Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პოტერიადა’

ორი ათეული წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც ჯოან როულინგმა მაგლების მთელი სამყარო პოტერიადით მოწამლა და ფენტეზის ჟანრის რომანებზე ჯადოსნური შელოცვასავით დატოვა კვალი.

დარწმუნებული ვარ, ჯენიფერ ბელი ისევე სუნთქვაშეკრული კითხულობდა კაფანდარა, სათვალიანი ბიჭის თავგადასავალს, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წიგნების მაღაზიაში მომუშავე გოგონას, შეუძლებელი იყო, წიგნები არ ჰყვარებოდა. არც ის არის გასაკვირი, რომ, როდესაც პირველი ფენტეზი-რომანის დაწერა გადაწყვიტა, როულინგის  მომნუსხველი გავლენისთვის თავის არიდება გაუჭირდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, “მიწისქვეშელების“ პირველი წიგნი – “მრუდე ვერცხლი“ – აშკარად გამოუვიდა.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

potter geo

შიშებზე, ცრურწმენებსა და აკვიატებებზე მერე ვილაპარაკოთ. ჯერ ერთი კითხვა მაქვს.

გახსოვთ, პირველად როდის წაიკითხეთ?

მე მახსოვს.

თინასთან და გიასთან ვიყავი სტუმრად, სარწეველა სავარძელში ვიჯექი, ქვეყნის ამბებს ვუსმენდი ცალი ყურით და ძველ, წიგნებით გაძეძგილ კარადას მუშტრის თვალით ვზვერავდი. სად იყო მაშინ ქინდლი და კარგი ცხოვრება. კარდაკარ დავწანწალებდი ოლია მათხოვარივით და საკითხავით მეგობრები მამარაგებდნენ.

თინამ, კარადას თავი დაანებე, ჯერ რომ არ წაგიკითხავს, ისეთს მაინც ვერაფერს იპოვი, ჯობია, ეს ნახეო, ფერადი და უცნაურად მოხატული წიგნი მომაწოდა. ცოტა ხანში გიას გასძახა, ნახე, რა სერიოზული სახით კითხულობსო. მოდუნდი, მშვენიერი ფენტეზია, სულ ახალი, მოგეწონებაო.

წამოვიღე ის უცნაური წიგნი. გამიმართლა, წაკითხული ჰქონდა ორივეს, თორემ რას გამომატანდნენ. ჩავყლაპე და გაგრძელებისთვის მივადექი. ჩვენც არ გვაქვს, ველოდებითო.

(more…)

Read Full Post »

20150118_141701

აპრილში, თუ გახსოვთ, ერთ ვებგვერდზე ლიტერატურული კონკურსი გამოაცხადეს. კონკურსი დიდი არაფერი, პირობა იყო უცნაური: დეტექტიური, ფანტასტიკური, სათავგადასავლო, ეროტიკული და სხვა დაბალი სინჯის ლიტერატურა არ განიხილებაო. აი, ასე, უაპელაციოდ.

აქოთქოთდა საფეისბუქეთი. სწორად აქოთქოთდა, მინდა გითხრათ. აქეთ დეტექტივს გადაეფარნენ, იქეთ ფანტასტიკას და ფენტეზის დამცველებმა გამოიდეს თავი. ეროტიკის დაცვა მაინცდამაინც არც არავის უცდია, მაგრამ, როგორც ერთი ჩემი ნაცნობი იტყოდა, მაი აფერი.

მთავარი ის იყო, ყველა ერთხმად შეთანხმდა, დაბალი და მაღალი სინჯის პროზად დაყოფა, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულიაო. ამ საკითხში კონსესუსიც აბსოლუტური იყო და ყბადაღებული კოჰაბიტაციაც.

საპირველაპრილო ხუმრობა გვეგონა. ბოლომდე ვერ დავიჯერეთ, ან როგორი დასაჯერებელია, რომელიმე მოცლილ იუზერს ეთქვა, კიდევ ჰო, მაგრამ ვებგვერდი, კონკურსი, რამე. სერიოზული თემა რომ გგონია და უცებ – ასეთი ვორდინგი. ჩაასწორეს მერე ის პირობა, ახლაც ჩასწორებული დევს. “დაბალი სინჯის პროზა” ამოიღეს. დეტექტივი, ფანტასტიკა, ეროტიკა, საბავშვო ლიტერატურა ისევ არ განიხილება.

სხვათა შორის, ეს ყოვლად გადასარევი კლასიფიკაცია კონკურსის ორგანიზატორებს არ მოუგონიათ. გავრცელებული შეხედულებაა. ორდიპლომიანი ხალხი იცავს და ქადაგებს, ეგრე კი ნუ უყურებთ.

(more…)

Read Full Post »

kvelaze ketili tsignebi image

ამას წინათ ერთგან ვთქვი, ყველაზე კეთილი წიგნების სიის სათავეში აუცილებლად ეს რომანი უნდა იყოს-მეთქი.

ჩემთვის, რასაკვირველია, თორემ ამქვეყნად თუ რამე მძულს, სავალდებულო საკითხავი და მენტორული ტონით ჩამოწიკწიკებული სიებია – ყველაზე კარგი, ყველაზე ცუდი, ყველაზე რომანტიკული, ყველაზე, ყველაზე, ყველაზე… ამიტომ ეს ჩამონათვალიც მხოლოდ რიგითი მკითხველის მოლი ბლუმის იმპრესიაა და მეტი არაფერი – წიგნები, რომლებმაც სულში სინათლე შემომიტანეს და დამიტოვეს. მე სიკეთის ჩემი საბადო მაქვს, სხვას თავისი ექნება და ასეც უნდა იყოს.

ჰოდა, დავიწყებ. დავიწყებ წიგნით, რომელმაც სულ პატარას საოცარი რაღაცები მასწავლა – ჰარპერ ლის შედევრით „ნუ მოკლავ ჯაფარას“. ატიკუსზე, ჯემსა და ჭყიტაზე სულ ახლახან მოგიყევით, ამიტომ სიტყვას აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ თუ ოდესმე ერთგულების, წესიერებისა და სიმამაცის არსებობაში ეჭვი შეგეპარებათ, ეს წიგნი გადაიკითხეთ – შველის.

სიკეთეზე საუბრისას ასტრიდ ლინდგრენი რომ არ დამავიწყდებოდა, ცხადია, მაგრამ მთელი მისი შემოქმედებიდან უპირობო ფავორიტი მაინც ერთი მყავს – “ჩვენც სალტკროკელები ვართ“. რამდენჯერაც უნდა გადაიკითხო, არ მოგწყინდება და რაც უნდა კარგი ოჯახი გყავდეს, მელკერივით დაბნეულ მამას, მალინივით მზრუნველ დას და ჩაკუპატებული ჩორვენივით ერთგულ მეგობარს მაინც ინატრებ გულის სიღრმეში.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: