Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პოეზია’

likhs iqet da likhs aqet pages

ჩემს ბიბლიოთეკაში, ახალთახალი გამოცემებით სავსე თაროებს შორის, ერთი გამორჩეულია, გახუნებული, გაცრეცილი წიგნებით სავსე.

რაღა თქმა უნდა, რომ ყველაზე მეტად ის ძველი თარო მიყვარს.

ბავშვობის განუმეორებელ მოგონებებს ინახავს და იმიტომ. რომელ წიგნსაც გინდა, წაატანე ხელი, – გადაშლი და ფერდაკარგული ფურცლებიდან ათასი ტკბილი წუთი ამოფრინდება.

დღეს ერთი წიგნის ამბავს მოგიყვებით.

თავის დროზე საბავშვო ლექსების დიდი მკითხველი და ქომაგი გახლდით. ქართულის, რუსულის, ალაგ-ალაგ ინგლისურისაც. მშობლებს ჩამოტანა არ ეზარებოდათ და მე – კითხვა. ჰოდა, იმ ფერად-ფერადი საკითხავებიდან რამდენიმე დღემდე შემომრჩა. მათ შორის – ბათუმში, შაუმიანის ქუჩაზე, ციცქნა წიგნის მაღაზიაში ნაყიდი მურმან ლებანიძის “ლიხს იქით და ლიხს აქეთ საქართველო გიყვარდეთ”.

არ ვიცი, გახსოვთ თუ არა. მეგობრებს ვკითხე და – რას ჰქვია, არ გვახსოვს, ახლაც თაროზე გვიდევსო. ალბათ, არ იყო ბიბლიოგრაფიული იშვიათობა; რაკი კარგი წიგნების ტოტალური დეფიციტის ჟამს ბათუმამდე ჩამოაღწია, თბილისშიც იოლად მოიძიებდა დაინტერესებული მკითხველი.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

literaturuli palitra covers

ძველ ბიბლიოთეკებში, თუ გახსოვთ, წიგნების გვერდით საგანგებო სტენდები იყო, ჟურნალებით სავსე.

საბავშვო, ფერადნახატებიანი კი არა, სერიოზული, სქელ-სქელი, ლიტერატურული ჟურნალებით.

“ცისკარი”, ‘მნათობი”, “საუნჯე”, “ლიტერატურული საქართველო”, “ჭოროხი” – აჭარის მწერალთა კავშირის გამოცემა; რუსულებიც მოიძებნებოდა აქა-იქ.

მაშინ მე საბავშვოებსა და ფერადნახატებიანებს უფრო ვეტანებოდი და ამათ მაინცდამაინც არც ვაქცევდი ყურადღებას. გემო მერე გავუგე, დიდობაში, საჯაროს საცავებსა და პერიოდიკის დარბაზში ქექვისას.

ჟურნალები ერქვა, თორემ ბარე ორ წიგნს აჯობებდა და, რაც მთავარია, ისეთი რაღაცები იბეჭდებოდა, იმ დროს წიგნად გამოცემას ვინ აღირსებდა. ჟურნალში იოლი იყო შეპარება. ჰოდა, ბეჭდავდნენ.

ახლა სხვა დროა, არც წიგნები გვაკლია, არც ახალი თარგმანები, გამომცემლობებიც გადასარევად მუშაობენ, მაგრამ ლიტერატურულ პერიოდიკას აქტუალობა არ დაუკარგავს. მეც ერთი დიდი თარო მუდამ ახალ-ახალი ჟურნალებით მაქვს სავსე.

დღეს სწორედ ერთ მათგანზე მოყოლას ვაპირებ.

“ლიტერატურულ პალიტრას” კარგა ხანია ვკითხულობ. ჯერ ჩემს ჯიხურში ვყიდულობდი, ნინო დეიდა მინახავდა სხვა რაღაცებთან ერთად; მერე, ერთ დილას, გოგონამ დამირეკა, გამოწერაზე ხომ არ იფიქრებთ, ადვილზე ადვილია, თქვენ მხოლოდ დაგვთანხმდით, ბლანკების შევსებით არ შეგაწუხებთო.

(more…)

Read Full Post »

50 საბავშვო ლექსი "ლოგოს-პრესი"

50 საბავშვო ლექსი
“ლოგოს-პრესი

პროზა პოეზიას რომ მირჩევნია, მგონი, ათასჯერ მითქვამს და ბლოგსაც ეტყობა. სქელ-სქელ რომანებში, ზღაპრებსა და ბიბლიოსერიებში ათასში ერთხელ თუ გამოერევა “პოეტური” ბლოგპოსტი. ოღონდ, რაზეც ვწერ, ყველა ერთიმეორეზე უკეთესია.

არადა, ბავშვობაში ასე არ იყო. ლექსები, თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიანაც მიყვარდა.

მაყვალა მრევლიშვილის ყდაშემოცვეთილი, კითხვისგან გაცრეცილი კრებული მქონდა, მურმან ლებანიძის საყვარლად მოხატული “ლიხს იქით და ლიხს აქეთ”, გივი ჭიჭინაძის საბავშვო პიესები, შოთა ამირანაშვილის გალექსილი გამოცანები და შარადები. “დილას” ერთგული მკითხველიც გახლდით და ნომერი ისე როგორ გამოვიდოდა, კოხტად დასურათებული რამდენიმე ძველი და ახალი საბავშვო ლექსი არ დაბეჭდილიყო…

მოკლედ, მოლის იმდროინდელი ბიბლიოთეკა საბავშვო პოეზიის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა და, ალბათ, ძველი სიყვარულის ბრალია, თანამედროვე კრებულებს გულგრილად რომ ვერ ვუვლი გვერდს.

ამას წინათ “ბიბლუსიდან” “ლოგოს პრესის” ცინცხალი გამოცემა წამოვაყოლე ხელს. ყველაზე პატარებისთვის არისო, კონსულტანტმა გამაფრთხილა. სწორედ ეს მჭირდება-მეთქი, გავუღიმე. ისე გამომხედა, აშკარად ეგონა, რომ სამი თუ არა, ერთი ონავარი მაინც მელოდებოდა შინ :)

(more…)

Read Full Post »

მაცუო ბაშო. "ნიოს ტბისაკენ",. გამომცემლობა "ინტელექტი". თბილისი, 2013

ბევრჯერ მითქვამს, პროზა ჩემთვის ყოველდღიური საკითხავია, ხოლო პოეზია – დელიკატესი, ერთგვარი ნუგბარი-მეთქი.

ამ ნუგბარიდან კი გამორჩევით სპარსულს და იაპონურს ვეტანები.

რობაიებზე სხვა დროს მოგიყვებით; დღეს ნიპონურ მინიმალისტიკას მივხედოთ, თან მიზეზი გვაქვს ისეთი, შენი მოწონებული…

მიყვარს-მეთქი, ვამბობ და, გასაგებია, მეორე კლასიდან არ მეყვარებოდა –  “ვეფხისტყაოსანივით” არ უსწავლებიათ სკოლაში.

რუსულ ინტელექტკლუბში ახსენა ცხონებულმა ვოროშილოვმა – კითხვა გამოეგზავნა მაყურებელს – და მაშინ გავიგე პირველად მაცუო ბაშოს სახელი.

(more…)

Read Full Post »

წიგნები, რომლებსაც თებერვალში ველოდებით

უილიამ ჯოისი, ლორა გერინგერი. ,"სენტ ნიკოლას ჩრდილოელი და ბრძოლა კოშმარების ხელმწიფესთან" . გამომცემლობა პალიტრა L. თბილისი, 2014
იანვარმა, შეამჩნევდით, საძილე და საკითხავი ამინდებით გაგვანებივრა. სინოპტიკოსებს მტერი ენდო, მაგრამ თებერვალიც ასეთი იქნებაო, ამტკიცებენ. მგონი, ის დროა, თადარიგი დავიჭიროთ და უკვე გადადებულ წიგნებთან ერთად ახალი სასუსნავიც მოვიმარაგოთ.

ჰოდა, ჩემო კარგებო, მოლიმ რკინის ქალამნები ჩაიცვა, ხელში რკინის ჯოხი დაიჭირა და ისევ დაიარა გამომცემლობები; აბა, თქვენთვის იმ წიგნების ჩამონათვალი ხომ უნდა გაეხერხებინა, სულ მალე რომ გამოჩნდება ბუქსთორების თაროებზე. ისედაც არ გამოგრჩებოდათ, ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ ჩემი ბლოგის მკითხველები ნიუსებს რომ პირველნი შეიტყობენ, მეც მიხარია და თქვენთვისაც ღრმად კომფორტული და მოსახერხებელი მგონია.

ბევრი რომ არ მოგაცდინოთ, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.

(more…)

Read Full Post »

dumbadze cover

დარწმუნებული ვარ,  სათაურად გამოტანილი სტრიქონი ყველას გეცნოთ.

იმაზეც თავს დავდებ, ბოლომდე სხაპასხუპით ჩამოარაკრაკებთ. მერე რა, რომ გრძელი ლექსია და თანაც ალბათ დიდი ხნის წინ წაიკითხეთ.

კაცია და გუნებაო, უთქვამთ. კიდევ – გემოვნებაზე არ დავობენო, მაგრამ სწორედ ამ განსხვავებული გემოვნების მიუხედავად, არის რაღაცები, რაც გვაერთიანებს.

ბოლოს და ბოლოს, ყველა ბავშვობიდან მოვდივართ.

ჰოდა, ჩემს ბავშვობაში,  სანამ ზურიკელას, მერის, ხატიას და სოსოიას გავიცნობდი, სანამ ცალი თვალით ვიცინებდი და ცალით ვიტირებდი ილიკოს, ილარიონის, ბეჟანას, ოლღა ბებიას და სხვათა და სხვათა წყალობით, ნოდარ დუმბაძე ლექსებით შემიყვარდა.

(more…)

Read Full Post »

“აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის”, – გამიელვა გონებაში, როცა მოლიმ მეორედ შემომთავაზა ჯეოპარდის მასპინძლობა – ხუმრობა ხომ არ არის, წერდე ბლოგზე, რომელსაც ამდენი ერთგული მკითხველი ჰყავს. პასუხისმგებლობის გრძნობამ გამახსენა, რომ ყველაზე უკეთ იმაზე ვწერ, რაც მიყვარს. ლილე იროელის ამბებზე უკვე იყო პაკეტი, ამიტომ გადავწყვიტე გამეგო, რამდენად კარგად იცნობს მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველი ცისფერყანწელებს.

მაშ ასე,  “ვისაც სურს, მან უმღეროს გაზაფხულის ყვავილებს, მთვარეს და საღამოს მყუდროებას, დამშვიდებულსა და ტკბილ სიყვარულს, ტყის იდუმალებასა და ფრინველთა გალობას”, ჩვენ კი გვინდა, რომ “საქართველო გადაიქცეს უსაზღვრო, მეოცნებე ქალაქად, სადაც ცოცხალი ქუჩების ხმაურობა შეცვლის ყვავილოვანი ველების ზურმუხტობას”.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: