Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ნიკოლას სპარკსი’

Nicholas Sparks. The Notebook. © Sissy Martin14

რა აღარ გამოიარა კაცობრიობამ – ბრინჯაოს ერაო, რკინისაო, ვერცხლისაო, ოქროსიო, მეზოზოურიო, პალეოზოურიო, ასეთიო, ისეთიო, მოკლედ, სულო და გულო…

გამოიარა და როგორც იქნა, აქამდე მოაღწია, წვალებით და ჯახირით, მაგრამ მაინც შედგა ფეხი დღევანდელობაში.

სწორედ იმ დღევანდელობაში, სადაც სიყვარულიც და სიძულვილიც ვირტუალურ ცნებებად გადაიქცა და ყველანაირ განცდას კოხტად დამრგვალებული, პირგაბადრული სმაილებით უზიარებენ ერთმანეთს.

სადაც უკვე აღარც ახლად მოთიბული თივის სუნია, აღარც ჭრიჭინობელების კუტკუტი და აღარც ვარსკვლავიანი ღამეები.

სადაც მალულად შეერთებული ხელისგულების სითბო უკვე აღარ არის ყველა კოცონზე უფრო მხურვალე და გიზგიზა.

სადაც ყველაფერი ორჯერ ორივით მარტივია, ან უფრო მეტადაც…

ჰოდა, ამ გამოციებულ, დაპროგრამებულ სამყაროში ხანდახან სულ უბრალო წიგნს გადააწყდები, გადაშლი, უწადინოდ ჩაათვალიერებ პირველ ფურცლებს, ნელ–ნელა კითხვას მოუჩქარებ და მოგეჩვენება, თითქოს დიდი ხნის მოწყურებულმა ცივ ნაკადულს მიაგენი და სულმოუთქმელად დაეწაფე.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

Diogene at Tbilisi Book Fair 2012

კვირა რომ ძილისა და დასვენებისთვის არის შექმნილი, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, მაგრამ დღეს საწოლში კოტრიალისთვის, უსაქმურობისთვის და ნაღებიანი ყავის ნება-ნება დაგემოვნებისთვის ნამდვილად არ მეცალა – ადრიანად წამოვხტი, ჩანთაში აუცილებელ ნივთებს ჩავუძახე და პირველი საათისთვის, ცხელი “Carte Noire”-ით პირგამოფუფქული, უკვე სტელაჟებს შორის დავბოდიალობდი.

სიმართლე გითხრათ, წიგნის ფესტივალის ბოლო დღეს გაცილებით მეტ ხალხს ველოდი – მეთერთმეტე პავილიონში აშკარად ხალვათობა იგრძნობოდა. სამაგიეროდ, მეექვსეში იყო დიდი აურზაური. “პალიტრა L”-ი ერთდროულად რამდენიმე სერიას გამოსცემს და თუ ვინმეს რომელიმე ტომი ჰქონდა გამორჩენილი, დანაკლისის ანაზღაურება შეღავათიან ფასად სწორედ იქ შეეძლო.

ჩემი საფესტივალო აღმოჩენების უპირობო ლიდერი “დიოგენეს ბიბლიოთეკაა” – ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბი”, ედიტ უორტონის “უმანკოების ხანა”, “რა სწამს მას, ვისაც არ სწამს” – უმბერტო ეკოს და კარდინალ მარტინის მიმოწერა, პელემ გრენვილ ვუდჰაუსის ექსცენტრული “დაიკიდე, ჯივზ!”, ორჰან ფამუქის ავტობიოგრაფიული წიგნი, ფოლკნერი და ოსტერი – ერთობ გემრიელი საკითხავის მთელი თაიგულია, თან გაგრძელებასაც გვპირდებიან.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: