Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ჯოჯო მოიესი’

after-you-cover

მგონი, არასოდეს მითქვამს, როგორ მიხარია ახალ წიგნებში ნაცნობ პერსონაჟებთან შეხვედრა. ამიტომაც არის, რომ ყოველგვარი დილოგიების, ტრილოგიების, ტეტრალოგიებისა და, საერთოდ, საგების დიდი მოყვარული ვარ. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ როგორც კი გავიგე, ჯოჯო მოიესს ლუისა კლარკზე ახალი ამბავი დაუწერიაო, მაშინვე ტორენტი გადავჩხრიკე და ხელად მივაგენი. თვალის დახამხამებაში გადმოვაბრძანე ჩემს თეთრფურცელაში და აგერ, ამ შაბათ-კვირას მეყო კიდევაც.

სიმართლე გითხრათ, პირველი წიგნის კითხვისას ჩემი ემოციები რომ მახსოვდა, თადარიგი დავიჭირე და დიდი უჯრულა ცხვირსახოცით ხელში გადავფურცლე ჯოჯო მოიესის „მე, შენ შემდეგ“, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც არ დამჭირვებია. არა, ბევრჯერ შემეკუმშა გული, სუნთქვაც არაერთხელ შემეკრა, მაგრამ დასაწყისიდან გამოყოლილი ზაფრა მაინც სხვა იყო. აქ უკვე სხვა ლუისა შემრჩა ხელში, ისეთი არა, როგორსაც ველოდი და ჯერ თითქოს იმედი გამიცრუვდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ სწორედ ასე უნდა ყოფილიყო – განა შეიძლებოდა, უილ ტრეინორის წასვლის მერე ლუს ცხოვრება თვალსა და ხელს შუა დღესასწაულს დამსგავსებოდა? აბა, რანაირად იქნებოდა, უდარდელად ეფარფატა შავ-ყვითელზოლიანი კოლგოტკებით და თავისი ყველაზე მტკივნეული დანაკარგი მხოლოდ პარიზის კაფეებსა და რესტორნებში გაეხსენებინა მისი საყვარელი სასუსნავების დაგემოვნებისას?

(more…)

Advertisements

Read Full Post »

me-before-you-cover-geoშუმერ ბლოგერებს უთქვამთ, ზაფხულში, შვებულებისა და ნეტარი უსაქმურობის ჟამს, ხალისიანი და ჟრიამულიანი წიგნები უნდა იკითხოს კაცმაო. ჰამაკში წამოწოლილმა ჭრელი პლედი გადაიფაროს, მზე მწვანე ფოთლებით მოიჩრდილოს და რამე ისეთი, მხიარული განწყობის შესაქმნელი მოიმარჯვოსო. მე კი არც ვაციე, არც ვაცხელე და ჯოჯო მოიესის “მე შენამდე“ მოვაქციე სიის სათავეში.

გამოგიტყდებით, რომ თავიდან სულ ღიმილ-ღიმილით ვკითხულობდი. იმ საშინელი სიტყვის – კვადრიპლეგიისა და მის მიღმა დამალული კიდევ უფრო საშინელი შინაარსის მიუხედავად. ძალიან კი შემეცოდა უილ ტრეინორი, აბა, როგორია, როცა მთელი სამყარო შენს ხელთაა, ამ დროს კი გაუნძრევლად ჯდომა გიწევს სავარძელში და ძველ ცხოვრებაზე, წყალქვეშა სამყაროზე, დათოვლილ მთებსა თუ პარაშუტით ხტომაზე უკვე ოცნებაც აღარ შეგიძლია. დიდი უსამართლობა მგონია, ასეთი რამეები რომ ხდება ქვეყნად, მაგრამ ლუისა ისეთი სასაცილო იყო თავისი კიკინებით, ბაბუას ძველი ფარდებისგან შეკერილი ქვედაბოლოთი და შავ-ყვითელზოლიანი კოლგოტკების ნოსტალგიით, მაინც მეღიმებოდა. მეღიმებოდა მის თავგანწირულ მცდელობაზე – როგორმე სიცოცხლისკენ შემოებრუნებინა გაუსაძლისი ტკივილებით გატანჯული ახალგაზრდა კაცი, რომელიც იობის მოთმინებით ელოდა დათქმულ დროს, რათა ჩანაფიქრი აესრულებინა და იმქვეყნად საკუთარი ნებით წასულიყო, უძლური სხეულის ტყვეობისგან სამუდამოდ გათავისუფლებული.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: