი, ზედმეტიც არის იმის თქმა, რომ გამორჩეული თაროა და გამორჩეულად მეძვირფასება.

ცხადია, ზოგი წიგნი მეტად მომწონს, ზოგი – ნაკლებად, მაგრამ გულგრილი არც ერთის მიმართ არ ვარ. ორი კი განსაკუთრებულად მიყვარს – “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები” და “ადიბასი”.

(more…)

Read Full Post »

ზაზა ბურჭულაძე. ხატია ფსუტურის ფოტო

ზაზა ბურჭულაძე. ხატია ფსუტურის ფოტო

ვისაც ახალი ამბებისთვის სისტემატურად თვალის დევნება სჩვევია, დღევანდელი პოსტის თემას სათაურითაც იოლად მიხვდება. ნიუსებისადმი გულგრილ მკითხველს დეტალების მოძიება აქა და აქ შეუძლია. მე კი ორი სიტყვით გიამბობთ, რაში იყო საქმე.

5 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, ზაზა ბურჭულაძეს თავს დაესხა აღშფოთებული სუბიექტი, რომელიც, სავარაუდოდ, ერთ-ერთ პოლიტიკურ თოკ-შოუში გაჟღერებულმა მწერლის მოსაზრებებმა და მისი მოთხრობიდან წაკითხულმა ნაწყვეტმა გააღიზიანა. სიტყვიერ შეურაცხყოფას ფიზიკურიც მოჰყვა და ზაზა ტვინის შერყევის დიაგნოზით საავადმყოფოში აღმოჩნდა.

მეშვიდე დღეა, ფეისბუქზე და ბლოგოსფეროში ამ ამაზრზენ ფაქტზე რეაქციას ვაკვირდები და, საღად მოაზროვნე ადამიანების პროტესტთან ერთად, ჩემდა გასაკვირად, არც თუ კანტიკუნტად ასეთ კომენტარებსაც ვაწყდები  – “მეტის ღირსი იყოო…”

ეს ფრიად კაცთმოყვარე პოზიცია, ძირითადად, ორი არგუმენტით არის გამყარებული – ზაზა, მწერალი კი არა, ერთი უზნეო გრაფომანიაო და ასეთ სიბინძურეს რომ წერდა, აბა (გულზე მჯიღის ცემით და იქედნური ქირქილით), რა ეგონაო…

თქვენის ნებართვით, პირველით დავიწყებ.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: