Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პირველი სექტემბერი’

 

summer-vacation-graphics_21-444

მოლის დასვენების დროც მოვიდა.

სექტემბრამდე ბლოგერულ შვებულებაში გავდივარ.

ოღონდ არ მითხრათ ახლა, რა დროს არდადეგებიაო, კითხვა ახლა დავიწყეთო, ორი თვე ნამეტანიაო და, საერთოდ, ისედაც ცოტას წერდი და სულაც არ დაღლილხარო…

ჰო, მართალია,  წელს უფრო ადამიანურ ფორმატზე გადავედი და ამოვისუნთქე, მაგრამ კვირაში ორ პოსტსაც მუშაობა სჭირდება; აბა, ნახევარფაბრიკატებს ხომ არ ვაკადრებ ოქროსავით მკითხველს?!

თან ფეხბურთია, ეს ოხერი… ჭეშმარიტი სნობები ამტკიცებენ, ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონატი ახლა იწყებაო. ჩემი ფავორიტები კი გაიკრიფნენ ბრაზილიიდან, მაგრამ მუნდიალი მაინც მუნდიალია და ვერაფრით გამოვტოვებ. ხომ ხედავთ, რა მერვედფინალებია, წყვეტა-გლეჯაა სტადიონებზე; ხმა მომივიდა, მეოთხედფინალები კიდევ უფრო მაგარი იქნებაო და მინდა, მშვიდად ვუყურო, ყავის, სიგარეტისა და ალუბლის ტორტის თანხლებით, ისე, რომ  წამდაუწუმ საათისკენ არ გამირბოდეს თვალი – ემანდ პოსტის გამოქვყნების დრო არ გამომეპაროს-მეთქი და მერე გულგახეთქილს არ მიწევდეს წამოვარდნა – ვაიმე, ხუთი წუთიღა დარჩენილა-მეთქი; სულო ცოდვილო, კი დამემართა ერთხელ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

Dead Poet Society

როცა მოლიმ გესტ პოსტის დაწერა შემომთავაზა, ძალიან დავიბენი. პოსტების წერა თითქოს ადვილია, მაგრამ საკუთარ ბლოგზე, სადაც რასაც გინდა დაწერ, მერე წაშლი და შეგიძლია უსინდისოდ მოიტყუო, რომ არც დაგიწერია.  მაგრამ როცა შენთვის ძალიან საინტერესო ბლოგს პოსტით სტუმრობ, დამიჯერეთ, ძალიან რთულია. დაწერ.. წაშლი.. ისევ დაწერ.. თავში ათასი იდეა გიტრიალებს და მათ ყველაზე მძლავრ ფონად ერთ-ერთი გასდევს:- რომ შენ ვერ დაწერ, რომ შენ ვერ წახვალ სტუმრად.

მერე ასეთ შეგრძნებებზე დავფიქრდი და სკოლის სულ პირველი დღე გამახსენდა. სკოლა იმიტომაც გამახსენდა, რომ დღეს პირველი სექტემბერი იყო. გახსოვთ თქვენი პირველი სექტემბრები? მე ყველა მახსოვს, თერთმეტივე. პირველი მღელვარებები, სიხარულები, დაკრეფილი და ქუჩებში გაყიდული, მერე კი სხვისთვის ნაჩუქარი ყვავილები, სითბოები, სიახლეები, ბევრი ღიმილიანი სახე და ნათელი ოთახი, რომელიც ჩვენნაირმა ბავშვებმა საკუთარი ხელებით მოხატეს. რა ლამაზია არა? რა უნდა იყოს ამაზე თბილი? ალბათ დამოკიდებულება.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: