Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘როკ-მუსიკა’

black and blue cover

გულახდილად უნდა ვთქვა, რომ ძალიან ზარმაცი ადამიანი ვარ, აი, უუზარმაცესი. ამიტომ როცა მოლიმ სტუმრად დამპატიჟა, ძალიან კი გამიხარდა, მხრებშიც გავიმართე და ამაყადაც მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ ჯეოპარდისათვით კითხვების შედგენა მაინც უსირცხვილოდ დავუგვიანე. მოლის ადგილზე რომ ვიყო, ჩემისთანა უპასუხისმგებლო ადამიანს კინწისკვრით გავაპანღურებდი თავისი პაკეტიანად, მაგრამ ვინაიდან ჩვენი მასპინძელი დიდსულოვანი ადამიანია, მაინც მომცა საშუალება, როკის სფეროში ჩემი ცოდნა გამომემჟღავნებინა. იქიდან გამომდინარე, რომ ინტელექტუალური შეჯიბრის მოწყობის მცდელობა აქამდე არ მქონია, იმედი მაქვს, ბლოგის რაფინირებული და დახვეწილი პოსტებით განებივრებული სტუმრები ძალიან მკაცრად არ განმსჯიან :)

(more…)

Read Full Post »

woodstock poster

ის ფაქტი, რომ მე მოლის ბლოგზე ჯეოპარდს ვწერ, იმდენად ამაღელვებელია, რომ ამ სიტყვების წერისას თავი გრემის დაჯილდოებაზე მგონია. :)

როგორც ჯიმი ჰენდრიქსი ამბობდა, მუსიკა არასოდეს იტყუება. თუკი ამ სამყაროში არსებობს რამე, რისი შეცვლაც შეიძლება, მაშინ ეს მხოლოდ მუსიკის საშუალებითაა შესაძლებელი.

კითხვები ე.წ. Power Ballad-ებზეა შექმნილი. ვიფიქრე, რომ თუნდაც “ჩემი” ჟანრის მსმენელნი არ იყოთ, ამ სიმღერების უმრავლესობა ყველა თქვენგანისთვის მეტ-ნაკლებად ნაცნობი იქნება.

ჩემი მოკრძალებული აზრით, პაკეტი საკმაოდ იოლია.  ყველას წარმატებებს გისურვებთ და ვიმედოვნებ არ მოიწყენთ ;)

Good luck!

(more…)

Read Full Post »

Pink Floyd. "The Dark Side of the Moon". Album cover

რამდენიმე კვირის წინ ჩატარებული ჯეოპარდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მოლი ბლუმის ბლოგი დახვეწილი და გემოვნებიანი მუსიკის მოყვარულების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. ჰოდა, გადავწყვიტე, მათთვისაც და საკუთარი თავისთვისაც კიდევ ერთხელ მიმენიჭებინა ის სიამოვნება, რომელსაც როკის სამყაროსთან ზიარებისას განიცდიან ჭეშმარიტი მელომანები. მას ასე, გეთაყვა,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

The Wall. Pink Floyd's eleventh studio album cover

მოლი ბლუმის ბლოგი ტრადიციას არ ღალატობს – დღეს ოთხშაბათია და მათ, ვისაც უკვე ჩვევად გადაექცა ყოველკვირეულ სახალისო პაექრობაში მონაწილეობა, ამჯერად გემოვნებიანი მუსიკის თემაზე შედგენილ პაკეტს სთავაზობს. ეჭვი არ მეპარება, როკის მოყვარული და მცოდნე მელომანები თავს არ შეირცხვენენ და დღევანდელი ტური დანარჩენებზე ნაკლებ მოწონებას ნამდვილად არ დაიმსახურებს. მაშ ასე,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: