Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ჯიჯი რეჯინი’

ქართული PLAYBOY-ის ყველა ნომერი @ ჩემი კოლექცია.

ამ ორიოდე კვირის წინ, მოლი ბლუმის ბლოგის სტუმრებს ჩემი ფავორიტი ჟურნალის – ლეგენდარული “ფლეიბოის” შესახებ ვუყვებოდი. პოსტსკრიპტუმში ქართულენოვანი გამოცემაც ვახსენე და მკითხველებს იმასაც შევპირდი – ამ, არც თუ ოპტიმისტურ, ისტორიას ცალკე პოსტს აუცილებლად მივუძღვნი მეთქი. სიტყვას კი, მოგეხსენებათ, შესრულება უნდა.

“ფლეიბოის”, თქვენც გეცოდინებათ, ამერიკულის გარდა, საერთაშორისო ანალოგებიც მრავლად გააჩნია. ჰოდა, რითი ვართ ბულგარეთზე, მექსიკაზე ან ჰოლანდიაზე ნაკლებიო – იფიქრეს ქართველმა ენთუზიასტებმა და, ხუთი წლის წინ, ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანიის შემდეგ, დღის სინათლე სმოკინგიანი ბოცვერით დამშვენებულმა, შავ და ოქროსფერ ტონალობაში გადაწყვეტილმა პირველმა ქართულმა ნომერმა იხილა.

სამამულო “ფლეიბოი” კანონიკური დიზაინით, მუდმივი რუბრიკებით, ინფორმაციული სტატიებით, სახალისო ჩანართებით და თავად ჟურნალის ხარისხითაც უკლებლივ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა და ერთობ მიმზიდველი საკითხავი ჩანდა. მთავარი რედაქტორიც შესაფერისი მოუძებნეს – ნოვატორობა დახვეწილი გემოვნების ინტელექტუალმა, მელომანმა, და, სხვათა შორის, უაღრესად საინტერესო ბლოგის ავტორმა ნიკო ნერგაძემ ითავა.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: