Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘საქართველოს ისტორია’

krtsanisis brdzola

არ ვიცი, იქნებ, ვინმემ შეამჩნია კიდეც, რომ ჩემი ბლოგი, კარგა ხანია, არსებობს. თუმცა, რამდენიმე წინადადების მეტი არაფერი დამიწერია და, სიმართლე გითხრათ, არც ვაპირებდი, ქართული ბლოგოსფერო ჩემი შედევრებით შემეწუხებინა, მაგრამ მოლი რომ შემოგიჩნდება კაცს… მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მაცდუნა ეს პატიოსანი ქალი ჩვენმა მასპინძელმა და დამითანხმა ჯეოპარდის ტურის მომზადებაზე. თემად, არც მეტი, არც ნაკლები, ის ისტორიული ბრძოლები შევარჩიე, ჩვენს ქვეყანას რომ გადახდენია თავს. მგონი, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა განსაკუთრებულ სირთულესთან არ უნდა იყოს დაკავშირებული და მაინცდამაინც მოსაწყენიც არ მეჩვენება, ორიგინალობასა და განსაკუთრებულობაზე პრეტენზია კი, ნამდვილი მერი პოპინსისგან განსხვავებით, არც არასოდეს მქონია :)

Good luck!

(more…)

Read Full Post »

დადიანების საგვარეულო გერბი

იმედია, მოლი ბლუმის სტუმრებს მცირეოდენი ისტორიული ექსკურსის საწინააღმდეგო არაფერი ექნებათ – კარგა ხანია, მშობლიური მატიანისათვის არ გადაგვივლია თვალი და, ვგონებ, ურიგო არ იქნება, თუ ნაცნობ ან მივიწყებულ ფაქტებს ერთად გავიხსენებთ.  მაშ, ასე,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

დღეს ოთხშაბათია და მოლი ბლუმის ბლოგზე, ტრადიციულად, ინტელექტუალური პაექრობის მოყვარულები მოიყრიან თავს. თემის შერჩევისას რამდენიმე ვარიანტი განვიხილე და ვიფიქრე, ისტორიის ცოდნაში ძალების მოსინჯვა ურიგო არ უნდა იყოს-მეთქი. მერე ისიც გამახსენდა,  რომ “ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს”, ამიტომ კითხვების შერჩევა საქართველოს ისტორიიდან ვამჯობინე.

პაკეტი სირთულით ნამდვილად არ გამოირჩევა და მივიწყებულ ფაქტებსაც გაგვახსენებს ჩვენი წარსულიდან. იმედია, ჩემი დღევანდელი სტუმრები იმედგაცრუებულნი არ დარჩებიან.  აქვე იმასაც გეტყვით, რომ პასუხებთან ერთად, თქვენს შეფასებას და მოსაზრებებსაც ველოდები, რათა მომავალში გავითვალისწინო და უკეთესი კითხვები შემოგთავაზოთ. ეს მხოლოდ საპილოტო ვერსიაა და სხვა დროს მარტო საქართველოს ისტორიით არ შემოვიფარგლებით. ახლა კი, ჩემო ძვირფასებო,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: