Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სტარკი’

a song of ice and fire wallpaper

ლიზა არენს ქარაფიდან
ხელი ჰკრეს და გადაფრინდა.

ხალხური

“სატახტოთა თამაშებზე” პირველი პოსტი რვა თვის წინ დავწერე და დავიქადნე, ამ ფანტასტიკურ საგას კიდევ ერთხელ მივუბრუნდები-მეთქი. ნეტავ რაზე ვფიქრობდი?! “კიდევ ერთხელ” კი არა, სათქმელი იმდენია, თავმოყვარე ბლოგსაც ააწყობდა კაცი.

ჯერ მარტო გვარებს რომ ჩამოვყვე, მერე – საყვარელ პერსონაჟებს, მერე – იმათ, მხოლოდ ავტორის ხათრით რომ ვიტან…

ჰო, ავტორზე გამახსენდა – ისე როგორ დავხურავ ბლოგს, ერთი წერილი არ მივწერო და ამდენი ხნის ნაგროვები საყვედური ცხვირ-პირში არ მივახალო! მადლობებთან ერთად, ცხადია. რა უბედურებაა ამდენი ზოზინი, ვინ მუშაობს ასე, ბატონო მარტინ?! ხალხი კონვეიერივით უშვებს წიგნებს, თქვენ რა დაგემართათ?!

მოკლედ, სამომავლო გეგმები გვერდზე გადავდოთ, ახლა კი უნდა გეწუწუნოთ და ვინც მხარი არ ამიბას, ის იყოს უოლდერ ფრეი.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

სამი გოჭი

რამდენიმე დღის წინ, “ფეისბუქზე” კედელ-კედელ ხეტიალისას მეგობრის ფრიად საინტერესო პოსტს გადავაწყდი – ლანისტერების დასახმარებლად ლომ-პერსონაჟთა არმია შეეკრიბა, წიგნებიდან, მულტფილმებიდან, მითოლოგიიდან და ვინ მოთვლის, კიდევ საიდან … ასლანიო, სიმბაო, სპარტელი ლეონიდასიო… არც ნემეის ლომი გამორჩენია, არც სფინქსი და გრიფონი. ერთი სიტყვით, ისეთი მრისხანე ლეგიონი იყო, თვალის გადავლებაც კი შეგაშინებდა…

ჩემი გულწრფელი და მეგობრული რჩევა – მგლებთან საბრძოლველად სხვა მოკავშირეებიც მოეძებნა და ლომების ლაშქრისთვის სამი გოჭიც მიემატებინა, აღშფოთებით უარყვეს. სამაგიეროდ, მე ვითვალე, ვითვალე და აღმოვაჩინე, რომ ამ საწყალ სტარკებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი თუ ექნებათ – ზღაპრებსა და მულტფილმებში მათ მადლიერს, სანთლით რომ ეძებო, ვერ იპოვი.

თავად განსაჯეთ – იმ კაცით დაწყებული, სამმა ტუჩმოკლე და კუდაგრძელმა ყაჩაღმა ჭალაში უდარდელად მობალახე ლურჯა ცხენი რომ აწაპნა თვალსა და ხელს შუა, ყველაზე მოკლე მულტფილმის ყველაზე შეუმჩნეველი პერსონაჟით დამთავრებული, დიდი თუ პატარა მგელს ემტერება და, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, არც შურისძიებაზე იტყვიან უარს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ კვლევა-ძიებაში მგლებზე განაწყენებულთა ისეთ კოჰორტას მოვუყარე თავი, უამისოდაც შეჭირვებულ სტარკებს რომ ენახათ, თავზარი დაეცემოდათ.

(more…)

Read Full Post »

Game Of Thrones Kingdoms

მგონი, პირველად ხდება – ისეთ წიგნზე გიყვებით, კითხვა რომ დავიწყე და ჯერ არ დამიმთავრებია.

სულსწრაფი არასოდეს ვყოფილვარ, მოთმინების უნარი საკმაოდ კარგი მაქვს, მაგრამ ამ პოსტს სამერმისოდ ვერ გადავდებ.

გასაზიარებელი ემოცია უკვე იმდენი დამიგროვდა, ბარე ორი, პატიოსნად გადაბულბულებული რომანი ვერ დამიტოვებდა.

ეგეც არ იყოს, თაკოსთვის მადლობის გადახდა მეჩქარება – ისე აქო და ადიდა ჯორჯ მარტინის საკულტო ქმნილება, ინტერესმა ამიტანა და ორიოდე კვირის წინ “ქინდლში” ვუკარი თავი – საამისო განწყობა რომ მექნება, თვალს გადავავლებ-მეთქი.

ჰოდა, ერთ მშვენიერ დღესაც გადავფურცლე… გადავფურცლე და მას მერე ყინულსა და ცეცხლს შუა ვარ მოქცეული.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: