Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ქართული ელექტრონული წიგნები’

My Kindle Mini

რამდენიმე დღის წინ, ფრიად საინტერესო კომპანიაში მოვხვდი. ვისხედით ჩვენთვის მყუდრო კაფეში, წრუპებით ცივ ყავას ვაგემოვნებდით და ათას რაღაცაზე ვლაქლაქებდით. “ქინდლზეც” ჩამოვარდა სიტყვა. ცხადია, უმალ ავენთე, აღტაცებული ეპითეტების კორიანტელი დავაყენე და ის იყო, ჩანთიდან ბლექი უნდა ამომეძვრინა, რომ ერთმა იქ მყოფთაგანმა, არც აცია, არც აცხელა და – ეგ მოწყობილობა ეშმაკის გამოგონებაა, ხელს როგორ მოვკიდებო…

თავიდან, მეგონა, ხუმრობდა. მტკიცება რომ დაიწყო, მივხვდი, ცუდად იყო საქმე. კამათი არ ამიტეხია, მშრალი და ცივი პასუხით შემოვიფარგლე, მაგრამ ისეთი ათუხთუხებული წამოვედი იქიდან, თქვენთან მაინც უნდა მოვიოხო გული.

რიდერებზე პირველად აი, ამ საყვარელი ბლოგის წყალობით შევიტყვე. უცხო ხილი ერქვა მაშინ – სულ რამდენიმე ნაცნობს ჰქონდა… სამაგიეროდ, ახლა, ყველა მეგობარი ქინდლოსანის ჩამოთვლა რომ დავიწყო, ვინმე აუცილებლად გამომრჩება.

“ქინდლი” ჩემთვის იდეალურია. თუმცა, უამრავი ჭეშმარიტი ბიბლიოფილი ვიცი, ტრადიციული ბიბლიოთეკის ერთგული რომ რჩება… ზოგი ჩვევას ვერ ღალატობს, ზოგს ტრანსპორტში კითხვა არ უყვარს, ზოგსაც, უბრალოდ, დრო არ ჰყოფნის…  კაცია და გუნება. აუგის სათქმელად ენა როგორ მომიბრუნდება, ოღონდ, მომკალით და “რიდერი რომ კარგი ყოფილიყო, “ქართლის ცხოვრებაში” ერთხელ მაინც მოიხსენიებდნენ და სალაშქროდ მიმავალი დავით აღმაშენებელი ჯორ-აქლემებს ფოლიანტების თრევით წელს არ მოაწყვეტინებდა”-ს ტიპის შეგონებები საშინლად მაღიზიანებს.

აბუქებ ახლაო, მეტყვით. სულაც არა… კარგად მიიხედ-მოიხედეთ და აუცილებლად შეამჩნევთ, როგორ მოთქვამენ ვაი-ტრადიციონალისტები და წიგნიერების დაკარგვას, კომპიუტერსა და ფეისბუქთან ერთად, უკვე “ქინდლსაც” აბრალებენ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

anne frank
ჭკვიან კაცს უთქვამს – ომი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულიაო.

არ მგონია, თუნდაც ერთი ადამიანი დაეჭვდეს ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში.

წარმოუდგენელია, ვინმე არ ეთანხმებოდეს იმ აზრს, რომ ყოველი ომი და სისხლის ყოველი დაღვრილი წვეთი უკან გადადგმული გიგანტური ნაბიჯია.

ერთი ეგ არის, არასოდეს შემხვედრია წიგნი, რომელიც ამ კატასტროფის სიღრმეს ისე გვაგრძნობინებს, როგორც “ანა ფრანკის დღიური”.

არადა, აქ ერთ გასროლასაც არ შეურხევია ჰაერი… არც ბატალური ეპიზოდები ყოფილა, არც საჰაერო ბრძოლების ამსახველი სცენები, არც არაფერი მსგავსი…

უბრალოდ, წიგნის თითოეული ფურცელი შიშით არის გაჟღენთილი, ისევე, როგორც იმ პატარა გოგონას სხეულის ყველა უჯრედი, რომელიც ამ დღიურს წერდა.

(more…)

Read Full Post »

Kindle mini. Amazon. com

სიმართლე გითხრათ, ამ პოსტის სათაურზე დიდხანს ვიფიქრე.  ასეთი კითხვები არ მიყვარს, თავს ვარიდებ და თუ მაინც გადავეყარე სადმე, ორივე-მეთქი, ვპასუხობ.  სიტუაცია, როდესაც ალტერნატიული ვარიანტებიდან ერთის არჩევა სასიცოცხლოდ აუცილებელია, რეალობაში არც თუ ხშირად გვხვდება.

“წიგნი თუ ქინდლი” – ეს დილემა, ბოლო დროს, განსაკუთრებით პოპულარულია და რა გასაკვირია, რომ “დაპირისპირებულ მხარეებს” ღრმად პოლარული, ხისტი და უკომპრომისო პოზიციები აქვთ. ერთნი დარწმუნებულნი არიან, რომ რიდერი სულ მალე მოსპობს წიგნს და ანტიკვარიატის თაროზე მიუჩენს ადგილს. მეორენი თვლიან, რომ ი-ბუქს მომავალი არ გააჩნია და ვერასოდეს შეცვლის ძველ, ტრადიციულ, მამაპაპურ ნაბეჭდ გამოცემას და გაცრეცილი ფურცლების რომანტიკას.

ჭეშმარიტება კი, როგორც ხდება ხოლმე, სადღაც შუაშია…

მეთერთმეტე თვეა, “ქინდლ მინის” ბედნიერი მესაკუთრე გახლავართ და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია, გითხრათ, რომ შინიდან “გრეისის” გარეშე არ გავსულვარ. კითხვას მგზავრობის დროსაც ვახერხებ, სალონშიც, კაფეშიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიმე ათეული გვერდისთვის სამსახურშიც კი ვპოულობ ორიოდე საათს. მეორე მხრივ, ტრადიციულ წიგნებთან ურთიერთობის თითქმის ოცდაათწლიანი გამოცდილება მაქვს, არც თუ ურიგო პირადი ბიბლიოთეკაც გამაჩნია და ბუნებრივია, რომ ზემოხსენებული კითხვა ჩემთვის რიტორიკული სულაც არ არის.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: