Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სექსი’

welcome to reality

მე, მოლი ლანისტერ ბლუმი, ღვთის, ერის და სრულიად ქართული ბლოგოსფეროს წინაშე ვაცხადებ, რომ:

არ ვკითხულობ ე.წ. საბავშვო წიგნებს;

სიგარეტის მოწევა უზნეობაა;

ძილი – დროის ფუჭად ფლანგვა;

შავი ჩემი საყვარელი ფერია;

Sci Fi & Fantasy არასერიოზული, მდარე და უპერსპექტივო ჟანრია;

“ქინდლი” ეშმაკის მანქანაა;

თამარ ივერი ჩემი ფავორიტი მომღერალია;

(more…)

Advertisements

Read Full Post »

Martine Franck. November 1998. French writer Michel Houellebecq at his home. MAGNUM/Martine Franck

ჩემი საყვარელი მწერალია-მეთქი, რომ გითხრათ, მთლად გულწრფელი ვერ ვიქნები.

ყველა წიგნს ნამდვილად დიდი ინტერესით ვკითხულობ, ოღონდ, თაროზე რომ შემოვდებ, გადაკითხვის სურვილი იშვიათად მიჩნდება ხოლმე.

ცხადია, ამით არც მესიე მიშელს აკლდება რამე და, იმედია, არც მე.

პირველად “პლატფორმა” ჩამივარდა ხელთ და, ცოდვა გამხელილი ჯობს, ირმა ტაველიძის და ახალი სერიის ეშხით უფრო წავიკითხე.  გეხსომებათ – ის სერიაა, “თანამედროვე მსოფლიო კლასიკა“, უელბეკს “მე წითელი მქვია”, “ბუზთა ბატონი”, “ულისე” და “სენიორ პრეზიდენტი” რომ მოაყოლეს.

“ბრძოლის ველის განვრცობამ” იმედი გამიცრუა – გემრიელად კი დაიწყო, მაგრამ….  დასასრულისგან, აშკარად, მეტს ველოდი.

“ელემენტარული ნაწილაკები” რუსულად დავაგემოვნე, “ქინდლში”. მშვენიერი თარგმანი გამოდგა, სხვათა შორის.

“სანტაში” მორიგი ვიზიტის დროს კი ახლად გადმოქართულებულ რომანს გადავაწყდი.

(more…)

Read Full Post »

Tropic of Cancer 1961 Grove Press edition

ამბობენ, ამ კაცს დიალოგები არ უყვარსო.

არ უყვარს რა… არ სჭირდება უბრალოდ. მუდმივად მონოლოგის რეჟიმშია ჩართული და ყველაფერი მშვენივრად გამოსდის. თანამოსაუბრეების გარეშეც ახერხებს, საზოგადოებას სიძულვილი და ფურთხი ხელთათმანივით ესროლოს სახეში.

ან რა დიალოგი უნდა ვესტიბიულში განცდილ ორგაზმს, მკბენარის წყალობით დამეგობრებულ ბორისს და ელზას, რომელიც “ყველას ფეხებზე ჰკიდია, მხოლოდ ხმარობენ”… კლოდს, რომელსაც მეძავისთვის დამღუპველი თვისებები ჰქონია – “გულიც, ნამუსიც და პეწიც”… ახლა ნანანთათი? აი, ის ინდუსი, ცირკ “მედრანოს” ადამიან-გველს რომ ჰგავს. მერე ვან ნორდენი, “ცხოვრებაში მხოლოდ კითხვა, ოცნება და წერაობა” რომ აინტერესებს…

სახეების ამ კალეიდოსკოპს მუდმივი შიმშილი, ხეტიალი, თავშესაფრის განუწყვეტელი ძიება ახლავს თან. ჰო, კიდევ ქალები, უამრავი ერთჯერადი ქალი და ბევრზე ბევრი სექსი. ამ ყველაფერს ავტორი ისე ოსტატურად გვიამბობს, ისეთი ლაღი თხრობის მანერა აქვს, რომ აქა–იქ მიმობნეული ძუნწი დიალოგები სულ არ გვეჩვენება ცოტა.

არავინ თქვას, ჰენრი მილერის “კირჩხიბის ტროპიკი” მომეწონაო, მაინც არ დავუჯერებ. აი, თუ მეტყვის, დავიწყე და ვეღარ მოვწყდიო, ეჭვიც არ შემეპარება და, ჩემი მხრიდან, იმასაც დავამატებ, რომ ეს წიგნი, ერთხელ მაინც, ყველამ უნდა წაიკითხოს.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: