Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘რძის კოქტეილი’

Cocktail Party. Jokulo Cooper

მართალია, მოლის ვერანდაზე მხიარული თავყრილობა საგანგებო მიზეზების გარეშეც საკმაოდ ხშირია, მაგრამ, დამეთანხმეთ, საიუბილეო თარიღების აღნიშვნას ამ მყუდრო, მწვანეში ჩაფლულ ტერასაზე მაინც სხვა ეშხი აქვს.

ალბათ, გემახსოვრებათ, რა ჟრიამულით და შუშხუნა შამპანურის ბათქა-ბუთქით ავღნიშნეთ მეასე პოსტი… არც ის აურზაური დაგავიწყდებოდათ, ბლოგის პირველი დაბადების დღე რომ ვიზეიმეთ და ვისკის ნამდვილი ფესტივალი გავმართეთ. ჰოდა, იმ ძველი და ყველასთვის საყვარელი ფილმისა არ იყოს, ახლა უკვე ტრადიციად გვექცა, განსაკუთრებული მოვლენების აბანოში… უჰ, უკაცრავად, ვერანდაზე აღნიშვნა ხარისხიანი ალკოჰოლის თანხლებით.

ამაღამ მოლი ბლუმი მეორასე პოსტს აქვეყნებს და, ვფიქრობ, აუცილებელიც კია, მცირე კოქტეილ-ფართი მოვაწყო და სტუმრებს ცივზე ცივი, უგემრიელესი სასმელით გავუმასპინძლდე.

(more…)

Read Full Post »

Batumi

სანტიმენტალური არასოდეს ვყოფილვარ, არც პროფესია მაქვს ისეთი, გულჩვილობა უხდებოდეს, მაგრამ ამ ბოლო დროს ერთი უცნაური რამ შევნიშნე – საკმარისია სადმე ძველ ფილმს, სიმღერას ან წიგნს გადავაწყდე, სრულიად განსხვავებული, განსაკუთრებული შეგრძნება მიჩნდება  – თითქოს ბავშვობაში ვბრუნდებოდე…

და რა გასაკვირია, რომ გულგრილად ვერ ვიხსენებ იმ ქალაქს, სადაც დავიბადე და რომელიც ჩემთვის დედამიწის ზურგზე ყველაზე საყვარელი და  თბილი ადგილია. სადაც ტალღა სულ სხვანაირად ასკდება ნაპირს, სხვანაირი ნიჟარები ყრია და უამინდობისას სხვანაირი ღრუბელი წვება ცაზე… უკეთესი ან უარესი კი არა, უბრალოდ, სხვანაირი…

იქაურობა ყოველ ჩასვლაზე სულ უფრო გალამაზებული მხვდება. ძალიანაც მომწონს, განა არა…  თუმცა, მე მაინც ის ძველი და უპრეტენზიო ქალაქი მახსოვს და მიყვარს, ოცდაერთი წლის წინ, “ბათუმი-თბილისის” მატარებელის კუპეში, ფანჯარაზე ცხვირმიჭყლეტილმა რომ დავტოვე.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: