Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ნიუ’

 Édouard Manet. The Luncheon on the Grass. 1863

მიყვარს ადამიანები, ყალბ მორალისტებს და ფსევდოპურიტანელებს ხელთათმანს დაუნდობლად რომ უტკაცუნებენ სახეში.

მართალია, მე თავად ვერ დავიკვეხნი, ოდესმე საზოგადოება შოკში ჩამიგდია-მეთქი, მაგრამ მომწონს, სხვა თუ აკეთებს ამას.

ამას წინათ ჩემს “ვერნისაჟს” გადავხედე და გული მომიკვდა, ისეთი მიტოვებული მეჩვენა იქაურობა. თან ბოლო დროს რაღაც მეამბოხე განწყობა მეძალება და ბევრი აღარ მიფიქრია, წერა დავიწყე.

თავიდანვე უნდა ვაღიარო – ეს ტილო ჩემი საყვარელი შედევრების რიცხვს არ მიეკუთვნება.

საერთოდ, შედევრად არც კი მიმაჩნია.

ძალიან კარგი მხატვრის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი რომ არის, ამას არც უარვყოფ; ფუნჯის ენერგიულ მონასმებსაც ვხედავ, ავტორმა თითქოს განგებ რომ დატოვა დაუსრულებლობის ეფექტის შესაქმნელად; სინათლის მძლავრ, თვალისმომჭრელ ნაკადსაც, იმდროინდელი ფერწერისთვის უცხო და უჩვეულო რომ იყო; განზრახ დარღვეულ სიმეტრიასაც. მაგრამ ყველაზე მეტად თვალში თავად სიუჟეტი მხვდება – სწორედ ის შოკისმომგვრელი სიუჟეტი, რის გამოც ფერმწერი ნატიფი ხელოვნების სალონიდან უბოდიშოდ გამოაპანღურეს; სამაგიეროდ, “განკიცხულთა სალონში” ჯერ გამოფენილიც არ იყო, რომ უკვე უამრავი ხალხი ეხვეოდა.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

ამბობენ, მოპასანის დაკრძალვის დღეს პარიზის საროსკოპოებმა გლოვა გამოაცხადესო… არავინ იცის, ნამდვილად ასე მოხდა თუ არა, მაგრამ რატომღაც ეჭვი არ მეპარება, რომ 1920 წლის 24 იანვარი ფრანგი მენატურეებისთვის მწუხარების დღე იყო – იმ დილით ამედეო მოდილიანი გარდაიცვალა. აღარ იყო მხატვარი, რომელსაც თვით ბოჰემური ფრანგებისთვის შესაშური სინატიფით და შარმით გადაჰქონდა ტილოზე შიშველი სხეული, ვინც წარმართული ვნებით და პირველყოფილი სიშიშვლით გაჟღენთილი სურათებით შოკში აგდებდა მრავლისმნახველ პარიზს…

ლივორნოდან ჩამოსულ, ებრაული წარმოშობის ახალგაზრდას დედაქალაქი ხელგაშლილი არ დახვედრია.   უკიდურესი სიღატაკე, შიმშილი, წარუმატებლობა – ეს ყველაფერი მოდილიანის განუყრელ თანამგზავრად იქცა, მაგრამ ის არ ნებდებოდა და ხატავდა, ხატავდა მთელი გატაცებით, შთაგონებით და შეუპოვრად. სკანდალებით, დებოშით აღსავსე ცხოვრებისა და პარიზელ მენატურეებთან მრავალრიცხოვანი რომანების პარალელურად მასში დიდი ხელოვანი იძერწებოდა. მოდილიანის სამხატვრო ტექნიკა დღითიდღე უფრო დახვეწილი ხდებოდა, ფერების გამა – უფრო თბილი და ნათელი, სტილი კი – თავისთავადი.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: