Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ჯონ ტოლკინი’

პირველი დოლარის შოვნა ჭირს, თორემ მილიარდი წყალივით მოედინება.
წარწერა უცნობი მილიარდერის საფლავის ქვაზე

ძველი ანეკდოტია ასეთი – კაცი ძაღლს ჭადრაკს ეთამაშება და 5-ით 2-ს უგებს. ბილ გეითსსაც შეუძლია იამაყოს – ის იხვზე უფრო მდიდარია. მთელი 10 მილიარდით.

რომელ იხვზე? აი იმაზე – ცოტათი ჯუჯღუნა და მაინც ძალიან მხიარულ სქრუჯ მაქდაქზე.

სქრუჯ მაქდაქს (Scrooge McDuck) გონიერება და სიფრთხილე ჭუკობიდან მოსდგამს. ის არასდროს ენდობოდა აქციებს, ობლიგაციებსა და სავალუტო კურსების თამაშს, ამიტომაც მთელს თავის თანხებს ოქროსა და ძვირფას ქვებში აბანდებდა. ეს ბრძნული გადაწყვეტილება აღმოჩნდა – ამერიკის იპოთეკური ბაზარი ჩამოიშალა, ნავთობზე ფასები დაეცა და დოლარის კურსმა ვარდნა დაიწყო, მაგრამ ძია სქრუჯის ქონება მხოლოდ გაბევრდა – ამჟამად ის 44.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც სქრუჯ მაქდაქს “ფორბსის” ყველაზე მდიდარი გამოგონილი პერსონაჟების სიაში პირველ ადგილს უნარჩუნებს.

ელიბოსი არ იყოს, ძია სქრუჯზეც ამბობენ, რომ წუწურაქიაო… (შოტლანდიელების წუწურაქობა ანეკდოტების თემაა, მაგრამ, ეს, უეჭველი, ინგლისელთა მოგონილი ანეკდოტებია) ძია სქრუჯი კი, უბრალოდ, ფიქრობს, რომ დამხრჩვალთა გადარჩენა მხოლოდ დამხრჩვალთა საქმე იყო, ამიტომ მათ ბედზე გული დიდად არ ეთანაღრება.  დარწმუნებულია, რომ ხერხი სჯობია ღონესა (Work smarter, not harder), მაგრამ შრომასაც არასდროს თაკილობს – დრო იყო, ფეხსაცმლის მწმენდავობით ირჩენდა თავს და დღემდე ინახავს ათცენტიანს – მის პირველ გასამრჯელოს. მრავალ ენაზე ლაპარაკობს და, თუ საქმეს ადგია, არაჩვეულებრივი მოსაუბრეა. მან უკეთ იცის, თქვენ რა გჭირდებათ – აკი, ესკიმოსებიც დაარწმუნა მისგან მაცივრების პარტია შეეძინათ. მაგრამ სქრუჯი პატიოსანი ბიზნესმენია და მის სიტყვას ოქროს ფასი აქვს. დარწმუნებულია, რომ “წარმატება გაიძვერათა ხვედრი არაა”, ძალიან უყვარს შვილიშვილები და სურს, მთელი თავისი ქონება მათ დაუტოვოს. თავად სქრუჯის ასაკი არვინ იცის, მხოლოდ ისაა დანამდვილებით ცნობილი, რომ პირველად 1947 წელს გამოჩნდა კომიქსების წიგნში და “უოლთ დისნის” სტუდიის (The Walt Disney Company) მხატვარმა ქარლ ბარქსმა (Carl Barks) შექმნა.

(more…)

Read Full Post »

Hobbit cover

მოლი ბლუმის ბლოგი ფენტეზის ჟანრის პოპულარიზაციას აგრძელებს და მკითხველებს ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის შემოქმედებასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ პაკეტს სთავაზობს – ინტელექტუალური პაექრობა ამჯერად „ჰობიტის“ გარშემო გაიმართება. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ შემდეგი კვირიდან უკვე სათვალიანი ჯადოქრის თაყვანისმცემლებს ექნებათ თავის გამოჩენის საშუალება, რადგან მომდევნო Jeopardy!–ს თემა უკვე პოტერიადის პირველი წიგნი გახლავთ. მანამდე კი ვნახოთ, ვის უფრო უკეთ ახსოვს ბილბო აბგელის თავგადასავალი :) მაშ, ასე,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

წიგნის ფესტივალის ბობოქარი და სასიამოვნო ემოციებით დატვირთული დღეების შემდეგ მოლი ბლუმის ბლოგი ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება და Jeopardy!-ის მორიგი ტურის თემად, დაპირებისამებრ,  „ბეჭდების მბრძანებლის“ მესამე ტომის მიხედვთ შედგენილ კითხვებს გთავაზობთ. იმედი მაქვს, დღევანდელი პაექრობა ჩვენი ინტელექტუალებისთვის საინტერესო და წარმატებული აღმოჩნდება. მაშ, ასე,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

როგორც გასულ კვირას დაგპირდით, დღევანდელი Jeopardy-ის პაკეტი ჯონ რუელ ტოლკინის ტრილოგიის მეორე ნაწილს დაეთმობა. „ბეჭდების მბრძანებლის“ პირველი ტომის მიხედვით დაწერილმა კითხვებმა ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ დღევანდელი მარათონისათვის ორმაგი სიამოვნებით ვიმუშავე. ახლა კი ისღა დამრჩენია, განზე გავდგე და ფენტეზის მოყვარულთა პაექრობაზე დაკვირვებით დავტკბე. მაშ, ასე,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

თვენახევრის წინ, ბლოგოსფეროს აღიარებულმა ექსპერტმა და ფანტასტიკის დიდმა მოყვარულმა ლორდ ვეიდერმა შოტლანდიელი ლიტერატორის დეივიდ ფრინგლის მიერ შედგენილი ასი საუკეთესი Sci Fi ნაწარმოების სია გამოაქვეყნა და საკუთარი კომენტარებიც დაურთო.

მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველებს ფანტასტიკური ლიტერატურის მიმართ ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ კარგად მოეხსენებათ  – ჟანრის გულმხურვალე  თაყვანისმცემელი გახლავართ. ამას წინათ ქართული ფანტასტიკის პრობლემებზე ვწერდი. კომენტარების რაოდენობამ და შინაარსმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ქართველ მკითხველთა შორის Sci Fi და ფენტეზი ფრიად პოპულარულია. არც მაესტრო ფრინგლისთან გაჯიბრებას ვაპირებ და არც ფუნდამენტური მიმოხილვის დაწერა მიფიქრია, მაგრამ მინდა, ჩემს მკითხველს პირად იმპრესიებზე აგებული  ფანტასტიკური (ყველა გაგებით) ტოპ-ოცეული შევთავაზო, რომელიც ასე გამოიყურება: 

(more…)

Read Full Post »

 bechdebis mbrdzanebeli cover

დღეს კვლავ ოთხშაბათია, ანუ ტრადიციული ინტელექტუალური მარათონის დღე. კარგა ხანია, ვაპირებ, რომ Jeopardy!-ის რომელიმე პაკეტი ერთ კონკრეტულ ნაწარმოებს მივუძღვნა და, როგორც იქნა, ამის დროც დადგა – მოლი ბლუმის ბლოგზე ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებლის“ ბენეფისია.

ფენტეზის მოყვარულებს შორის ფრიად პოპულარული ეს ნაწარმოები ჩინებულად თარგმნა ნიკა სამუშიამ, ხოლო ქარჩხაძის გამომცემლობამ სამივე ტომი ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახადა, ამიტომ, ვფიქრობ, პასუხების გაცემა არ გაგიჭირდებათ. იმასაც დავამატებ, რომ ტრილოგიის თითოეულ ნაწილს ცალკე პაკეტი დაეთმობა, ხოლო პერსონაჟებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელები ქართული თარგმანიდან იქნება აღებული. მაშ, ასე, ფენტეზის თაყვანისმცემლებო,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

ქართველი მწერლები ფანტასტიკას რომ არ სწყალობენ, ვფიქრობ, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. კარგა ხნის წინ,  ამ საკითხზე გახსნილ თემას თბილისის ფორუმზეც გადავაწყდი და გამიხარდა –  მარტო მე არ ვყოფილვარ ამით დაინტერესებული–მეთქი, თუმცა იმედი გამიცრუვ­და – ინფორმატიულს იმ დისკუსიას ვერაფრით დაარქმევდით და მალევე გავეშვი. არადა, გული მწყდება – ფანტასტიკა დეტექტივებზე ნაკლებად ნამდვილად არ მიყვარს.

საბჭოთა კავშირში სამეცნიერო ფანტასტიკა ლიტერატურის მოდურ მიმდინარეობად ითვლებოდა. წიგნის მაღაზიები არც თარგმნილი ნაწარმოებების სიმცირეს უჩიოდნენ და არც სამამულო ავტორებისას. ახლაც მახსოვს, როგორი პოპულარობით სარგებლობდა “თანამედროვე ფანტასტიკის ბიბლიოთეკის” ოცტომეული. ცუდი ის იყო, რომ წიგნის გარეკანზე ქართულ გვარ-სახელს იშვიათად თუ წააწყდებოდით.

ამას წინათ, მოცალეობის ჟამს, ოდესღაც წაკითხული ქართული ფანტასტიკური მოთხრობების გახსენება ვცადე, დიდხანს ვიფიქრე და მხოლოდ ალექსანდრე აბაშელის 1930 წელს  დაწერილი “ქალი სარკეში” ,  ნუგზარ აფხაზავას მოთხრობების კრებული “მკაცრი სამხილი”, ვლადიმერ ასლამაზიშვილის “ციცქნას ახალი ფათერაკები”  და გურამ ფანჯიკიძის “სპირალი” გამახსენდა; კიდევ რამდენიმე არც თუ მნიშვნელოვანი და საინტერესო მოთხრობა… სულ ეს იყო… ამაში, ჩემი მოკლე ლიტერატურული მეხსიერების გარდა, ბრალი, ალბათ, იმასაც მიუძღვის, რომ იმ დროინდელი ქართული ფანტასტიკა ავტორებისა და ნაწარმოებების სიმრავლით ვერ დაიკვეხნიდა.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: