Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ნაპოლეონი’

Eugene Delacroix. La Liberté guidant le peuple

სხვისი არ ვიცი და, როდესაც ამ ტილოს ვუყურებ, მე ყოველთვის ერთი ტაეპი მახსენდება ხოლმე: “თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა”…

იმიტომ, რომ აქ ფუნჯის თითოეული მოსმა ამბოხითა და დაუმორჩილებლობითაა გაჟღენთილი…

მკერდმოშიშვლებული ქალი, ფრიგიული ჩაჩით თავზე, სამფეროვანი დროშით ხელში – თავისუფლებისაკენ შეუჩერებელ ლტოლვას რომ განასახიერებს…

შეიარაღებული ადამიანები მის გარშემო, სახეზე რისხვა რომ აღბეჭდიათ…

ცილინდრიანი ახალგაზრდა კაცი, რომელშიც, როგორც ამბობენ, მხატვარმა საკუთარი თავი იგულისხმა…

(more…)

Advertisements

Read Full Post »

Luca Polare Ice cream

მიყვარს თვითკრიტიკული ადამიანები – თავადაც ასეთი გახლავართ და იმიტომ.  აი, მაგალითად, სულ არ მიჭირს, ვაღიარო, რომ გამოუსწორებელი მსუნაგი ვარ და, რამდენიც არ უნდა მეძახონ – ღორმუცელობა მომაკვდინებელი ცოდვააო, ტკბილეულს და სასუსნავს გვერდს გულგრილად ვერ ავუვლი. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ, ხანგრძლივი შვებულების შემდეგ, მონატრებულ მკითხველთან შეხვედრა სწორედ ვერანდაზე გადავწყვიტე, სადაც თავშესაქცევი საუბარიც შეიძლება და ყელის ჩაკოკლოზინებაც. ამ პაპანაქებაში კი, ალბათ, უკვე მიხვდით, თქვენ გამასპინძლებას სწორედ ცივზე ცივი, უგემრიელესი ნაყინით ვაპირებ.

კარგად მოგეხსენებათ, როგორ მიყვარს სტუმრების მიღება, მით უმეტეს, რომ ძალიან დიდი ხანია, თავი არ მოგვიყრია. აგერ, ამსტელდალეული თამარაც დაგვიბრუნდა, სადღაც ნაყინით ცხვირმოთხუპნულ თაიასაც მოვკარი თვალი და სამზარეულოდან საეჭვო ტკაცუნიც გავიგონე. ახლადგამომცხვარი სტუდენტი – სოფიც შევამჩნიე სარწეველა სავარძელში… ვიცი, ვინმე აუცილებლად გამომრჩება და აჯობებს, უბრალოდ, გითხრათ, რომ თქვენთან ყოფნით ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ და ყველა ერთანაირად მიყვარხართ. ამიტომაც მემეტება ჩემი საყვარელი სასუსნავი, თორემ ნაყინის ნებისმიერ რაოდენობას მარტოც გავუმკლავდებოდი.

(more…)

Read Full Post »

შესაძლოა, თავგადაკლული ექსტრემალის შთაბეჭდილებას არ ვტოვებდე, მაგრამ რისკი მიყვარს.

ხიდიდან არასოდეს გადავმხტარვარ, არც ჯომარდობა მიცდია, სამაგიეროდ, სიჩქარეს ხშირად ვაჭარბებ და პრეფერანსში მიზერზე თითქმის არასოდეს ვამბობ უარს. ასე რომ, ერთი ცნობილი გამოთქმის თანახმად, მთელი ბოთლი თუ არა, რამდენიმე ყლუპი შამპანური მაინც მეკუთვნის.

მითუმეტეს, რომ საამისოდ განსაკუთრებული მიზეზი მაქვს – დღეს ბლოგზე მეასე, საიუბილეო პოსტი ქვეყნდება.

მეგობრული თავყრილობისათვის  მოლის ვერანდაზე უკეთესი ადგილი არ მეგულება და ჩემს ერთგულ მკითხველსაც ადრიანი შემოდგომის ამ თბილ ღამეს სწორედ იქ ვეპატიჟები.

თუ ყველანი უკვე მოხერხებულად მოკალათდით, სანამ შუშხუნა ღვინოს მაღალფეხიან ბროლის ფუჟერებში ჩამოვასხამდე, ცოტა ხანს საინტერესო ამბებით შევიქციოთ თავი.

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა… თითქმის ოთხი ასეული წლის წინათ, შორეულ საფრანგეთში, მარნის ნაპირებთან, ოტვილიეს სააბატოში, ერთი ბენედიქტელი ბერი ცხოვრობდა, სახელად – პიერ პერინიონი.

(more…)

Read Full Post »

Arturo Pérez-Reverte Gutiérrez

Cartagena, España

სენიორ არტურო!

ოდესმე ამ წერილს ესპანურად ვთარგმნი და გამოგიგზავნით. სადღაც წავიკითხე, ოცდამეერთე საუკუნემ ხელოვნებას იდუმალების საფარველი ჩამოაშორა, სულ რაღაც ასი წლის წინ, საყვარელ მწერალთან შეხვედრა და საუბარი უკიდურესად რთული იყო, ახლა კი ციფრულმა ტექნოლოგიებმა ყველა და ყველაფერი ხელმისაწვდომი გახადაო. კარგია ეს თუ ცუდი, ცალკე საუბრის თემაა, ფაქტი ერთია – თქვენი მისამართის მოსაძიებლად მხოლოდ  ნახევარი საათი დამჭირდა.

დიდი ხანია, ბარათი არავისთვის გამიგზავნია. ბუთქუნა კონვერტები იქეთ იყოს, ელექტრონული ფოსტის აქტიური მომხმარებელიც არ გახლავართ, მაგრამ ორიოდე დღის წინ, აქვე, მეზობელ ბლოგზე, მშვენიერი იდეა მიკარნახეს. ჰოდა, მეც გწერთ.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: