Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘რომი’

“ო, უკვდავო ღმერთებო, რა ბინძურ დროში მარგუნეთ ცხოვრება!“

აბა, გამოიცანით, ვინ არის ამ სასოწარკვეთილი შეძახილის ავტორი?! ვერაფერსაც ვერ გამოიცნობთ, ამიტომ თავად გეტყვით – ნერონი გახლავთ. დიახ, დიახ, სწორედ ის ნერონი – იმპერატორი, მსახიობი, დესპოტი და მკვლელი, იმპერიის დედაქალაქიც რომ არ დაინანა ცეცხლისთვის.

და ის ამ სიტყვებს ჯემალ ქარჩხაძის “იუპიტერის სინანულში“ ამბობს, ერთ პატარა წიგნში, სადაც ადამიანის სულის ბნელ ლაბირინთში დაგვატარებს და თხრობის ლაღი, წყაროსავით მორაკრაკე მანერის წყალობით ამ წყვდიადში ხეტიალს გვიადვილებს.

არადა, ციცქნა რომანია, ერთი შეხედვით, გზაში საკითხავი რომ გეგონება. აიწევა ფარდა და… ღმერთების ქოროსთან ერთად სცენაზე იუპიტერია – ეჭვებით შეწუხებული და ჩაფიქრებული – ვაითუ სამყაროს შექმნა შეცდომა იყო.

(more…)

Read Full Post »

ჩემი მკითხველების აბსოლუტური უმრავლესობა დახვეწილი ლიტერატურული გემოვნების პატრონი რომ ბრძანდება, ამაში ეჭვი არასოდეს შემპარვია. დღევანდელი ჯეოპარდის საშუალებით კი შევეცდები, გავარკვიო, რა დამოკიდებულება აქვთ ალკოჰოლთან ბიბლიოგურმანებს და რომელ სასმელებს უფრო უკეთ იცნობენ ისინი. მას ასე, გეთაყვა,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

“მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ” – ამ კლასიკურ ფორმულას უამრავი ვარიაცია გააჩნია, მე კი ახალ, მოლი ბლუმისეულ ვერსიას შემოგთავაზებთ და ვიტყვი, რომ ადამიანს ყველაზე უკეთ მისი კოლექციები ახასიათებს.

ბავშვობაში შემგროვებლობისადმი არანაირ ინტერესს არ ვიჩენდი და ოცდაათ წელს ისე მივუკაკუნე, მონეტების, მარკების, ასანთის კოლოფების ან ღია ბარათების კოლექციაზე არც მიფიქრია. ალბათ, ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა ჩემი მეგობარი, რომელმაც 2008 წლის 8 სექტემბერს (ზუსტად მახსოვს) გერმანიიდან ერთი შეხედვით უპრეტენზიო და უწყინარი საჩუქარი -“Hofbräu”-ს გასახსნელის ფორმის მაგნიტი ჩამომიტანა. (უცნაური ის არის, რომ იმ დროს არც ლუდს ვეტანებოდი და ე.წ. “Fridge magnets” -ზეც ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა).

ვერ გეტყვით, ასეთი რა ხიბლი ახლდა გერმანულ სუვენირს, მაგრამ ფაქტია, რომ იმ დღიდან დავკარგე თავიც და მოსვენებაც და ახლა, მაგნიტების ჩემსავით თავგადადებული კოლექციონერი მარტო თბილისში კი არა (გავკადნიერდები და ვიტყვი) მსოფლიოშიც ძნელად მოიძებნება.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: