თუ ჩემსავით ძალიან გიყვართ ვილა “ყიყლიყოს” ბინადარი ჭორფლიანი და გრძელწინდიანი გოგონა, თუ დღესაც გახსოვთ მასთან პირველი შეხვედრით გამოწვეული გულისფანცქალი, თუ ჯერ იმდენად არ გაზრდილხართ, რომ წვიმაში ყვავილების მორწყვის შეგრცხვეთ, მაშინ ეს ქვიზი სწორედ თქვენთვისაა.
Posts Tagged ‘პეპი მაღალიწინდა’
როგორ გახსოვთ “პეპი გრძელიწინდა”?
Posted in ლინდგრენოლოგია, tagged "ნაკადული", ასტრიდ ლინდგრენი, ასტრიდობა, ლინდგრენოლოგია, პეპი გრძელიწინდა, პეპი მაღალიწინდა on მაისი 20, 2018| 10 Comments »
“მაგარი სისულელეა პეპი”
Posted in კლიché, tagged "ნაკადული", ასტრიდ ლინდგრენი, გემოვნება, კამათი, კლიché, კოლექტიური გემოვნება, პეპი გრძელწინდა, პეპი მაღალიწინდა, სისულელე on მარტი 4, 2018| 11 Comments »
ორიოდე კვირის წინ, ფეისბუქის გვერდის სტუმრებს ბებია ასტრიდის “პეპი გრძელიწინდას” 1973 წლის გამოცემის სურათი გავუზიარე.
უამრავი კომენტარიდან ერთი, ყველა გაგებით, გამორჩეული და უცნაური გამოდგა.
“არ ჩამქოლოთ, მაგრამ მაგარი სისულელეა პეპი. არც ბავშვობაში მომეწონა და არც ახლა მომწონს“.
სანამ ამ ბლოგის კითხვას გააგრძელებთ, რაღაცებზე შევთანხმდეთ. სხვაგვარად აზრი არ ექნება. ტყუილად მოცდებით.
ამქვეყნად ყველა წიგნი მკითხველისთვის იწერება. ყველა მკითხველს აქვს უფლება, არ მოსწონდეს თუნდაც შედევრად მიჩნეული ნაწარმოები. ამაში დასაძრახი არაფერია. სულ პირიქით. “ყველასათვის საყვარელი წიგნი”, უბრალოდ, არ არსებობს. არც მწერალი. ფეხის ხმას აყოლა და “ყველას უყვარს და მე როგორ არ მიყვარდეს” ბევრად უსიამოვნო მოსასმენია და, რაც მთავარია, ძალიან ყალბია.