Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ცრემლიანი სათვალე’

გიორგი მაისურაძე. Kill Tbilisi. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2013

ფინიკიელ ბლოგერებს უთქვამთ, შვებულება იმისთვის არსებობს, ბევრი იძინო, ბევრი იუსაქმურო, ბევრი ითამაშო, ბევრ მულტფილმს უყურო და, რა თქმა უნდა, ბევრი იკითხოო.

თავისუფლების თოთხმეტ დღეს, კაცმა რომ თქვას, შინაც მშვენივრად გავატარებდი, მაგრამ წელს ხეტიალის გუნებაზე ვარ… შვებულების ბრძანებაზე მელანი არ იქნება შემშრალი, საყვარელ ზურგჩანთას მოვიკიდებ, დავკრავ ფეხს და ზღვაზე გადავიკარგები.

ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ათას წვრილმან-მსხვილმანთან ერთად ცხრა მთას იქით წასაღებ წიგნებსაც ვარჩევ განსაკუთრებული გულმოდგინებით.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

garfield

ლეგენდარული და თითით საჩვენებელი ზარმაცი რომ ვარ, ათასჯერ მითქვამს და, მგონი, უკვე ყველამ იცის.

პროფესიაც ჩემი გემოვნებით მაქვს შერჩეული და სპეციალობაც. არც სამსახურს ვემდური, მაგრამ რა ვქნა, უიქენდს მაინც ღვთის წყალობასავით ველოდები. თავადაც მოგეხსენებათ, პარასკევი საღამო ფანტასტიურია, შაბათი – ძალიან კარგი, კვირა დღეს არა უშავს და საღამოს ათი საათიდან ისევ მიფუჭდება განწყობა… და ასე, მომდევნო პარასკევამდე. ერთი დაფა მჭირდება აუცილებლად, აი, ისეთი, ამერიკულ სასწავლებლებში რომ აქვთ გამოკრული საბრალო, თვალებამოღამებული სტუდენტების გასამხნევებლად – “გამაგრდი, მალე პარასკევი მოვა!”

უკვე შეამჩნევდით, მთლად გადასარევ გუნებაზე ვერ ვარ და დიდხანს და საგულდაგულოდ უნდა გეწუწუნოთ. თქვენც, მეტი რა გზა გაქვთ, მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ და ამიტანოთ – მეგობრობა, სილამაზისა არ იყოს, მსხვერპლს მოითხოვს.

აგვისტოს ბოლომდე მშვიდი ძილი რომ არ მეღირსებოდა, აქამდეც ვიცოდი (ყოველ წელს ასეა) და შეგუებულიც ვიყავი, მაგრამ დილით სამსახურის ჭიშკართან რომ დაამუხრუჭა ყვითელმა სამარშრუტომ, გოგი გვახარიას უგემრიელესი “ცრემლიანი სათვალე” რომ დავხურე და მივხვდი, გვიან საღამომდე ვეღარ გადავშლიდი, მთლად მოვიშხამე.

ჰოდა, მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი, რა მოხდება, უსაქმური რომ ვიყო და დილაობით თავქუდმოგლეჯილი არ გავრბოდე საშოვარზე-მეთქი.

მშვენიერი რამ გამოვიდა, მინდა გითხრათ. არც არაფერი დაეწუნებოდა. ისეთი გრაფიკი ჩამოვაწიკწიკე ოცნებაში, თითებს ჩაიკვნეტს კაცი.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: