Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ქართული კინო’

ბიბლიოფილიისგან განსხვავებით, სინემანია არ მახასიათებს.  არა, კინოში სიარული მიყვარს, ახალ ფილმებსაც არ ვტოვებ უყურადღებოდ, მაგრამ “გარდარეული სიყუარული“ ნამდვილად არ მჭირს – ძირითადად, შერჩევითობის პრინციპით ვხელმძღვანელობ. თუმცა, ისეთი შემთხვევებიც არის, პრემიერას სულმოუთქმელად რომ ველოდები და მოსაწვევების დანახვაზე ხელებს ვიფშვნეტ.

ჰოდა, ასე უკიდეგანოდ კმაყოფილი ბოლოს გასულ ხუთშაბათს გახლდით, როცა მესინჯერში “ჩემი ბედნიერი ოჯახის“ მოსაწვევი დავინახე. თქმაც ზედმეტია, რომ სეანსის დაწყებას სავარძელში მყუდროდ მოკლათებული შევხვდი, უზარმაზარი პოპკორნით ხელში, რომელიც, რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, რამდენიმე წუთის შემდეგ განზე გადავდე და აღარც გამხსენებია.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

კინოში უქმეებზე დავდივარ.

სადაგ დღეებში, უბრალოდ, გამორიცხულია. კინო ერთგვარი რიტუალია, ცაიტნოტი და გადარბენა არ უხდება: ბილეთი უნდა დაჯავშნო, რომელიმე საყვარელ კაფეში ყავა დალიო, აუჩქარებლად მიტუსტუსდე “რუსთაველამდე” ან “ამირანამდე”, სეანსის შემდეგ ისევ რომელიმე კაფეში მოკალათდე და სტეიკის თანხლებით გაარჩიო ეს-ესაა ნანახი ფილმი…

სამსახურიდან რვაზე ან ცხრაზე გამოსულს კი მხოლოდ იმის თავი მაქვს, შინამდე მივლასლასდე.

მოკლედ, კინოსთვის უიქენდი შეუქმნია ღმერთს, მაგრამ ზოგჯერ რაღაცები იცვლება ხოლმე…

მეგობარმა დაგვპატიჟა ხუთშაბათს. თერთმეტის ნახევრამდე ვერაფრით ვახერხებდით. წავედით თერთმეტისნახევრიან სეანსზე, შინ, მგონი,  პირველზე დავბრუნდი და ერთი საინტერესო რამ აღმოვაჩინე: წესები იმისთვის არსებობს, რომ ზოგჯერ დაარღვიო.

ნაღმზე” ვიყავით, ლევან ბახიას ახალ ფილმზე.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: