Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სალმან რუშდი’

თბილისის წიგნის ფესტივალი – ის, რაც არ უნდა გამოგვრჩეს

pragis sasaflao cover

ასეთ პოსტებს, დამეთანხმებით, გემრიელი შესავალი უხდება, მაგრამ დღეს იმდენი მაქვს საწერი (თქვენ კი – წასაკითხი), რომ სიტყვაკაზმულობით თავს არ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ. ხელების ფშვნეტის და პირის ჩატკბარუნების დრო არ არის.

* * *

თბილისის წიგნის მეთექვსმეტე საერთაშორისო ფესტივალი რომ დაიწყო და ოთხი დღე გაგრძელდება, ცხადია, გეცოდინებათ. ამ ოთხი დღიდან ორი რომ სადაგია, ესეც. ასე რომ, ოფისებში გამოკეტილი ბიბლიოფილები კინკილა შაბათ-კვირის იმედად დავრჩით, რაც “ექსპო-ჯორჯიას” წიგნებით დახუნძლული მეთერთმეტე პავილიონის მოსარბენად კატასტროფულად ცოტაა. ჰოდა, ამ თითქმის შეუსრულებელი მისიის შესასრულებლად საგულდაგულოდ გაწერილი საფესტივალო გეგმაა საჭირო – რა გვინდა და სად ვეძებოთ. თორემ ერთიც იქნება, ნიუსებში მოხვდები – აჩვენებენ, როგორ დარბის ზურგჩანთააკიდებული ბლოგერი სტენდებს შორის და როგორ ჩურთავს წიგნებს ზედ დაუხედავად.

ერთი თვეა, გამომცემლობების წინასაფესტივალო მზადებას ვადევნებ თვალს და, მინდა გითხრათ, ასეთი მრავალფეროვნება არც შარშან ყოფილა და არც შარშანწინ. იმდენი სიახლეა, მარტო ჩამოთვლა დაგღლის. ჰოდა, ბარემ მეც შევიმსუბუქებ საფესტივალო ტვირთს და თქვენც გამოგადგებით – იმ წიგნებზე მოგიყვებით, რომელთა გამოტოვებაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, არ ღირს.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

"არილი". 2013 წლის აგვისტო და სექტემბერიძველი ამბით დავიწყებ.

2001 წელი იყო თუ 2002, ზუსტად არ მახსოვს. პარლამენტში ვმუშაობდი. საქმე ცოტა მქონდა, თავისუფალი დრო – ბევრი. ჰოდა, მოცალეობის ჟამს იქაურ ბიბლიოთეკაში დავდიოდი. იყო ამაში რაღაცა ეკოს ლაბირინთისეული – ოთხი სართულით ქვემოთ უნდა ჩასულიყავი, ხიდი გადაგევლო და ორი ლიფტი გამოგეცვალა; სამაგიეროდ, იჯექი შენთვის წყნარად და არავინ გიშლიდა ხელს.

უბედურება ის იყო, სტანდარტული, “საპარლამენტო“ წიგნები ჰქონდათ იქ – სქელ-სქელები და მოსაწყენები… კიდევ – რამდენიმე სულელური, ფერადი ჟურნალი და “არილი”. ორად ორი ნომერი.

არადა, ის დროა, ლიტერატურული პერიოდიკა კი არა, ხეირიანი გამოცემაც სანთლით არის საძებარი და საკითხავს საჯარო ბიბლიოთეკის საცავებიდან ვეზიდები. და უცებ – “არილი”. ახალი თარგმანები, ახალი ავტორები, უჩვეულოდ გემოვნებიანი გარეკანი. დავინტერესდებოდი, აბა, რა იქნებოდა.

ერთხელ ჩავედი იმ “არილის” ხათრით, მეორედ ჩავედი და მესამედ ბიბლიოთეკარს ვთხოვე, ამათ ზევით წავიღებ-მეთქი. კი, ბატონოო, – მაინცდამაინც არ გაუპროტესტებია.

(more…)

Read Full Post »

”ჩვენ ვართ ღმერთიდან და ღმერთს უნდა დავუბრუნდეთ”

მე მინდა, შევატყობინო  მსოფლიოს ყველა მამაც მუსლიმს, რომ ”სატანური ლექსები”, მისი ავტორი, გამომცემელი, ყოველი მათგანი არის ისლამის მტერი, წინასწარმეტყველის მტერი, ყურანის მტერი. ყველა ის ადამიანი, რომელიც შეგნებულად იღებდა მონაწილეობას მის შექმნაში, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.

მე მოვუწოდებ ყველა გულად მუსლიმს, სადაც არ უნდა იყვნენ, რომ მოკლან ისინი დაფიქრების გარეშე, რათა  ამიერიდან აღარავინ გაბედოს მუსლიმების წმინდა რწმენის შეურაცხყოფა.

ყველა, რომელიც ამ წმინდა საქმისთვის მოკვდება, მარტვილია, ღმერთის რჩეულია.

ასევე, თუ ვინმე ახლოსაა სალმან რუშდისთან, მაგრამ არ ძალუძს მისი მოკვლა, ვალდებულია, შეატყობინოს ხალხს, რათა რუშდი დაისაჯოს საკუთარი ქმედებებისთვის.

ზუსტად 22 წლის წინ, 1989 წლის 14 თებერვალს ირანის სულიერმა ლიდერმა ალ-მოსავი ალ-ჰომეინიმ ინდური წარმოშობის ბრიტანელ მწერალს სალმან რუშდის  სიკვდილი მიუსაჯა. ფატვა “სატანური ლექსების” თარგმნა-გავრცელებაში მონაწილე  ყველა პირს ეხება.  რომანი, საკუთრივ ირანის გარდა, მსოფლიოს 14 სახელმწიფოში ოფიციალურად აკრძალულია.  საბედნიეროდ, განაჩენი დღემდე არ აღსრულებულა. ჩანს, სამყარო ჯერ ისევ მოაზროვნე ადამიანებით არის დასახლებული.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: