Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სატელევიზიო კინოდარბაზი ცისკარა’

ახალი წელი, ხომ იცით, როგორი ამბავია, წელიწადი მთავრდება, მთელი სამასსამოცდახუთი დღე. ზიხარ, ელოდები, ემზადები, რაღაცებს იხსენებ. კარგსაც და ცუდსაც. კარგი ყველაზე უიღბლო წელშიც გამოერევა, გამორიცხულია, არ გამოერიოს. ის კარგი გახსენდება, გეღიმება და იმედი გაქვს, რომ ცუდს ძველი წელი წაიღებს.

კიდევ ახალ წლებს იხსენებ. აიმ ჯადოსნურ ღამეებს. ვისაც რამდენი ჰქონია. ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები. ასაკს გააჩნია. მე ოცდაათზე მეტი დამიგროვდა. რაღაცები კარგად მახსოვს. რაღაცები – არც ისე.

პატარაობაში ახალი წელი ჩემთვის  ზამთრის არდადეგები იყო, “ცისკარა” დილის თერთმეტ საათზე და ნაძვის ხის ზეიმები. მოსაწვევები მოჰქონდა დედ-მამას და იმ ზეიმებზე დავიარებოდი დიდი მონდომებით. ახალი წლის ღამე – ნაკლებად. მთლად ცხრაზე არ გვაძინებდნენ, მაგრამ არც ღამისთევა გამოდიოდა. ვუყურებდით რაღაცებს, რაც ტელევიზორში საბავშვოდ მიიჩნეოდა, დავიძინებდით, ვიღვიძებდით პირველ იანვარს, ტკბილეული, საჩუქრები, სტუმრები, ზეიმები, მულტფილმები და ასე გრძელდებოდა თოთხმეტამდე.

ახალი წლის ღამეები მერე და მერე უფრო მახსოვს. დიდობაში.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

otar sephiashvili

ახლა, ალბათ, ბევრი არ დაიჯერებს, მაგრამ ჩვენს დროს კინოს დღე არსებობდა.

ფილმებს სხვა დღეებშიც ვუყურებდით – ხან რუსული არხი გამოიმეტებდა რამეს, ხან კინოში წავიდოდით, არდადეგები ხომ ლამის მხოლოდ “ცისკარას” ხათრით მიხაროდა… დილის ძილიც კი არ მენანებოდა – თერთმეტ საათზე პირდაბანილი და გამოწკეპილი ვიჯექი ეკრანთან (სად იყო მაშინ საძინებელში ტელევიზორის ფუფუნება).

კინოს დღედ მაინც შაბათი მიიჩნეოდა.

“ილუზიონის” დღე.

მოვილევდი სკოლას (ვსწავლობდით მაშინ შაბათობით), ჭადრაკს და ასე, რვის მერე იწყებოდა ნანატრი უსაქმურობა.

“ილუზიონს” ველოდით მთელი ოჯახი.

ალბათ ისე მოვკვდები, არასოდეს დამავიწყდება მუსიკალური ქუდი,  “Le Tonnerre De Dieu”-ს აწ უკვე ლეგენდარული საუნდტრეკი. თუმცა მე უფრო ძველი დასაწყისიც მახსოვს, სტატიკური კადრით და გულბრყვილო, სასაცილო მუსიკით.

არც ის თმაჭაღარა კაცი დამავიწყდება, განუმეორებელი, საყვარელზე საყვარელი დიქციით კინოზე რომ ჰყვებოდა.

ოთარ სეფიაშვილი – “კაცი-ილუზიონი”.

(more…)

Read Full Post »

კითხვაზე, ბავშვობიდან ყველაზე სასიამოვნოდ რა გაგონდებაო, მეც და, დარწმუნებული ვარ, ჩემი სტუმრების უმრავლესობასაც, ერთი პასუხი გვექნება – რა თქმა უნდა, არდადეგები!

ზარმაცი მოსწავლე არასოდეს ვყოფილვარ, არც სკოლა გვტვირთავდა დიდად და გართობას სადაგ დღეებშიც მშვენივრად ვახერხებდი, მაგრამ არდადეგებს სულ სხვა ეშხი ჰქონდა. ზამთარში თოვლი, ნაძვის ხე და საახალწლო სასუსნავებით დახუნძლული სუფრა მახარებდა, ზაფხულში – ხანგრძლივი და დამსახურებული უსაქმურობა, სურამში ან ბეშუმში დასვენება და, რა თქმა უნდა, სატელევიზიო კინოდარბაზი “ცისკარა” – არდადეგებთან ერთად რომ იწყებოდა და მეტ-ნაკლებად ცნობილ საბჭოთა კინოპროდუქციასთან ერთად, გერმანული, პოლონური, ჩეხური, უნგრული საბავშვო ფილმებითაც გვანებივრებდა.

ამ ყველაფერს იმიტომ ვიხსენებ, რომ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე – პირველ აგვისტოს ბავშვობისდროინდელი მოუთმენლობით ველოდებოდი. თურმე, ბლოგერული არდადეგებიც არანაკლებ სასიამოვნო ყოფილა.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: