Feeds:
ჩანაწერები
Comments

Posts Tagged ‘ჰარი პოტერი’

potter geo

შიშებზე, ცრურწმენებსა და აკვიატებებზე მერე ვილაპარაკოთ. ჯერ ერთი კითხვა მაქვს.

გახსოვთ, პირველად როდის წაიკითხეთ?

მე მახსოვს.

თინასთან და გიასთან ვიყავი სტუმრად, სარწეველა სავარძელში ვიჯექი, ქვეყნის ამბებს ვუსმენდი ცალი ყურით და ძველ, წიგნებით გაძეძგილ კარადას მუშტრის თვალით ვზვერავდი. სად იყო მაშინ ქინდლი და კარგი ცხოვრება. კარდაკარ დავწანწალებდი ოლია მათხოვარივით და საკითხავით მეგობრები მამარაგებდნენ.

თინამ, კარადას თავი დაანებე, ჯერ რომ არ წაგიკითხავს, ისეთს მაინც ვერაფერს იპოვი, ჯობია, ეს ნახეო, ფერადი და უცნაურად მოხატული წიგნი მომაწოდა. ცოტა ხანში გიას გასძახა, ნახე, რა სერიოზული სახით კითხულობსო. მოდუნდი, მშვენიერი ფენტეზია, სულ ახალი, მოგეწონებაო.

წამოვიღე ის უცნაური წიგნი. გამიმართლა, წაკითხული ჰქონდა ორივეს, თორემ რას გამომატანდნენ. ჩავყლაპე და გაგრძელებისთვის მივადექი. ჩვენც არ გვაქვს, ველოდებითო.

(more…)

Read Full Post »

ჩემი წიგნი/My Book (c) პირველი არხი, ეროვნული ბიბლიოთეკა, რატი ამაღლობელი, BBC

ჩემი წიგნი/My Book (c) პირველი არხი, ეროვნული ბიბლიოთეკა, რატი ამაღლობელი, BBC

ჩემს წიგნს” ხომ უყურებთ? BBC-ს ტელეპროექტს, სამი თვის წინ რომ დაიქოქა პირველ არხზე. სრულიად საქართველო საუკეთესოთა შორის საუკეთესოს რომ ირჩევს – დედამიწის ზურგზე ყველაზე სასიამოვნო არჩევნებს?

გემახსოვრებათ, მაგრამ მაინც გავიმეორებ -მკითხველს სამოცი ყველაზე საყვარელი წიგნი უნდა შეერჩია. მერე ამ სამოციდან თხუთმეტი დარჩებოდა და რჩეულთა შორის რჩეულიც მათ შორის უნდა გარკვეულიყო.

ჰოდა, ეს შესანიშნავი თხუთმეტეული უკვე ჩამოაწიკწიკეს.

ორი მარტიდან დღემდე, ყოველ კვირა საღამოს, გაგანია პრაიმტაიმში, წიგნებზე ლაპარაკობდნენ. არც მწვავე  განხილვები და დისკუსიები დაჰკლებია, თითოეულ კანდიდატს მომხრეც ბევრი ჰყავდა და მოწინააღმდეგეც, მაგრამ თავადაც ნახავდით და ტელეპერიპეტიებზე აღარ შევჩერდები; მოდი, ამ თხუთმეტეულს გადავავლოთ თვალი. მე თუ მკითხავთ, საინტერესო დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა.

ოფიციალურად გამოაქვეყნეს და აქაც იყოს, თვალსაჩინოებისთვის:

ჯოან როულინგი – “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”;
მარკ ტვენი – “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი”;
გურამ დოჩანაშვილი – “სამოსელი პირველი”;
ირაკლი ჩარკვიანი –  “მშვიდი ცურვა”;
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი – “პატარა პრინცი”;
ართურ კონან დოილი – “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი”;
ფრედერიკ ბეგბედერი – “99 ფრანკი”;
ჯერომ სელინჯერი – “თამაში ჭვავის ყანაში”;
ჭაბუა ამირეჯიბი – “დათა თუთაშხია”;
რობერტ ლუის სტივენსონი – “განძის კუნძული”;
ფიოდორ დოსტოევსკი – “იდიოტი”;
თომას მანი – “ჯადოსნური მთა”;
ერიხ მარია რემარკი – “სამი მეგობარი”;
ალექსანდრე დიუმა – “სამი მუშკეტერი”;
მიხეილ ჯავახიშვილი – “ჯაყოს ხიზნები”.

(more…)

Read Full Post »

წიგნები, რომლებიც მაჩუქეს <3შემჩნეული გექნებათ, რომ ზოგჯერ ქაქანის ხასიათზე ვდგები ხოლმე და ხან ბავშვობისდროინდელი მოგონებებით გაბეზრებთ თავს, ხან – უახლოეს წარსულში დატრიალებული ამბებით.

ერთიც იყო და, მახსოვს, იმ წიგნებზე ვწერდი, თვალსა და ხელს შუა რომ ამწაპნეს ვიღაც-ვიღაცებმა. ჰოდა, რადგან მაშინდელი სიმწარე გაგიზიარეთ, ახლა იმ წიგნებით უნდა გაიხაროთ ჩემთან ერთად, სხვადასხვა დროს მოლისთვის რომ უჩუქებიათ.  ახლა, თუ მაინცდამაინც არ გაგიხარდებათ და ცოტა შეგშურდებათ, გავიგებ, თქვენს ადგილზე მეც მსგავსი რამ დამემართებოდა.

აბა, რომ გამეგო, მარიმ და ირაკლიმ ვინმეს ჰარი ჰარისონის ფოლადის ვირთხის თერთმეტნაწილიანი ეპოპეა ჩამოუტანეს უკრაინიდანო, სრულ ჭკუაზე ვიქნებოდი?! არა, რა თქმა უნდა. ამიტომ თქვენს ოხვრას და გმინვას სრული გაგებით მოვეკიდები.

ახლა აქეთ წამობრძანდით, “პოტერიადის“ შვიდივე წიგნი უნდა გაჩვენოთ, თანაც ორ ენაზე. ქართული ვერსია ერთმა მეგობარმა მისახსოვრა, საახალწლოდ; ინგლისური კი – მეორემ, ყოველგვარი მიზეზისა და საზეიმო თარიღის გარეშე მომიცუნცულა “პროსპეროდან“.

(more…)

Read Full Post »

როგორც რუსთველი იტყოდა – „გასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა“ – დღეს მოლი ბლუმის ბლოგი პოტერიადის უკანასკნელ ტურს მასპინძლობს. ხანგრძლივ მარათონში გამარჯვებულს, დაფნის გვირგვინთან ერთად, სუპერპოტერომანის ტიტულიც ერგება. მაშ, ასე, გეთაყვა, დისტანციის ბოლო ეტაპი დაიწყო,

Good Luck!

(more…)

Read Full Post »

პოტერიადა მოლი ბლუმის ბლოგზე ნელ–ნელა დასასრულს უახლოვდება – დღევანდელი პაკეტი უკვე საგის მეექვსე წიგნის – “ჰარი პოტერი და ნახევარპრინცის” მიხედვით არის მომზადებული. იმედია, მარათონი ხანგრძლივი, გაჭიანურებული და მოსაწყენი არავის მოგჩვენებიათ. მაშ ასე, პოტერომანებო, ფინიში უკვე ახლოსააა,

Good Luck!

(more…)

Read Full Post »

HP5

დადგა პოტერიადის მეხუთე ტურის დღეც და, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ საჯაროდ დამადანაშაულეს პლაგიატში, ჩვენი მარათონი გრძელდება. ვფიქრობ, მოლი ბლუმის რეპუტაცია საკმაოდ მყარია იმისათვის, რომ ამგვარ სასაცილო ბრალდებას გაუძლოს. ასე რომ, წინ, პოტერომანებო და

Good Luck!

(more…)

Read Full Post »

მეოთხე ოთხშაბათია, რაც მოლი ბლუმის ბლოგი ქართველი პოტერომანების გაერთიანებას ცდილობს. რამდენად კარგად გამომდის ეს მისია, ცალკე საუბრის თემაა, ამჯერად კი პოტერიადის მომდევნო წიგნის – “ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი” – მიხედვით შედგენილ პაკეტს გთავაზობთ და, იმედი მაქვს, ჩემპიონობის მსურველნი მარტო ჰოგვორტსსი კი არა, აქაც გამოჩნდებიან. მაშ ასე, გეთაყვა,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: