Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ურსულა ლე გუინი’

20150118_141701

სამამულო ლიტერატურულ პროცესებს თვალს თუ ადევნებთ, ნამდვილად არ გამოგრჩებოდათ შარშანდელი ამბავი – ბათუმის ყველაზე პოპულარული წიგნის მაღაზიის მეპატრონეებმა საგამომცემლო ბიზნესსაც რომ მოუსინჯეს კბილი და მკითხველს ახალი გამომცემლობის დაარსება ახარეს.

“წიგნები ბათუმში” თავიდანვე შეეცადა საფირმო ხელწერის ჩამოყალიბებას და საკუთარი ნიშის დაბევებას – მხოლოდ ხარისხიანი ლიტერატურა და ხარისხიანი თარგმანი გვექნება, წესისთვის, მოდისა და რაოდენობისთვის არაფერს გამოვცემთ, განსაკუთრებით კი ფანტასტიკას და საბავშვო-საყმაწვილო ხაზს მივხედავთო.

ჟანრულ პროზას ჩვენში მაინცდამაინც რომ არ ულხინს, “არ ახალია, ძველია“. ფენტეზის ცინცხალი თარგმანები არ გვაკლია; აი, სამეცნიერო ფანტასტიკისა კი რა მოგახსენოთ…. არა, Sci Fi-ს სხვებიც თარგმნიან, მაგრამ ასე, პრიორიტეტულ მიმართულებად, არავის გამოუცხადებია.

ჰოდა, ჩემო კარგებო, მოდი, დღეს “წიგნები ბათუმში”-ს უახლოეს გეგმებს გადავხედოთ. პირველი ნაბიჯი, ხომ იცით, ნახევარი საქმეა – როგორც იწყებ, ისევე აგრძელებ.

სუბიექტურობაში ნუ ჩამომართმევთ (ან ჩამომართვით, როგორც გენებოთ) მაგრამ განსაკუთრებით მიხარია, ჩვენში ძმები სტრუგაცკების თარგმნას რომ მიჰყვეს ხელი. საუკეთესო რუსი ფანტასტების ტანდემი აქამდეც გადმოუქართულებიათ, ძველი “დასახლებული კუნძულიც” შემხვედრია ბუკინისტებთან, მაგრამ სათავგადასავლო ბიბლიოთეკის ქართული კლონის რიგითი ტომი ერთია და ექსკლუზიური თარგმანი – მეორე.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

Зарубежная фантастика. Издательство «Мир». 1965-1999

პროგრესისთვის ფეხის აწყობა და ქინდლოსანთა რიგებში ჩაწერა რომ გადავწყვიტე, ცოტა არ იყოს, გული მეთანაღრებოდა – არ ვიცოდი, როგორ შევეგუებოდი სიახლეს. თუმცა, ერთი რამ წინასწარ მახარებდა – ისეთ წიგნებზე მიმიწვდებოდა ხელი, ვერც ერთ თბილისურ მაღაზიაში რომ ვერ შეხვდებოდით.

გრეისს სხვა არაფერში შეურცხვენია თავი და რაღა აქ გამიცრუებდა იმედს – დღეს, ონლაინ ბიბლიოთეკებისა და ტორენტ პორტალების წყალობით, ჩინებული ელექტრონული კოლექცია მაქვს და რა გასაკვირია, რომ ი-ბუქებში ჩემი ბავშვობის სიყვარული – სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი ჭარბობს.

ურსულა ლე გუინის, როჯერ ზელაზნის, ფილიპ დიკის და რობერტ შეკლის სრული შემოქმედება “ქინდლში” საიმედოდ დაბინავებული რომ დავიგულე, სხვადახვა დროს გამოცემულ იმ სერიებს და ტომეულებს მივადექი, ჯერ კიდევ მშობლების წიგნის თაროებიდან რომ მახსოვდა.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: