Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პულიტცერის პრემია’

philip roth. human stain coverგაცვეთილ თემებზე წერა სარისკო საქმეა. წიგნებისაც და პოსტებისაც – ახალს ვერაფერს იტყვი და იმიტომ.

თუმცა, მაინც მოიძებნებიან ადამიანები, რომელთაც ეს საქმე კარგად გამოსდით და ჩემს გულწრფელ პატივისცემას იმსახურებენ.

სწორედ ამ ავტორთაგანია ფილიპ როთი  – როგორღაც მოახერხა და სრულიად ახალი წიგნი დაწერა ისეთ ათასზგის გადაღეჭილ თემაზე, რასიზმი რომ ჰქვია. ოღონდ ისე შეატრიალა, თავისუფლებისკენ სწრაფვად, საკუთარი თავის ძიების პროცესად აქცია.

ჰოდა, ამის წყალობით მოხვდა ჩემი ბლოგის ფურცლებზე მეორედ. რა თქმა უნდა, პულიტცერის პრემიის ლაურეატისა და საპატიო ორდენის ლეგიონის კომანდორისთვის ეს დიდ მიღწევად ვერ ჩაითვლება, მაგრამ მაინც…

სიმართლე გითხრათ, ჩაფიქრებული არაფერი მქონია, მაგრამ წიგნის მესამედიც არ წამეკითხა, რომ უკვე ვიცოდი – “ადამიანურ ლაქას” უყურადღებოდ არ დავტოვებდი.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

Kevin Carter. Famine in Sudan

მართალია, მოლი ბლუმის ბლოგი, ძირითადად, ლიტერატურასა და ფერწერაზეა ორიენტირებული, მაგრამ ერთგულ მკითხველს არც ის პოსტები დარჩებოდა შეუმჩნეველი, განვლილი ასწლეულის ფირზე აღბეჭდილ ქრონიკას რომ ასახავს. ჰოდა, თუ გახსოვთ, როგორ გიამბობდით ბუდისტი ბერის განწირულ პროტესტზე ან მიგრანტთა დედაზე, შესაძლოა, იმ კომენტარებსაც მიაქციეთ ყურადღება, რამდენიმე სტუმარმა რომ დატოვა – კი, მაგრამ, ეს ოხერი ფოტოგრაფები, კამერის ჩხაკუნის ნაცვლად, იმ საცოდავებს რომ დახმარებოდნენ, უკეთესი არ იქნებოდაო?!

კითხვა ლოგიკურია და, სიმართლე გითხრათ, პასუხი არც მაქვს – ადამიანური და პროფესიული მოვალეობების კოლიზია ის თემაა, მარტივად რომ ვერ ამოწურავ. არც მედიაეთიკის სპეციალისტი გახლავართ და სხვისი განსჯის სურვილიც არ მკლავს. აბსტრაქტული დისკუსიის ნაცვლად, ვფიქრობ, უპრიანი იქნება,  მეოცე საუკუნის ფოტოისტორიის მორიგი ფურცელი  გადავშალო და ერთი ბრწყინვალე ჟურნალისტური კარიერის ტრაგიკულ დასასრულზე გიამბოთ.

(more…)

Read Full Post »

Malcolm Browne. Buddhist monk on fire. Saigon. 1963

მოლი ბლუმის ბლოგზე, მეოცე საუკუნის ფოტომატიანეს თუ ფურცლავთ, ალბათ შეამჩნევდით, რომ “ექსპონატთა” უმრავლესობა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არც თუ მსუბუქი შინაარსისაა. გასაკვირია არაფერია  – კაცობრობის ისტორიის ყველაზე დრამატული ასწლეული მხოლოდ  პოზიტიური, ფერადი შტრიხებით ნამდვილად ვერ დაიხატებოდა.

ავღანელ ლტოლვილთა ბანაკში, “დიდი დეპრესიის” მსხვერპლ მიგრანტთა თავშესაფარში, ორად გაყოფილ ბერლინში ან სისხლით მორწყულ ივოძიმაზე გადაღებული კადრები გულგრილს არავის ტოვებს, მაგრამ სურათი, რომლის შესახებაც დღეს მინდა გიამბოთ, ნებისმიერ ბატალურ სცენაზე შემზარავი მეჩვენება… თუნდაც იმიტომ, რომ ამ დრამის მთავარი გმირი ყოველგვარი ძალადობის უარყოფასა და ამქვეყნიური ამაოებისგან განშორებასთან ასოცირდება.

ტჰი კუანგ დუკის – სამხრეთ ვიეტნამელი ბუდისტი ბერის სახელი, შესაძლოა, უცებ ვერც გაიხსენოთ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ყველას  გეცნობათ ეს კადრი  – უიმედო, უღონო. სასოწარკვეთილი პროტესტის სიმბოლო.

(more…)

Read Full Post »

oswald assassination

1963 წლის 24 ნოემბრის სუსხიანი დილა… გაოგნებული მსოფლიო ტელეეკრანებს არის მიჯაჭვული. მეორე დღეა, ყველა საინფორმაციო გამოშვება ერთი ამბით იწყება: დალასში პრეზიდენტ კენედის ესროლეს. მძიმედ დაჭრილ ჯეი. ეფ. კეი-ს პარკლენდის საავადმყოფოს ექიმებმა ვერაფრით უშველეს.

ორი წლის წინ, ხელისუფლებაში, საყოველთაო მხარდაჭერით მოსულ ახალგაზრდა დემოკრატს, მომხრეებთან ერთად, მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავს, მმართველი გუნდის კურსი ბევრს აღარ მოსწონს, და მაინც, ასეთ შემზარავ ფინალს არავინ ელოდა – ამერიკაში პრეზიდენტი შორეული 1901 წლის შემდეგ არ მოუკლავთ.

პოლიციამ მკვლელი ცხელ კვალზე დააკავა. გაზეთები დღემდე ყველასთვის უცნობი ახალგაზრდა, ფერმკრთალი მამაკაცის ფოტოებით და მისი ბიოგრაფიის დეტალებითაა აჭრელებული: 24 წლის ნიუ-ორლეანელ ლი ჰარვი ოსვალდს, ერთხანს, საბჭოთა კავშირშიც უცხოვრია, რუსი ცოლი ჰყავს, თავად კი მარქსისტი და ფიდელ კასტროს გულმხურვალე თაყვანისმცემელია.

(more…)

Read Full Post »

Iwo Jima flag raising

მოლი ბლუმის ბლოგის ერთგულმა მკითხველებმა კარგად იციან, რომ დროდადრო  ლიტერატურულ ფორმატს “ვღალატობ” და სხვა თემებზე, მათ შორის ფოტოგრაფიაზეც, ვწერ.

ბოლო დღეებში, თქვენც შენიშნავდით, მეტწილად თბილისის წიგნის მომავალ ფესტივალზე ვიყავი კონცენტრირებული და ახლა მივხვდი, რომ ბლოგის ერთ-ერთი განგრძობადი პროექტი – მე-20 საუკუნის ფოტომატიანე დიდი ხანია, არ შემივსია. თან, დღეს 9 მაისია, თარიღი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულებასთან ასოცირდება, ამიტომ, მორიგი პოსტის დასაწერად ისტორიულ ფოტოალბომებს გადავხედე.

ბუნებრივია, როგორც საბჭოეთში დაბადებულ ადამიანს, პირველად რაიხსტაგის ქონგურზე გამარჯვების წითელი დროშის აღმართვის სცენა გამახსენდა, რომლითაც უხვად იყო ილუსტრირებული ჩვენი სასკოლო სახელმძღვანელოები,  მაგრამ საქმე იმაშია, რომ რუსი სამხედრო ფოტო-კორესპოდენტის ევგენი ხალდეის სახელგანთქმული ფოტოსურათი “დადგმულია”. მოგეხსენებათ, როდესაც ქანთარიამ და ეგოროვმა რაიხსტაგზე საბჭოთა დროშა ააფრიალეს (თუმცა ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი, ერთი მხრივ დიდი ბელადის, მეორე მეორე მხრივ კი – უძლეველი რუსი ხალხის საამებლად შეთხზული ლეგენდა იყო და არავის არაფერი აუფრიალებია), თან ფოტოაპარატი არ ჰქონიათ და ამ დიადი მომენტის ამსახველი სცენა მოგვიანებით, მშვიდობიან ვითარებაში გადაიღეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ფაქტი ისტორიულ კადრს მთელს ეშხს უკარგავს.

(more…)

Read Full Post »

ფოტოგრაფია მსოფლიოში ყველაზე ძლიერი იარაღია. გენერალმა მოკლა ვიეტკონგელი. მე კი, ჩემი ფოტოკამერით, გენერალი მოვკალი.

ფოტოგრაფი ედი ადამსი.  ჟურნალი “TIME’, 1998 წლის 27 ივლისი.

მე-20 საუკუნის სამოციანი წლების ბოლოს არც ინტერნეტი არსებობდა, არც სოციალური ქსელები. ინფორმაცია  “კუს ნაბიჯის” სიჩქარით ვრცელდებოდა და რომ არა ამერიკელი ფოტოგრაფის, “The Associated Press“-ის კორესპოდენტის ედი ადამსის ერთი კადრი, მსოფლიო ამ მკვლელობის შესახებ ვერაფერს შეიტყობდა. არადა, იმის წყალობით, რომ ჟურნალისტი საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა, ერთი შეხედვით რიგით სამხედრო დანაშაულს რეზონანსი მოჰყვა და თანაც როგორი…

ეს კადრი არც ორიგინალური ჩანაფიქრით გამოირჩევა, არც კონსპიროლოგიური ბექგრაუნდი აქვს, არც ცნობადი სახეებით იქცევს ყურადღებას. ფოტოზე ვერც ვირტუოზულად დაჭერილი შუქ-ჩრდილი მოგტაცებთ თვალს და ვერც იმას იტყვით, რომ განსაკუთრებული ოსტატობით არის გადაღებული… აქ მთავარი შემაძრწუნებელი სიმარტივეა. კადრი მთელი სიცხადით გადმოსცემს ომის ნამდვილ სახეს.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: