Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პიეტა’

michelangelo pietaწიგნებზე წერას რომ არაფერი მირჩევნია, გეცოდინებათ, მაგრამ არის დღეები, როცა ლიტერატურა სხვა თემებს უთმობს ადგილს. არა მოვალეობის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმ უცნაური სიმშვიდისა და სინათლის გამო, ამ დღეებს რომ მოაქვს თუნდაც ყველაზე მცირედ მორწმუნე ადამიანებისთვის.

ჰოდა, მოგეხსენებათ, წიგნებზე ნაკლებად არც ფერწერა და სკულპტურა მიყვარს და ამ კვირა დილით, ჩემდა უნებურად, ყველაზე ცნობილი “მაცხოვრის დატირება” გამახსენდა, სრულიად ახალგაზრდა მიქელანჯელომ რომ გამოაქანდაკა კარდინალ ჟან დე ვილიე ფეზანზაკის დაკვეთით და ახლა წმინდა პეტრეს ტაძარს რომ ამშვენებს ვატიკანში.

ეს დიდი ხელოვანის ერთადერთი ქმნილებაა, რომელზეც ავტორმა ხელმოწერა დატოვა. ისიც იმიტომ, რომ ვიღაც უსაქმურების ლაყბობას მოჰკრა ყური, მოქანდაკის ვინაობას ეჭვქვეშ რომ აყენებდნენ… ავტორად ვინმე მილანელ გობოს ასახელებდნენ თურმე; ჰოდა, გაბრაზებულ ბუონაროტის ღვთისმშობლის სარტყელზე საკუთარი სახელი ამოუტვიფრავს.

(more…)

Read Full Post »

michelangelo's self-portrait

“მე უბრალოდ ზედმეტ ნაწილს ვაშორებ მარმარილოს” – ამ ფრაზის ავტორმა ერთ დღეს გადაწყვიტა, სიტყვები სონეტებად დაელაგებინა და გამოუვიდა კიდეც. არც არის გასაკვირი – იმ ადამიანის სულში, ვინც “დავითი” და “პიეტა” გამოაქანდაკა, უსათუოდ თვლემდა პოეტი…

არავინ იცის, როდის მოჰკიდა ხელი კალამს რენესანსის ტიტანმა – მიქელანჯელო დი ბუონაროტიმ. იქნებ, მაშინ, როდესაც შოკისმომგვრელ შედევრს “მოსეს” ქმნიდა…  ან როცა სიქსტის კაპელის ჭერზე “ადამის შექმნას” წერდა…  შესაძლებელია, პოეზიის მუზა დიდ მხატვარს  “საშინელი სამსჯავროს” გენიალურ, დრამატიზმით გაჯერებულ ფრესკაზე მუშაობის პროცესში ეწვია… ახლა ამას ვეღარ გავიგებთ, მაგრამ ფაქტია, რომ მიქელანჯელოს მემკვიდრეობას გენიალურ სკულპტურებთან, ფერწერისა და არქიტექტურის შედევრებთან ერთად რამდენიმე ათეული სონეტი დაემატა.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: