Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ცხოველები’

ჩემი ბავშვობის ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ცირკის ისეთი პომპეზური შენობა იდგა, დიდსაც და პატარასაც ისე მოგჭრიდა თვალს, შესვლა სულ არ იყო საჭირო.

ყოველ შაბათ-კვირას იქ ვატარებდი-მეთქი, ვერ დავიჩემებ, მაგრამ საინტერესო გასტროლები ნამდვილად არ გამომიტოვებია. სკოლაშიც ხშირად მოჰქონდათ ბილეთები… უსაშველოდ დიდ კიბეებს ხვნეშა-ხვნეშით ავათავებდი, ფუმფულა სავარძელში მოვკალათდებოდი, შუქი ჩაქრებოდა, მუსიკა დასცხებდა და უცბად ამოვყოფდი ხოლმე თავს ჯადოსნურ სამყაროში, ათასგვარი საოცრებით რომ იყო სავსე…

ორკესტრი მომწონდა. სადღაც ზევით, თვალუწვდენელ სიმაღლეზე, ლამის გუმბათის ქვეშ ისხდნენ და თვალდაჭყეტილი ვცდილობდი ბრჭყვიალა საყვირების და ტრომბონების დანახვას; ეკვილიბრისტებიც მიყვარდა, ჟონგლიორებიც, ჯამბაზებიც, ფოკუსებზეც გულიანად ვუკრავდი ტაშს… აი, გაწვრთნილი ცხოველები მომწონებოდა, არ მაგონდება.

არა, ის კი მახსოვს, შესვენებას რომ გამოაცხადებდნენ, არენას საგანგებო მავთულის ღობეს შემოავლებდნენ და დოლის გამაყრუებელი, ავისმომასწავებელი აკომპანიმენტის თანხლებით მხეცებს გამოიყვანდნენ… ოღონდ, მათგან ფერადი, მხიარული და სადღესასწაულო იმპრესია ერთხელაც არ დამრჩენია და რა ვქნა…

მერე, ნელ-ნელა იმ აზრამდეც მივედი, რომ ქალის კაბაგადაცმული დათვებით, ჟილეტიანი მაიმუნებით, ბაფთიანი ძაღლებით და ორ ფეხზე დაყუნცული ლომებით სეირი ძლიერი, ლამაზი, ჭკვიანი და ჯანმრთელი არსებების აბუჩად აგდება იყო და მეტი არაფერი.

თბილისში ცირკში აღარ წავსულვარ.

(more…)

Read Full Post »

pet society - black

დარწმუნებული ვარ, სათაური შეგაშინებთ – მოლი გადარეულა და ბლოგი კრიმინალურ ქრონიკად გადაუკეთებიაო. არადა, არც რომელიმე ხმაურიან დანაშაულზე ვაპირებ წერას, არც მორიგ სკანდალურ გარჩევაზე, არც პოლიტიკასა და არც ქართულენოვან “ფეისბუქში” ლამის ნორმად ქცეულ ბაკქანალიაზე – თემა ბევრად მარტივია, ერთი შეხედვით უმნიშვნელოც კი, თუმცა ჩემთვის ძალიან  მტკივნეული…

Pet Society, ალბათ, გეცოდინებათ; აი, ის, სახალისო და ერთ დროს უზომოდ პოპულარული აპლიკაცია, თავის დროზე, “ფეისბუქის” ლამის ყველა მეორე მომხმარებელი რომ იყო ჩართული.

ჰოდა, ერთ თვეში ამ Pet Society-ს ხურავენ. აი, ასე, მარტივად. გაიღვიძებ დილით და აღარ დაგხვდება.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: