Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ჩვენი ბავშვობის წიგნები’

ბავშვობაში ლოგოს მნიშვნელობა და დანიშნულება მესმოდა და ყველა გამომცემლობას ვცნობდი-მეთქი, ვერ დავიჩემებ. ერთი ის ვიცოდი. ყდას “ნაკადული” თუ ეწერა და წიქარაზე ამხედრებული ბიჭი ეხატა, საჩემო იყო და ხელიდან არ უნდა გამეშვა.

“ნაკადულის” სხვა ლოგოც რომ არსებობდა, მერე აღმოვაჩინე, უკვე მოწიფულობის ჟამს.

თანამედროვე “ნაკადულზე” ვერაფერს გეტყვით. საუკუნეა, არაფერი მიყიდია. გამომცემლობის ფეისბუქის გვერდზეც, წელიწადზე მეტია, სიჩუმეა. ამბობენ, დღესაც არსებობს და რაღაცებს ბეჭდავს კიდეცო. იატაკქვეშ და პარტიზანული მეთოდებით თუ მუშაობენ, არ ვიცი, მე არსად გადავყრივარ. მოკლედ, ახალი იქეთ იყოს და ძველს ორი ლოგო ჰქონდა – შვლის ნუკრი და წიქარა.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

ბლოგზე, მოგეხსენებათ, ამოჩემებული თემა არ გვაქვს. ერთფეროვნება მოსაწყენია. ვლაპარაკობთ ყველაფერზე, რაც გვაინტერესებს. ოღონდ ყველაზე  ხშირად მაინც ახალ წიგნებსა და ახალ გამომცემლობებზე ვქაქანებთ. თავიდანვე ამ გზას დავადექით და მივყვებით ერთგულად, მადლობა ღმერთს, სალაპარაკო აქამდე არ გამოგვლევია.

ძველი თაროების გადამკიდე, აწ უკვე გამქრალ გამომცემლობებშიც საფუძვლიანად გავერკვიე. “ფედერაცია”, “შრომა და ტექნიკა”, “საბჭოთა აჭარა”, “მერანი”, “საბჭოთა საქართველო”, “განათლება”, “სახელგამი”, ჩაბნელებული, მშიერი, ომგადატანილი ოთხმოცდაათიანების უცნაური გამომცემლობები უცნაური სახელებით – “გეა”, “კალთა”, “ზვარი”, “მოლოდინი”, “ქართული თეატრი”, კულინარიულ წიგნებს და დეტექტივებს რომ ბეჭდავდა აქტიურად… ყველაზე მეტი, ცხადია, “ნაკადული” მაქვს.

ჰოდა, ვფიქრობ, ჩვენი ბავშვობის გამომცემლობას პერსონალური, მუდმივად განახლებადი რუბრიკა ეკუთვნის. ალალია და უსაყვედურო. მით უმეტეს, იუბილარია – დაარსებიდან 80 წელი უსრულდება.

(more…)

Read Full Post »

რას აღარ იხსენებენ ხოლმე ადამიანები – პირველ სიყვარულს, პირველ პაემანს, პირველ გაკვეთილს, პირველ მასწავლებელს… და არასოდეს გამიგონია, ოდესმე ვინმეს პირველ წიგნზე ეთქვას რამე, აი, იმაზე, დამოუკიდებლად რომ წაიკითხა თავიდან ბოლომდე და არც დედას მისდგომია, არც მამას და არც ბებიას – არიქა, მიშველეთ, სიტყვებში დავიკარგეო.

სიმართლე გითხრათ, ქართულ ენაზე წაკითხული პირველი წიგნი არც მე მახსოვს – ანბანი ჩემით ვისწავლე სკოლაში წასვლამდე და მას შემდეგ სულ რაღაცას ვკითხულობდი – ჟურნალ-გაზეთებს, ანეკდოტებს, ნეკროლოგებს, ლექსებს, ზღაპრებს… სადაც ქაღალდის ნაგლეჯს წავაწყდებოდი, ოთახში მივარბენინებდი და უფროსების შეკავებული ფხუკუნი ძალიანაც მწყინდა ხოლმე.

(more…)

Read Full Post »

ჩემი პირველი ლინდგრენი <3ბიბლიოთეკა რომ ჩემი სიამაყეა, მგონი, უკვე მთელმა საქართველომ გაიგო და დაკვირვებული მეგობრები იმასაც შეამჩნევდით, რომ ფეისბუქ-ალბომები სულ წიგნების სურათებით მაქვს გაძეძგილი.

ყოველგვარი ყალბი მოკრძალების გარეშე გეტყვით, უყურადღებოდ არც ერთი კადრი არ დარჩენილა, დაინტერესებული მნახველი არ დაჰკლებია, მაგრამ ამ შაბათს მაინც განსაკუთრებული და არნახული ჟრიამული მქონდა კედელზე. ნაცნობ-უცნობი შეიყარა, სიცილაკების და კომენტარების ცვენა იყო :) ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, ცოდვა გამხელილი სჯობს და, სიამოვნებისგან სულ ხელებს ვიფშვნეტდი.

არადა, რომელიმე აქტუალური და მოდური ბიბლიო-სერიის ფოტო კი არ გამომიქვეყნებია, არც მორიგი საამაყო შენაძენი გამომიმზეურებია – ასტრიდ ლინდგრენის ძველთაძველ ტომს გადავუღე სურათი, კარლსონს და პეპის.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: