Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პოსტმოდერნისტული ლიტერატურა’

სემუელ ბეკეტი. "მოლოი". "დიოგენეს ბიბლიოთეკა". გამომცემლობა "დიოგენე". თბილისი, 2014

სემუელ ბეკეტი. “მოლოი”. “დიოგენეს ბიბლიოთეკა”. გამომცემლობა “დიოგენე”. თბილისი, 2014

ამ წიგნზე წერა გამიჭირდა.

გამიჭირდა არა იმიტომ, რომ ვინმე მაძალებს, მაინცდამაინც ამაზე დავწერო ან სათქმელს ვერ ვპოულობ, არა… უბრალოდ, ვფიქრობ, როგორ მივიტანო თქვენამდე სემუელ ბეკეტის “მოლოი” – წიგნი, რომლის წაკითხვასაც ყველას ვერ ურჩევ.

საქმე ის არის, რომ ბეკეტის ინტერპრეტაციას აზრი არ აქვს – ეს ის მწერალი არ არის, რომელიც უნდა გაშიფრო, გახსნა, ყველაფერს თავ-თავისი ადგილი მიუჩინო და ბოლომდე ჩასწვდე; არა, მისი შემოქმედება აბსურდის ხიბლით და იდუმალებითაა სავსე; ის არასოდეს გეტყვის სათქმელს ბოლომდე, არასოდეს აიხდის ნიღაბს და საშუალებას მოგცემს, იფიქრო და თავად გადაწყვიტო, რა უნდოდა ავტორს, რას ფიქრობდა, როცა ფიქრობდა და რატომ დაწერა ის, რაც დაწერა.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

umberto ecoსაყვარელი მწერალი არასოდეს მყოლია. ეს გამოთქმა, ზოგადად, ძალიან არაკორექტული მეჩვენება, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ რაც არ უნდა აღფრთოვანებული იყო კონკრეტული ავტორის შემოქმედებით, ერთხელ მაინც დაწერს რაიმე ისეთს, რაც დიდად არ მოგხიბლავს, სუსტი და მიფუჩეჩებული მოგეჩვენება ან სულაც შინაგანი პროტესტის გრძნობას გამოიწვევს; მეორეც, იმიტომ, რომ ადამიანისთვის, რომელსაც კითხვა უყვარს და, შესაბამისად, დიდი არჩევანი აქვს, ძალიან რთულია, ერთპიროვნული უპირატესობა ვინმეს მიანიჭოს.

მიუხედავად ამისა, არსებობს ნაწარმოებები, რომელთა ლიტერატურული ღირსება, ჩემს თვალში, კეისრის ცოლისა არ იყოს, არასოდეს დადგება ეჭვქვეშ. სწორედ ამიტომ, ჩემი, როგორც მკითხველის იღბლიანობად მიმაჩნია, რომ ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორმა, შუა საუკუნეების ისტორიის და სემიოლოგიის სპეციალისტმა, კრიტიკოსმა და ესეისტმა ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, მხატვრულ პროზაში ეცადა ბედი.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: