Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘წინასაარჩევნო კამპანია’

 

elections cartoon

პოლიტიკური პოსტები არ მიყვარს.

ახლა ისე ნუ გამიგებთ, პოლიტიკა არ მაინტერესებდეს. უბრალოდ, სხვა რაღაცებზე წერა მირჩევნია.

მეოთხე წელია, მოლის ბლოგი მკითხველებს მასპინძლობს და მეოთხე წელია, ველოდები, როდის მომწერს მავანი აჟიტირებული ვიზიტორი – რა გააწყალე გული ამ წიგნებით, რა დროს კარლსონი და ჩიპოლინოა, ქვეყანა გვენგრევა თავზეო.

ამას წინათ მაშო სამადაშვილის ამ გადასარევ ვიდეომიმართვას მოვუსმინე და დავმშვიდდი – აშკარად არც ისე ძალიან ვცდები, პოლიტიკური ქარიშხლების დროსაც წიგნებზე რომ გიყვებით; თანამოაზრეები მყოლია და თანაც, ფრიად ანგარიშგასაწევი.

თუმცა წესს რომ გამონაკლისი ადასტურებს, გეცოდინებათ. ახლა ყველგან პოსტსაარჩევნო თუხთუხია და მოდი, მეც დავწერ ერთ აპოლიტიკურ პოლიტიკურ პოსტს.

ოფიციალურ სტატისტიკას, ანალიტიკას, ცხელ-ცხელ რევიუებს საინფორმაციო პორტალები, სააგენტოები, ოფიციალური ფეისბუქ-ფეიჯები და Upper class პოლიტსელებრითები არ მოგაკლებენ. მე სხვა ამბებზე მოვყვები.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

elections

ბოლო დღეებია, შინ თუ გარეთ, ქუჩაში, ტრანსპორტში, ბაზარსა თუ კინოში ერთი ფრაზა მესმის სხვადასხვა ვარიაციით – “მოიცა, მოვიდეს პირველი ოქტომბერი და მერე ვნახოთო…”

მოვიდა კიდეც. სულ რაღაც რვა საათში საარჩევნო უბნებიც გაიხსნება და დავიწყებთ…  ორშაბათი როგორ ჩაივლის, მეტნაკლებად გასაგებია – საინფორმაციო გამოშვებები ურთიერთგამომრიცხავი ნიუსებით, პირდაპირი ჩართვები “ცხელი წერტილებიდან”, ეგზიტპოლები ონლაინ რეჟიმში, ბრიფინგები და საგანგებო განცხადებები, ინტერვიუები და კომენტარები… ასე მივალთ საღამომდე. აი, მერე… მერე, რა მოხდება, აღარ ვიცი.

მეთექვსმეტე წელია, ხმის უფლება მაქვს, არჩევნები ჯერ არ გამომიტოვებია, მაგრამ ჩემი რჩეულებით განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვარ–მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი. თავადაც მოგეხსენებათ   – გამარჯვებულები წინასაარჩევნო დაპირებების ნახევარს მაშინვე ივიწყებენ, მეორე ნახევარის შესრულებას 4-5 წელი არ ჰყოფნის და, თუ სასწაული მოხდა და ეყო, ისეთი უკუღმართობა გამოდის, დავიწყება აჯობებდა… ვაკანტური თანამდებობები ამ სკამების დაკავების მსურველთა რიცხვზე ერთი-ორად ნაკლებია, “უბილეთოებიც”, (იდეოლოგიური შეუთავსებლობის გამო, რა თქმა უნდა) მაშინვე ოპონენტთა ბანაკში ინაცვლებენ, და, რაც მთავარია, არჩევანს, როგორც წესი, ცუდს და უარესს შორის ვაკეთებთ.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: