Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ნორვეგია’

ერთი ქალის დაბადების დღე იყო სულ ახლახანს, 15 თებერვალს. დიდი ხნის წინ დაიბადა აქედან ძალიან შორს, ნორვეგიაში, ჩრდილოეთის ციალის სიახლოვეს. ერთხელაც კალამი რომ არ აეღო ხელში და მაგიდას არ მისჯდომოდა, ვერასოდეს ვერაფერს გავიგებდით მის შესახებ. დარჩებოდა ჩემი ბავშვობა  მარენის, მარტინის, მარტას, მადსის, მონას, მილის, მინასა და წრიპა მორტენის გარეშე; ვერ მოვხვდებოდი ოსლოს გარეუბნის პაწაწინა სახლში, სადაც უჩემოდაც გვარიანი სივიწროვე იყო, მაგრამ მაინც წიგნის გმირებმა ხელგაშლილებმა მიმიღეს, გამათბეს, დამაპურეს და სამუდამოდ დამტოვეს თავისთან.

მერე, შუაგულ ტყეში რომ გადავიდნენ საცხოვრებლად, ჭრიჭინა და ფარღალალა, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე თბილ სახლში, ტირილტოპენის მახლობლად, იქაც წამიყვანეს, გამოძებნეს ჩემთვის ადგილი და დამაბინავეს.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

Edvard Munch. The Scream

“ორ მეგობართან ერთად ბილიკს მივუყვებოდი. მზე ჩადიოდა და უეცრად ცა სისხლივით გაწითლდა… არაქათი გამომელია, შევჩერდი და ღობეს დავეყრდენი – შევცქეროდი სისხლსა და ცეცხლის ალებს მოლურჯო–მოშავო ფიორდისა და ქალაქის თავზე… ჩემმა მეგობრებმა გზა განაგრძეს, მე კი ვიდექი, მღელვარებისგან ვთრთოდი და შევიგრძნობდი უსასრულო კივილს, ბუნება რომ გაემსჭვალა.“

ამ სიტყვების ავტორს დღეს 148 წელი უსრულდება, მე კი მინდა, მის ყველაზე ცნობილ ტილოზე გესაუბროთ, რომელიც ფერმწერს სწორედ ასეთმა პირქუშმა პეიზაჟმა და ემოციებმა შთააგონა და რომელიც, ალბათ, ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც უნახავს.

ნორვეგიელი მხატვრის – ედვარდ მუნკის “კივილს“ თავდაპირველად სხვა სახელი ერქვა – “სასოწარკვეთა“. ალბათ, ძნელია, იპოვო სხვა ნახატი, რომელიც ასეა გაჟღენთილი მარტოობით, შიშით, უიმედობით და მაინც ასე იზიდავს მნახველს. ცენტრალური ფიგურის უკანა ფონზე ორი მშვიდი სილუეტი მხოლოდ და მხოლოდ ამძაფრებს იმ უკიდეგანო თავზარის განცდას, ვულკანური ლავასავით რომ იღვრება სურათიდან.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: