Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ფუკოს ქანქარა’

il-pendolo-di-foucault-geo-cover

პირველად იყო სიტყვა…

პირველად იყო “ვარდის სახელი”. ექვსი წლის წინ გამოსცა “დიოგენემ”, დაუბანელ ხელს ვერ შეჰკადრებდი, ისე გამოსცა და მკითხველიც დააიმედა, “ფუკოს ქანქარასაც” აუცილებლად ვთარგმნითო.

“ვარდის სახელს” უმბერტო ეკოს სხვა რომანები და non fiction-ები მოჰყვა. “ქანქარა” იგვიანებდა. ყველა ფესტივალზე და “მწვანე შაბათობაზე”, ყველა ახალი წიგნის წარდგენისას ლოდინით შეღონებული ერთი მკითხველი მაინც წაიწუწუნებდა, კინგი, ფამუქი, ფილიპ როთი და რომენ გარი გადასარევია, მაგრამ “ფუკოს ქანქარას” როდის გვაღირსებთო.

ჰოდა, გვეღირსა.

სულ ცინცხალი ამბავია. გამომცემლობაში ხუთშაბათს მიიღეს, ორშაბათს მაღაზიებშიც გამოჩნდება. მაგარი ყდით, სასაჩუქრე, ლიმიტირებული ტირაჟი და რბილი გარეკანით, უფრო ხელმისაწვდომი, “დიოგენეს” საფირმო “ET CETERA”-ს ნაწილი.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

umberto eco booksყველაფერი ფილმით დაიწყო.

ცოტა უცნაური კია, ფავორიტი მწერლის გაცნობას ფილმით რომ იწყებ, მაგრამ ასე იყო და რა ვქნა, ტყუილს ხომ არ ვიტყვი.

დიდი ხნის წინ, სოფელში ვნახე, ადამისდროინდელ შავთეთრ ტელევიზორში. შონ კონერი, გულის ამაჩუყებლად ნორჩირისტიან სლეიტერი და ერთი გადასარევი გოგო, რომლის ვინაობა დღესაც არ ვიცი. ფილმსვარდის სახელიერქვა და, როგორც მერე გავარკვიე, უმბერტო ეკოს რომანის მიხედვით იყო გადაღებული.

იმ დროს რომანები კი არა, სახელმძღვანელოები ჭირდა დავარდის სახელსსად ვიპოვიდი; ისევ საჯაროს საცავებში გულმოდგინე ქექვის შემდეგ მივაგენი ძველ რუსულ თარგმანს წითელი ყდითა და ურიცხვი კომენტარით; აკადემიური გამოცემა იყო, ეგრე კი ნუ უყურებთ.

მერე  ბიბლიოფილმა მეგობარმა A4 ფორმატის ფურცლებზე მიკროსკოპული შრიფტით ამობეჭდილიფუკოს ქანქარამათხოვა და, მგონი,  იმქანქარასგადაყვა კიდეც ჩემი მხედველობა, მაგრამ არ ვნანობ, დედას გეფიცებით – აშკარად ღირდა.

სამაგიეროდ, ახლა ეკოს წიგნებიქინდლშიცმაქვს და ყველაზე საპატიო თაროზეც მიწყვია.

(more…)

Read Full Post »

წიგნები, რომლებიც მაჩუქეს <3შემჩნეული გექნებათ, რომ ზოგჯერ ქაქანის ხასიათზე ვდგები ხოლმე და ხან ბავშვობისდროინდელი მოგონებებით გაბეზრებთ თავს, ხან – უახლოეს წარსულში დატრიალებული ამბებით.

ერთიც იყო და, მახსოვს, იმ წიგნებზე ვწერდი, თვალსა და ხელს შუა რომ ამწაპნეს ვიღაც-ვიღაცებმა. ჰოდა, რადგან მაშინდელი სიმწარე გაგიზიარეთ, ახლა იმ წიგნებით უნდა გაიხაროთ ჩემთან ერთად, სხვადასხვა დროს მოლისთვის რომ უჩუქებიათ.  ახლა, თუ მაინცდამაინც არ გაგიხარდებათ და ცოტა შეგშურდებათ, გავიგებ, თქვენს ადგილზე მეც მსგავსი რამ დამემართებოდა.

აბა, რომ გამეგო, მარიმ და ირაკლიმ ვინმეს ჰარი ჰარისონის ფოლადის ვირთხის თერთმეტნაწილიანი ეპოპეა ჩამოუტანეს უკრაინიდანო, სრულ ჭკუაზე ვიქნებოდი?! არა, რა თქმა უნდა. ამიტომ თქვენს ოხვრას და გმინვას სრული გაგებით მოვეკიდები.

ახლა აქეთ წამობრძანდით, “პოტერიადის“ შვიდივე წიგნი უნდა გაჩვენოთ, თანაც ორ ენაზე. ქართული ვერსია ერთმა მეგობარმა მისახსოვრა, საახალწლოდ; ინგლისური კი – მეორემ, ყოველგვარი მიზეზისა და საზეიმო თარიღის გარეშე მომიცუნცულა “პროსპეროდან“.

(more…)

Read Full Post »

Jean Claude Carrière. Umberto Eco. N'espérez pas vous débarrasser des livres

“რიდერი თუ წიგნი?” – ალბათ, არ არსებობს სხვა დილემა, რომელიც თანამედროვე ბიბლიოფილებში ამდენ კამათს და აზრთა სხვადასხვაობას იწვევდეს. ზოგი რიდერს “ეშმაკისეულ გამოგონებას” უწოდებს და ამტკიცებს, რომ კაცობრიობა ტიპოგრაფიის სურნელით გაჟღენთილ ფურცლებს ვერაფრით შეელევა და ტრადიციული წიგნის ნებისმიერ ალტერნატივაზე საუბარიც კი სასაცილო ეჩვენება. ზოგი, პირიქით, დარწმუნებულია, რომ მძიმე და მოუქნელი ტომებით გაძეძგილი თაროები სულ მალე ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს…

ორიოდე თვის წინ, მეგობრისთვის საჩუქარს ვეძებდი და შემთხვევით, ერთობ ორიგინალურად გაფორმებულ გამოცემას გადავაწყდი. ჯერ სათაურმა დამაინტერესა –  “არც იფიქროთ წიგნებისგან თავის დაღწევაო”, თან ყდაზეც უმბერტო ეკო ამოვიკითხე და მაშინვე ჩანთაში ვუკარი თავი. ცხვირი მიგრძნობდა, რომ ხელთ საინტერესო საკითხავი ჩამივარდა და არც შევმცდარვარ.

რაფინირებული მკითხველი სინიორ უმბერტოს, უმთავრესად, მხატვრული პროზით იცნობს – “ვარდის სახელის” და “ფუკოს ქანქარას” შესახებ ყველას სმენია. თუმცა, არსებობს არანაკლებ საინტერესო ავტორიც – ეკო-პუბლიცისტი. თვალსაჩინო მაგალითად, იტალიური “ესპრესოსთვის” დაწერილი სვეტების კრებულიც იკმარებს. “ჯოისის პოეტიკაზე” არაფერს ვიტყვი – მოლი ბლუმი ფსევდონიმად ტყუილად არ შემირჩევია…

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: