Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ტრანსპორტი’

ტრანსპორტში მობილურით ხმამაღალ და გაუთავებელ ლაპარაკზე უნდა გეწუწუნოთ.

სამარშრუტოებში უფრო. ავტობუსში და მეტროში მეტი სივრცეა, მოთმინების ძაფმა თუ ვერ გაგიძლო, თავს უშველი, გაერიდები მაინც. ერთ ბეწო სამარშრუტოში რა უნდა ქნა, მართლა ხომ არ გააჩერებ და ჩახვალ. მე შენ გეტყვი, მეორე მალე გამოჩნდება ან სურათი დაგხვდება სხვა.

გულმა ცუდი ჯერ კიდევ მაშინ მიგრძნო, მობილურმა ოპერატორებმა უსასრულო ტარიფები რომ მოამრავლეს, მაგრამ რაღაც იაფდებოდა ამ ძაღლუმადურ  ყოფაში და ხმას როგორ ამოვიღებდი.

ჰოდა, გაიხარე, მუშავ, წამებულო, კვირაში 4-5 მხიარული, შინაარსიანი და ინფორმატიული მგზავრობა გამოწერილი მაქვს. ზოგჯერ მეტიც.

ზიხარ საღამოს სამარშრუტოში, ერთი სული გაქვს, შინამდე მიაღწიო. ცალკე ზლაზნია საცობი გკლავს, ცალკე – მთელი დღის დაღლილობა, ცალკე – მეორე დღისთვის კუდად მოტოვებული საქმეები… მგზავრობ ასე ბედნიერად და, პარალელურად, ვიღაცების არხეინ საუბრებს უსმენ.

არა, დარწმუნებული ვარ, (მათთვის) ძალიან მნიშვნელოვან ამბებს განიხილავენ, მაგრამ მე რა დავაშავე?!

(more…)

Advertisements

Read Full Post »

ჩვენი ამბავი ხომ იცით, ტრადიციები გვიყვარს.

არ აქვს მნიშვნელობა, ღირებულია თუ აზრს მოკლებული, ნამდვილი თუ გამოგონილი, ძველი და დროით გამოცდილი თუ ახალი, კაცმა არ იცის, როგორ დამკვიდრებული.

“შენი გადახდილიაც” ახალია, აგერ, ჩვენს თვალწინ ფესვგამდგარი. ზუსტი თარიღის დადგენა არ მიცდია, მაგრამ არ მგონია, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაცნობისთვის მგზავრობის საფასურის გადახდა ფარნავაზიდან მოგვდგამდეს და ქართლის ცხოვრებაში იხსენიებოდეს.

დაპატიჟებაში თავისთავად ცუდი არაფერია, ადამიანის პატივისცემის ფრიად უწყინარი ხერხია, სანამ უბრალოდ სასიამოვნო ჟესტიდან დაუწერელ კანონად არ იქცევა და ვალდებულებად არ ჩამოგეკიდება კისერზე.

დაუწერელ კანონებს მზიურ წილხვედრში დაწერილზე მეტი ძალა რომ აქვს, ცნობილი ამბავია. სხვისი Oblico Morale-ს კონტროლზე ალესილი საზოგადოებაც დაუწერელი წესების შესრულებას ასკეც გაფაფიცებით აკვირდება. ესეც ერთგვარი ტრადიციაა. აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს…

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: