Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ძმები ლუმიერები’

Affiche Cannes 1939

მოლი ბლუმის ბლოგის ერთგულ მკითხველს, ალბათ, ახსოვს ჩემი მაგნიტური კოლექცია. რვა დაფაზე განაწილებულ ლითონის, ხის და პლასტიკის ფიგურებს შორის ზოგი უბრალოდ ლამაზია, ზოგი – განსაკუთრებული ადამიანის საჩუქარია, ზოგი კი ისეთ ისტორიას ჰყვება, იოტისოდენადაც არ შეგრცხვება, პოსტად აქციო და გამოაქვეყნო.

ჩემმა მეგობარმა ნინომ წლევანდელი საზაფხულო შვებულების ნაწილი საფრანგეთში გაატარა. ცხადია, ვოიაჟს ლაჟვარდოვანი სანაპიროს გარეშე არ ჩაუვლია – კანსაც ესტუმრა და ხელს, საგანგებოდ ჩემთვის, სახელგანთქმული კინოფესტივალის აფიშით დამშვენებული მაგნიტიც გამოაყოლა. საჩუქარი, თავისთავად, მშვენიერი იყო – ძველი კინოპოსტერები ჩემი სისუსტეა. მიუხედავად ამისა, ალბათ, ძალიან კარგ, მაგრამ მაინც რიგით ექსპონატად ჩავთვლიდი, ერთი მცირე დეტალი რომ არა.

აფიშა კანის 1939 წლის ფესტივალისაა – იმ ფესტივალის, რომელიც არ ჩატარებულა.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

Le clan des siciliens

დღევანდელი Jeopardy!-ს კითხვების დაწერა-არდაწერაზე საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბლოგის მიმართულების გამო, რამდენიმე სხვა ბლოგერთან ერთად,  დანარჩენებისგან თეთრი ყვავივით გამოვირჩევი და ეს საკმაოდ ხშირად, რბილად რომ ვთქვათ, წამგებიანია პოპულარობის თვალსაზრისით, მაინც ვამჯობინე, ერთხელ არჩეულ გზას მივყოლოდი და მკითხველისთვის ამჯერადაც ინტელექტუალური პაექრობის საშუალება მიმეცა. ვინაიდან დღევანდელი პაკეტი კინემატოგრაფის თემაზეა დაწერილი, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ უპირატესობა ფრანგულ კინოს მივანიჭე – ყველას კარგად გვახსოვს, რომ 1895 წლის 28 დეკემბერს პირველი სეანსი სწორედ  ფრანგმა ძმებმა – ლუმიერებმა მოაწყვეს კაპუცინების ბულვარზე, სინათლის ქალაქში. ვფიქრობ, ცუდი არ იქნება, რამდენიმე ათწლეულით უკან დავიხიოთ და მივიწყებული ფილმები და სახეები გავიხსენოთ.

Good luck!

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: