Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პოლიტიკა’

kim georgian edition

პირველად დაიბეჭდა თბილისის წიგნის მეთექვსმეტე საერთაშორისო ფესტივალის კატალოგში.

 

მოგზაურობა გიყვართ? ოღონდ ცივილიზებულ ქვეყნებში კომფორტულ გადაადგილებას არ ვგულისხმობ, ბოინგით რომ ჩაფრინდები რომელიმე თანამედროვე აეროპორტში, სასტუმროში მისრიალდები, ცხელ შხაპს მიიღებ და ქალაქის ღირშესანიშნაობათა დასათვალიერებლად გასწევ კოხტად გამოწყობილი, ასფალტ-ასფალტ. საღამოს კი რესტორანში გაიჯგიმები ოფიციანტის მოლოდინში, მუხლზე ქათქათა ხელსახოცგადაფენილი.

მე სხვა სამყაროში სამოგზაუროდ გეპატიჟებით, ხმაურიან, ფერად, ათასი ჯურის მაწანწალით, სიქჰებით, სიფაიებით, რიქშებით დასახლებულ სამყაროში, სადაც ერთმანეთს ერწყმის აღმოსავლეთი და დასავლეთი, სადაც ქუჩები სავსეა ხმამაღალი გადაძახილით, ბაზარში ტროპიკული ხილის თავბრუდამხვევი სურნელი ტრიალებს და ვიწრო შუკაში მოულოდნელი ხიფათია ჩასაფრებული; აქ ვერავის ენდობი, რადგან ვერასოდეს გაიგებ, ვინ მტერია და ვინ – მოყვარე, ვინ ინგლისის ჯაშუშია და ვინ – რუსეთის… ეს ინგლისელი ნობელიანტის – რედიარდ კიპლინგის ინდოეთია.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

 

elections cartoon

პოლიტიკური პოსტები არ მიყვარს.

ახლა ისე ნუ გამიგებთ, პოლიტიკა არ მაინტერესებდეს. უბრალოდ, სხვა რაღაცებზე წერა მირჩევნია.

მეოთხე წელია, მოლის ბლოგი მკითხველებს მასპინძლობს და მეოთხე წელია, ველოდები, როდის მომწერს მავანი აჟიტირებული ვიზიტორი – რა გააწყალე გული ამ წიგნებით, რა დროს კარლსონი და ჩიპოლინოა, ქვეყანა გვენგრევა თავზეო.

ამას წინათ მაშო სამადაშვილის ამ გადასარევ ვიდეომიმართვას მოვუსმინე და დავმშვიდდი – აშკარად არც ისე ძალიან ვცდები, პოლიტიკური ქარიშხლების დროსაც წიგნებზე რომ გიყვებით; თანამოაზრეები მყოლია და თანაც, ფრიად ანგარიშგასაწევი.

თუმცა წესს რომ გამონაკლისი ადასტურებს, გეცოდინებათ. ახლა ყველგან პოსტსაარჩევნო თუხთუხია და მოდი, მეც დავწერ ერთ აპოლიტიკურ პოლიტიკურ პოსტს.

ოფიციალურ სტატისტიკას, ანალიტიკას, ცხელ-ცხელ რევიუებს საინფორმაციო პორტალები, სააგენტოები, ოფიციალური ფეისბუქ-ფეიჯები და Upper class პოლიტსელებრითები არ მოგაკლებენ. მე სხვა ამბებზე მოვყვები.

(more…)

Read Full Post »

olympics black power salute

სპორტი და პოლიტიკა შეუთავსებელიაო – ეს გაცვეთილი ფრაზა ათასჯერ მაინც გექნებათ გაგონილი.

კაცმა რომ თქვას, ფრიად საეჭვო მტკიცებაა. სპორტი, დიახაც რომ, პოლიტიკაა და ეს ყველაზე კარგად, ალბათ, იმათ იციან, განსაკუთრებული დაჟინებით რომ იმეორებენ ხოლმე – ათლეტების ჭიდილთან პოლიტიკურ თამაშებს არაფერი ესაქმებაო.

მსოფლიო სპორტის ისტორია დიდ პოლიტიკას იმდენჯერ გადაუკვეთია, ფაქტებისა და კაზუსების გასახსენებლად კინკილა პოსტი ნამდვილად არ იკმარებს. ჰოდა, მოდით, დღეს მხოლოდ ერთ ამბავს მოგიყვებით – თქვენთვისაც საინტერესო იქნება და “მეოცე საუკუნის ფოტოისტორიასაც” განვაახლებ – კარგა ხანია, არაფერი დამიწერია.

(more…)

Read Full Post »

დღევანდელი ჯეოპარდის თემას რომ გადაავლებთ თვალს, ალბათ, გაიკვირვებთ – სად მოლი და სად პოლიტიკაო… თუმცა, რატომაც არა – ცხოვრება ხომ, უბრალოდ, წარმოუდგენელია ამის გარეშე და ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე აპოლიტიკურ ადამიანს, მეტ-ნაკლებად სმენია იმ ხალხის შესახებ, ვინც სახელმწიფოთა ბედს განაგებს. ასე რომ, მოდით, ის სახელები გავიხსენოთ, იღბალმა თუ უიღბლობამ საზოგადოებრივი კიბის უმაღლეს საფეხურზე რომ მოაქცია.

Good luck!

(more…)

Read Full Post »

Irina Khakamada

“ქინდლის” წყალობით, ჩემი, როგორც მკითხველის ცხოვრებაში, გარდატეხა რომ მოხდებოდა, ადრევე ვიცოდი და იმედი ნამდვილად არ გამცრუებია – კომპაქტურობასა და პრაქტიკულობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ელექტრონულ თაროზე უკვე ისეთ წიგნებს მოვუყარე თავი, სხვაგვარად ხელში ჩაგდება აშკარად რომ გამიჭირდებოდა.

ირინა ხაკამადას “Sex-ი დიდ პოლიტიკაში” რუსეთში რომ პოპულარული იყო, მსმენოდა. ორიოდე ნაწყვეტიც მქონდა წაკითხული, თუმცა თბილისში არსად წავწყდომივარ – აქ სულ სხვა “სექსი” და “უსექსობაა” მოდაში.

თუ ავტორი არ გეცნოთ – მეცნიერი, ბიზნესლედი, პოლიტიკოსი, მემარჯვენე ოპოზიციონერი, რუსეთის სახელმწიფო დუმის სამგზის დეპუტატი და ვიცე-სპიკერი, მთავრობის წევრი და პრეზიდენტობის კანდიდატიც კი გახლდათ. ხმამაღალი რეგალიების მიღმა კი დახვეწილი ინტელექტუალი და ქარიზმატული ქალბატონია.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: