Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘უგემოვნობა’

მეგობარს ველაპარაკებოდი ამას წინათ, რაღაცებს ვარჩევდით და სიტყვას მოაყოლა, ხომ ყოფილა ასე, წიგნს რომ კითხულობ წვალებით და უწადინოდ, მაგრამ თავს ძალას ატან და არ ეშვებიო.

როგორ არ ყოფილა, ძალიან ნაცნობი ამბავია-მეთქი.

სავალდებულო საკითხავს არ ვგულისხმობ. სავალდებულო საკითხავზე ბევრი გვილაპარაკია და, როგორც ვატყობ, კიდევ ბევრს ვილაპარაკებთ. კი არ მეზარება, ერთხელაც გავიმეორებ – ჩემო კარგებო და ძვირფასებო, must read წიგნები არ არსებობს. მარტო ის, რომ ავტორი რომელიმე პანთეონში განისვენებს, სახელმძღვანელოებში და ქრესტომათიებში მოიხსენიება, სამეგობროს მოსწონს და ნეტში ფართოდ გავრცელებული “ყველასათვის საყვარელი წიგნების” ათეულების, ოცეულების და ასეულების სათავეშია, არც არაფერს არ ნიშნავს. კოლექტიური გემოვნება არ არსებობს. კოლექტიური გემოვნება უგემოვნობის მეორე, შელამაზებული სახელია, ფეხის ხმას აყოლაა და მეტი არაფერი.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

tsignebi-da-satamashoebi

ჩემი მეგობრის ამბით დავიწყებ. ისე მოგიყვებით, როგორც მიამბო.

“შევედი წიგნის მაღაზიაში, მშვენიერ ხასიათზე ვარ, თაროები ჩამოვიარე და “13 მიზეზს” და “მე, შენამდეს” დავავლე ხელი. იქვე კონსულტანტი დგას, ხომ ვერაფრით დაგეხმარებითო.  ვაჩვენე ეს წიგნები, თქვენ თუ წაიკითხეთ და თუ მოგეწონათ-მეთქი. შემომხედა მერაშუაშივარ მზერით – იცით, მე მარტო გოეთეს ვკითხულობო.”

აი, ასე. მოკლედ და გასაგებად. მარტო გოეთესო.

ყოველი შემთხვევისათვის, თავიდანვე ვიტყვი: გოეთე ძალიან მომწონს. “ფაუსტიც”, “დასავლურ-აღმოსავლური დივანიც”. თქვენ წარმოიდგინეთ, “ახალგაზრდა ვერთერის ვნებანიც” არ მეჩვენება ურიგო და, საერთოდ, კლასიკას არაფერს ვერჩი.

ისიც ცხადზე ცხადია, რომ ყველას აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, იკითხოს ის და მხოლოდ ის, რაც გაუხარდება. მართალია, ვერაფრით მოვიფიქრე, როგორ უნდა იკითხო მარტო გოეთე (ან მარტო სერვანტესი, ან მარტო ლინდგრენი, ან მარტო ბრედბერი, ან მარტო სტრუგაცკები), მაგრამ რა ჩემი საქმეა. იმ გოგომ ხომ იცის. უნდა და კითხულობს. ჰოდა, ღმერთმა შეარგოს.

(more…)

Read Full Post »

must read books image

თითქმის დარწმუნებული ვარ, ეს სულისშემძვრელი და სისხლისგამყინავი შეძახილი ერთხელ მაინც მოგისმენიათ, ერთხელ მაინც უკითხავთ თქვენთვის და თუ აცდით, მოსალოცად გქონიათ საქმე – გადასარევ წრეში ტრიალებთ.

“აუ, ეს წაკითხული როგორ არ გაქვს?!”

რაღაცნაირი კითხვაა. განცვიფრებით, შეფარული ბრალდებით, შეცოდებით სავსე, ეს როგორ მოგივიდაო. ჯერ ხომ სირცხვილით უნდა დაიწვა, მიწა გაგისკდეს და შიგ ჩაგიტანოს, მერე ბოდიში მოიხადო, უახლოეს წიგნის მაღაზიაში ან ბიბლიოთეკაში გავარდე, სასწრაფოდ მოიძიო ის წაუკითხავი საოცრება, გადააბულბულო, ვალმოხდილი დაბრუნდე, გამოვასწორე, უფროსოო, უპატაკო და მადლობაც გადაუხადო, მაღალ ლიტერატურას რომ გაზიარეს და მომავალში თავისმოჭრა, იმიჯის შელახვა და უწიგნურის სტატუსი აგაცილეს თავიდან.

Must Read წიგნებზე მოგახსენებთ, წაუკითხაობა ლამის გაუნათლებლობად რომ ითვლება. სახელდახელო სიის ჩამოწერაც შემიძლია, რომ რამე. ხანგრძლივი დაკვირვების შედეგია. მე დავიწყებ, თქვენ გააგრძელეთ.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: