Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე’

მოლი ბლუმის ბლოგის მუდმივი მკითხველი, რასაკვირველია, შეამჩნევდა, რომ თბილისის წიგნის მე-13 საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით უკვე გავესაუბრეთ ორ კომპეტენტურ ადამიანს – წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ნინო გოგინაშვილს და ქართული ფენტეზის ჟანრის ამაღორძინებელ მწერალს – ნატო დავითაშვილს. მათი ნააზრევის პოსტის სახით შეთავაზებამ ვიზიტორების ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, ამიტომ კიდევ ერთი იდეა მომივიდა თავში და გადავწყვიტე, ინტერვიუერის როლში ამჯერად მკითხველის პოზიციიდან მოსაუბრე ადამიანი წარმომედგინა თქვენთვის. არჩევანი პოპულარული და ხელოვნებაზე ორიენტირებული ბლოგის “ხელოვნების მახეს” ავტორზე – როდეზე შევაჩერე. დარწმუნებული ვარ, მისი შეხედულებები დაგაინტერესებთ და არც საკუთარი აზრის გამოთქმას დაგვზარდებით.

როდე, შენი ბლოგის სახელიც რომ არ  იცოდეს, მკითხველს თვალის ერთი გადავლებაც ეყოფა იმის აღმოსაჩენად, რომბლოგოსფეროს თეთრ  ყვავთა”  საზოგადოებას მიეკუთვნებიხელოვნებაზე წერ

დიახ, ეს ცოტა  სარისკო და „სასაცილოცაა“, როდესაც ბლოგის ფუნქცია უფრო მეტად ადამიანის პირადის გაშუქებით  შემოიფარგლება და მკითხველების უმეტესობაც მსგავსი ტიპის ბლოგებს ჰყავთ. უნდა გამოვტყდე, რომ თავიდან მეც ასეთი ტიპის ბლოგინგს ვაწარმოებდი, მაგრამ ჩემი ინტერესის სფერო მაინც ხელოვნება იყო. გამუდმებით ვცდილობ, მოვძებნო გადმოცემის ახლებური ფორმები, რათა უკეთ დავამყარო კონტაქტი მკითხველთან. დასაწყისში საკმაოდ მშრალი ტექსტები მქონდა და ვატყობდი, რომ დაინტერესებაც ნაკლები იყო. ნელ–ნელა შემოვიტანე საკუთარი პირადის ელემენტებიც. შეზავებულმა ექსპერიმენტმა გაამართლა.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

ჩვენი ბავშვობის წიგნები

რვა წლის ვიყავი, დედამ ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრების  მომცრო, წითელყდიანი ტომი რომ მაჩუქა. იმ დროს ზღაპარი ჩემთვის ჯადოსნური პერსონაჟებით დასახლებული, საოცარი, მაგრამ მაინც რაციონალური  სამყარო იყო  – მთავარი გმირი, უამრავი  ფათერაკის მიუხედავად, გამარჯვებული რჩებოდა, ავი ძალები კი მარცხდებოდნენ. რა გასაკვირია, რომ ანდერსენის მინორული, “არაზღაპრულად” სევდიანი სიუჟეტები თავიდან მეუცხოვა კიდეც.

ხვალ  დანიელ მეზღაპრეს დაბადებიდან 206 წელი უსრულდება, თუმცა ლიტერატურული სამყარო, 1967 წლიდან, 2 აპრილს კიდევ ერთ იუბილეს აღნიშნავს. ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია კალის მედგარ ჯარისკაცს,  ქალთევზას, კაის და გერდას,  გულუბრყვილო მეფეს, უგვან იხვის ჭუკს, შეყვარებულ პრინცს და ნაზ პრინცესას, დამეთანხმება, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღისათვის უკეთესი თარიღის შერჩევა მართლა ძნელია.

მოლი ბლუმის ბლოგზე, ძირითადად, ლიტერატურაზე ვსაუბრობთ. მეტიც – დიდი იმედი მაქვს, რომ მკითხველის სიმპათიას და კეთილგანწყობას სწორედ ამის წყალობით ვიმსახურებ, რადგან ამ ბლოგის სტუმრების აბსოლუტური უმრავლესობა ისეთივე ბიბლიოფილია, როგორიც თავად გახლავართ. ბუ­ნებ­რივია, ამ  ორმაგ თარიღს გვერდს ვერაფრით  ავუვლიდი. ამიტომ მინდა, პატარა ექსკურსია შემოგ­თავაზოთ ზოგისთვის ახლო, ზოგისათვის კი უკვე შორეულ წარსულში და ჩვენი ბავშვობის წიგნები გავიხსენოთ.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: