Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ჰაიკუ’

ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ – პოეზიას პროზა მირჩევნია. ისე არ გამიგოთ, თითქოს ლექსებს საერთოდ არ ვკითხულობდე. უბრალოდ, ერთგვარ ლიტერატურულ ნუგბარად ვინახავ ხოლმე.

მოლი ბლუმის ბლოგზე ეს მიმართულება არასოდეს ყოფილა ფავორიტთა რიცხვში, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩემს მკითხველებს შორის ამ ჟანრის მოყვარულნი მრავლად მოიძებნებიან. სწორედ ამიტომ, დღეს, პროზაული ყოველდღიურობიდან თუნდაც მცირე ხნით გაქცევას და, ალბათ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნატიფი და დახვეწილი პოეზიის სამყაროში მოგზაურობას გთავაზობთ.

იაპონელები ფრიად უცნაური ხალხია – “ბარბაროსი ევროპელებისაგან” ცა და დედამიწასავით განსხვავდებიან. სილამაზეს ერთობ თავისებურად აღიქვამენ – მთვარეს და ვარსკვლავებს, პირველ თოვლს, ახლად აყვავებულ საკურას და ქრიზანთემას მხოლოდ მათთვის გასაგები, ღრმად იაპონური ესთეტიკით დატვირთული მნიშვნელობა აქვს. რა გასაკვირია, რომ მათი ლექსებიც არავისას ჰგავს.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

დღეს ბლოგის არქივს ვათვალიერებდი და რამდენიმე თვის წინ ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული ფორუმისთვის მიცემულ ინტერვიუს წავაწყდი. გადავხედე და ვიფიქრე, რომ ურიგო არ იქნებოდა, ზოგიერთ საკითხზე მოლი ბლუმის შეხედულება ჩემი მკითხველისთვისაც გამეცნო – კითხვა–პასუხი, ვგონებ, უინტერესო არ უნდა იყოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინტერვიუში გამოთქმული აზრები თქვენს პროტესტს გამოიწვევს, დისკუსიისთვის ყოველთვის მზად გახლავართ.

გიორგი კილაძე:  “მოლი ბლუმი”, საინტერესო ფსევდონიმია…  მიზეზთა გამო ჩავთვალოთ დღეს 16 ივნისია… კითხვა პირველი:   მოლი ბლუმის ლიტერატურული და არა მარტო  ლიტერატურული CV.

მოლი ბლუმი: ჩავთვალოთ, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო :) პატარა, ზღვისპირა ქალაქში დავიბადე, რომელიც დღემდე ძალიან მიყვარს… ახლა თბილისში ვცხოვრობ, პროფესიით იურისტი გახლავართ, ლიტერატურული ამპლუას მიხედვით კი – მკითხველი.

“მოლი ბლუმის ჰედონისტური მანიფესტი” სატირაა თუ იუმორი?

ვფიქრობ – არც ერთი. მინდოდა, მკითხველისთვის მინიმალური ინფორმაცია მიმეწოდებინა ჩემ შესახებ და ეს ფორმა ავირჩიე.  ფერადი და სიმპათიური ჩამონათვალი გამოვიდა. ამბობენ, ადამიანს ის უფრო მკვეთრად ახასიათებს, რაც არ უყვარსო, მაგრამ  “სავიზიტო ბარათში” ნეგატიურ ჟღერადობას მოვერიდე.

ბლოგერი ხარ, ვიცი. რა არის შენთვის ბლოგერობა? საერთოდ, რატომ ხდებიან ბლოგერები?

ბლოგი ყველასთვის პირველ რიგში “express yourself” ოფციაა, ჩემთვის კი, ამასთან ერთად, ერთგვარი გამოწვევაც იყო. არასოდეს არაფერი დამიწერია.  კაცმა რომ თქვას, არც ახლა ვწერ – ეს ყველაფერი ხმამაღლა ფიქრს, ბლოგის სტუმრებისთვის აზრების გაზიარებას უფრო ჰგავს… მკითხველთან ურთიერთობას ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობ და ეს პროცესი, ჯერჯერობით, მოსაწყენად არ მეჩვენება. პირიქით, სულ უფრო და უფრო მითრევს.  ბლოგინგს რაც შეეხება, ბუნებრივია, ვწერ იმას, რაც პირველ რიგში, თავად მაინტერესებს. თან ვცდილობ, სათქმელი მკითხველთან სწორად მივიტანო. უმეტეს შემთხვევაში, ასეც ხდება.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: