Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ოდისეა’

"მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა". ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2013

ბიბლიო-სერიების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება რომ მაქვს, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს.

მშობლების ბიბლიოთეკაში კოხტად ჩაწიკწიკებული “ქართული პოეზიის” და ლეგენდარული “სათავგადასავლო ბიბლიოთეკის” დამსახურებაა, ალბათ. ჰოდა, ახლა უკვე მე ვაგროვებ, თაროებზეც და “ქინდლშიც” და ყოველ ახალ შენაძენზე თქვენც დიდი სიამოვნებით გიყვებით ხოლმე.

საგანგებოდ მოზარდებისათვის შერჩეულ  შედევრებზეც ვწერდი ცოტა ხნის წინ, ფერად-ფერად “ახალ ქართულ ლიტერატურაზეც” და ეტალონურ “დიოგენეს ბიბლიოთეკაზეც“, დღეს კი ყველა გაგებით განსაკუთრებულ პროექტზე მოგახსენებთ ორიოდე სიტყვას.

ოდნავადაც რომ არ ვაჭარბებ და “სულაკაურის” ახალი სერია – “მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა” მართლაც გამორჩეულია, ამაში სულ მალე თავადაც დარწმუნდებით.

(more…)

Read Full Post »

poetry

ყოველთვის მაინტერესებდა, არიან თუ არა მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველებს შორის პოეზიის მოყვარულები. პირდაპირ კითხვის დასმა, ცოტა არ იყოს, არაკორექტულად ჩავთვალე, ამიტომ გადავწყვიტე, ეშმაკობა მომეშველიებინა და ეს საკითხი  ჯეოპარდის დღევანდელი პაკეტის საშუალებით გამერკვია. დიდი იმედი მაქვს, ამ ტურში მონაწილეობის მსურველები სხვაზე ნაკლებად არ იაქტიურებენ. მას ასე,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: