Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პატარა უფლისწული’

მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა

მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა :)
რაღა დროს შენი საბავშვო წიგნებიაო – ჩემთვისაც უთქვამთ და მეგობრებისგანაც გამიგია – საკითხავი დაგვიწუნეს, ნამეტანი დაგგვიანებიათო.

სხვისი არ ვიცი და მე თუ მკითხავთ – მტკნარი სისულელეა.

ერთი, რომ ლინდგრენს, როდარის და ბისეტს მკითხველის ასაკი გემოს ოდნავადაც არ უკარგავს – შედევრი შედევრად რჩება.

მეორეც, საბავშვო ისეთ წიგნს ჰქვია, რომელსაც, რაც ადრე წაიკითხავ, მით უკეთესი, თორემ არავის დაუწესებია, უფროსებმა ხელი არ დააკარონო.

ჰოდა, მეც წიგნის მაღაზიიდან როგორ გამოვალ, ფერად-ფერადი გამოცემებით დახუნძლულ განყოფილებებს თუ არ ჩამოვუარე საგულდაგულოდ –  ემანდ, ახალი არაფერი გამომრჩეს-მეთქი.

მე შენ გეტყვი, ცოტაა. პატარებისთვის მგონი, ყველაზე მეტს ბეჭდავენ გამომცემლობები და სწორადაც იქცევიან – ერთგულ მკითხველზე იმთავითვე ზრუნავენ. აბა, კერუაკის და კუტზეეს დამფასებელი ციდან ხომ არ ჩამოვარდება, შარლ პეროთი და ტუვე იანსონით თუ არ დაიწყო?!

ერთი სიტყვით, ძალიან მინდა, დღეს მოლის საბავშვო ბიბლიოთეკაზე გიამბოთ – გულის სიღრმეში ყველაზე მეტად რომ მიყვარს.

(more…)

Read Full Post »

Antoine de Saint Exupery. Le Petit Prince et le serpent

უცნაური ხალხია დიდები… ძალიან უცნაური…

ჯერ მარტო ის რად ღირს, მახრჩობელა გველის მიერ ჩაყლაპულ სპილოს რომ დახატავ და ქუდი ჰგონიათ… ჰმ… უხსნი, უხსნი, მაგრამ მაინც ვერაფერს აგებინებ, მერე დაიღლები და ჩაიქნევ ხელს, აბა, რა იქნება… თან შიშიც შეგეპარება გულში – ვაითუ, როცა გავიზრდები, მეც ასეთ ბრიყვად გადავიქცეო… ვერ შეგედავები – საფრთხე მართლაც არსებობს, მაგრამ თუ მოახერხებ და სულის სიღრმეში მიმალულ პატარა ბიჭს გადაარჩენ, ეს არ დაგემართება.

არ მითხრა ახლა – შეუძლებელიაო. აი, ეგზიუპერმა ხომ გადაარჩინა. შენც უნდა ეცადო და გამოგივა. თანაც ამას, იცი, როდის მიხვდები? ქანცგაწყვეტილს, უილაჯოს და სასოწარკვეთილს პატარა უფლისწული რომ გამოგეცხადება და ნიავივით სუსტი ხმით შეგეხვეწება, ბატკანი დამიხატეო. მაშინ იგრძნობ, რომ ის ბავშვი, რომელიც ოდესღაც იყავი, ისევ ცოცხლობს შენში. კარგა ხნის წინ გადაგდებულ ფანქარსაც აიღებ და დიდი ამბავი, თუ სასაცილო ნახატები გამოგივა – ოქროსკულულებიანი პრინცი ზუსტად დაინახავს, რომ არანაირი ქუდი ეს არ არის – გველს სპილო გადაუსანსლავს და უძრავად გაწოლილა.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: