Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ძმები გრიმები’

რას აღარ იხსენებენ ხოლმე ადამიანები – პირველ სიყვარულს, პირველ პაემანს, პირველ გაკვეთილს, პირველ მასწავლებელს… და არასოდეს გამიგონია, ოდესმე ვინმეს პირველ წიგნზე ეთქვას რამე, აი, იმაზე, დამოუკიდებლად რომ წაიკითხა თავიდან ბოლომდე და არც დედას მისდგომია, არც მამას და არც ბებიას – არიქა, მიშველეთ, სიტყვებში დავიკარგეო.

სიმართლე გითხრათ, ქართულ ენაზე წაკითხული პირველი წიგნი არც მე მახსოვს – ანბანი ჩემით ვისწავლე სკოლაში წასვლამდე და მას შემდეგ სულ რაღაცას ვკითხულობდი – ჟურნალ-გაზეთებს, ანეკდოტებს, ნეკროლოგებს, ლექსებს, ზღაპრებს… სადაც ქაღალდის ნაგლეჯს წავაწყდებოდი, ოთახში მივარბენინებდი და უფროსების შეკავებული ფხუკუნი ძალიანაც მწყინდა ხოლმე.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

20151110_231855

მოლის სტუმრებს თავისი ცნობისმოყვარე მასპინძლის ამბავი კარგად მოეხსენებათ – მარტო საკუთარი კი არა, სხვისი წიგნებიც ძალიან მაინტერესებს. საკმარისია, ტრანსპორტში ვინმე საკითხავში ცხვირჩარგული დავინახო, რომ, ჩემი სპორტული მონაცემების კვალობაზე, არნახულ ილეთებს ვატარებ ყდის შესათვალიერებლად ან ტექსტში ჩასაჭყეტად. წიგნს კიდევ რა უშავს, თქვენ უნდა ნახოთ, ვინმე ტელეფონში რომ კითხულობს რამეს და კისერწაგრძელებული რომ ჩავცქერი – რა მომათმენინებს, სათაური არ გავიგო. ვინ იცის, რას ფიქრობენ ამ დროს გარშემომყოფნი ჩემზე და ჩემს ზრდილობაზე – სერიოზული ეჭვი მაქვს, კარგს არაფერს.

ეს მავნე ჩვევა, ცოდვა გამხელილი სჯობს და, ნაადრევი ბავშვობიდან მომყვება – სხვისი თაროების თვალიერება მაშინაც მიყვარდა. ბიბლიოთეკა მშობლებსაც არ დაეწუნებოდათ და ახლა კიდევ უკეთესი მაქვს – სათითაოდ შერჩეული წიგნები მაქვს ჩაწიკწიკებული. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ნოსტალგია შორეული წარსულისკენ მახედებს და ის პატარა მოლი მახსენდება, სოფელში, ნათესავებთან სტუმრობის წინ მთელი ღამე რომ არ ეძინა სიხარულისგან, ოღონდ არ გეგონოთ, იქაურები მიყვარდა ასე ძალიან. არა, სანათესაოს რას ვერჩი, მაგრამ ჩემი ბედნიერების მთავარი მიზეზი მეორე სართულზე, დიდ ოთახში მეგულებოდა – უზარმაზარი ბიბლიოთეკა ძლივს ეტეოდა სამ კედელზე. მისალმების, ხვევნა-კოცნის, “უი, რამხელა გაზრდილა“-ს ცერემონიალს რომ ჩავათავებდი, ხელში მიჩეჩებული ჩურჩხელებით ავრბოდი კიბეზე, მივადგებოდი წიგნებით გაძეძგილ თაროებს და სათითაოდ გადმოლაგებას რომ დავიწყებდი, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო ამქვეყნად. აღარც ჭამა მახსოვდა, აღარც სმა, გაფაციცებით ვარჩევდი საჩემო წიგნებს შინ წასაღებად და განზე ვაწყობდი.

ახლა რომ ვიხსენებ, სულ სხვა ხიბლი ჰქონდა იქაურობას, ძველი წიგნების, მტვრის, სიძველეშეპარული ხის სუნს, გაცრეცილ ფურცლებს, გულუბრყვილო წარწერებს სატიტულო გვერდზე… ჭრაჭუნა ფიცრულ იატაკზე გაფენილ ორნამენტებიან ხალიჩას, ხონთქარივით ფეხმორთხმული რომ ვიჯექი ხოლმე, ზვინად წამოდგმული წიგნების გვერდით.

(more…)

Read Full Post »

ძმები გრიმები. ზღაპრები. გამომცემლობა "პალიტრა L". თბილისი, 2013უჰ, როგორ მიყვარს ბავშვობაში დაბრუნება!

ამ დალოცვილ ხანას ზოგჯერ ბათუმის სურნელი მახსენებს, ზოგჯერ – მივიწყებული ფოტოები, ზოგჯერ –  დედისეული აჭარული ხაჭაპური… ასოციაცებს რა გამოლევს; მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ მიჩქარდება გული, სადმე იმ წიგნს რომ წავაწყდები, რომელსაც ოდესღაც თვალებგაფართოებული და სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი; ამ დროს თავი ისევ მთლად პატარა მგონია, უზრუნველი და უკიდეგანოდ ბედნიერი.

ჰოდა, ეს შაბათ-კვირა სულ ასეთი შეგრძნებებით გავატარე “პალიტრა L“-ის წყალობით – ძმები გრიმების ზღაპრების ახალთახალი გამოცემა მედო შინ და იმიტომ.

ისე, ჩინებულად გაფორმებული ორმაგი ყდა რომ გადავშალე და პირველ ზღაპარს დავხედე, ცოდვა გამხელილი სჯობს და პირკატა მეცა – აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ “წითელქუდას“ ლიტერატურული ვერსია ექსკლუზიურად მუსიე შარლ პეროს ეკუთვნოდა და აგერ არ დამხვდა გამოჭიმული?!

(more…)

Read Full Post »

მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა

მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა :)
რაღა დროს შენი საბავშვო წიგნებიაო – ჩემთვისაც უთქვამთ და მეგობრებისგანაც გამიგია – საკითხავი დაგვიწუნეს, ნამეტანი დაგგვიანებიათო.

სხვისი არ ვიცი და მე თუ მკითხავთ – მტკნარი სისულელეა.

ერთი, რომ ლინდგრენს, როდარის და ბისეტს მკითხველის ასაკი გემოს ოდნავადაც არ უკარგავს – შედევრი შედევრად რჩება.

მეორეც, საბავშვო ისეთ წიგნს ჰქვია, რომელსაც, რაც ადრე წაიკითხავ, მით უკეთესი, თორემ არავის დაუწესებია, უფროსებმა ხელი არ დააკარონო.

ჰოდა, მეც წიგნის მაღაზიიდან როგორ გამოვალ, ფერად-ფერადი გამოცემებით დახუნძლულ განყოფილებებს თუ არ ჩამოვუარე საგულდაგულოდ –  ემანდ, ახალი არაფერი გამომრჩეს-მეთქი.

მე შენ გეტყვი, ცოტაა. პატარებისთვის მგონი, ყველაზე მეტს ბეჭდავენ გამომცემლობები და სწორადაც იქცევიან – ერთგულ მკითხველზე იმთავითვე ზრუნავენ. აბა, კერუაკის და კუტზეეს დამფასებელი ციდან ხომ არ ჩამოვარდება, შარლ პეროთი და ტუვე იანსონით თუ არ დაიწყო?!

ერთი სიტყვით, ძალიან მინდა, დღეს მოლის საბავშვო ბიბლიოთეკაზე გიამბოთ – გულის სიღრმეში ყველაზე მეტად რომ მიყვარს.

(more…)

Read Full Post »

რამდენიმე დღის წინ,  მოლი ბლუმის ბლოგზე, ბავშვობის წიგნები გავიხსენეთ და, მკითხველთა ძალისხმევით, ერთიანი საყმაწვილო ბიბლიოთეკაც შევადგინეთ. წარსულში მოგზაურობას Jeopardy!-ის მორიგი ტურით ვაგრძელებთ – დღეს მულტ- პერსონაჟების ჯერია. მითუმეტეს, რომ დარწმუნებული ვარ – მულტფილმები, პატარა მაყურებლის მსგავსად, დიდებსაც ძალიან გვიყვარს.

Good luck!

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: