Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სიყვარული’

რომენ გარი. "ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება". გამომცემლობა "დიოგენე". თბილისი, 2014ამ ავტორზე ერთხელ უკვე დავწერე.

წიგნი, რომელზეც გიამბობდით, იმდენადვე დამთრგუნველი იყო, რამდენადაც კარგი – საკმაო ხანს გამყვა სიმძიმის შეგრძნება და მაშინ ვიფიქრე, რომენ გარი ის მწერალია, რომელიც აღგაფრთოვანებს, მაგრამ საყვარელი ავტორების რიცხვში მოხვედრა – ყოველ შემთხვევაში, ჩემთან – ცოტა გაუჭირდება-მეთქი.

მგონი, მაშინ ბევრი არაფერი მითქვამს თავად მწერლის შესახებ – გაკვრით ვახსენე, ებრაული წარმოშობის ფრანგი ლიტერატორია და გონკურების პრემიის ორჯერ მოპოვება მისტიფიკაციის წყალობით მოახერხა-მეთქი – ბუნებაში არარსებული ემილ აჟარი ძმისშვილად გაასაღა და უცნობ დებიუტანტად წარუდგინა საზოგადოებას.

საფრანგეთის გენერალური კონსული და საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი რომ იყო, ამაზე, მგონი, სულ არ ამომიღია ხმა.

მოკლედ, ყველაფერს ასწრებდა ეს კაცი; ისეთი მჩქეფარე ცხოვრებით ცხოვრობდა, ბევრი რომ ინატრებს. ბავშვობა კი გაატარა გაჭირვებასა და ხეტიალში, მაგრამ მოწიფულობისას ნამდვილად არ დაჰკლებია პატივი, და მაინც…

ასეთი სასოწარკვეთილი შემოქმედება სხვისი არ მეგულება და მომკალით.

(more…)

Read Full Post »

Gustav Klimt. The kiss

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა…

ოდესღაც ერთი მხატვარი ცხოვრობდა. ოღონდ ის არა, სახლ-კარი რომ გაყიდა და აქტრისა მარგარიტას მილიონი ვარდი გაუფინა ფეხქვეშ.

ეს სხვა მხატვარი იყო – სახელად გუსტავ კლიმტი ერქვა და ავსტრიელი ბრძანდებოდა, ვენელი.

ქალები უყვარდა ძალიან. ახლა მექალთანე არ გეგონოთ – უბრალოდ, მის ფერწერაში ისინი ბატონობდნენ – საიდუმლოებით მოცული, სინაზით აღსავსე ქალები. ეს კაცი სხვანაირად ხედავდა მათ შინაგან სამყაროს და სხვანაირადაც ხატავდა. მერე რა, რომ საზოგადოება ამას გამოწვევად უთვლიდა და სახეში ნასროლი ხელთათმანივით რეაგირებდა ხანდახან – კლიმტი მაინც წერდა, ვნებისა და სურვილის საბურველში ახვევდა თავის მოდელებს და ულამაზეს პორტრეტებს ქმნიდა. ფალოსური სიმბოლოები კი, რომელსაც ის ასე ხშირად იყენებდა, სხვა არაფერი იყო, თუ არა სიცოცხლის მარადიულობაზე მინიშნება.

მორალის დამცველები ბორგავდნენ და შფოთავდნენ, კლიმტი კი ქმნიდა – ძაღლი ყეფდა, ქარავანი მაინც მიდიოდა… წინააღმდეგობა მხატვრის მეამბოხე სულში მხოლოდ აღვივებდა ნაპერწკალს.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: