Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მცირე სათავგადასავალო ბიბლიოთეკა’

ამ ორიოდე კვირის წინ mollybloomsday.com-ზე ახალი თემა წამოვიწყეთ. დროდადრო, თვეში ერთხელ ან ორჯერ, ჩვენი ბავშვობის გამომცემლობის, ფერად-ფერადი “ნაკადულის” ძალიან საინტერესო და ჩამთრევ ისტორიას გავიხსენებთ-მეთქი, დაგპირდით.

პირველ ბლოგზე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, ერთი, მშვენივრად დაწყებული და ვერდასრულებული ბიბლიოსერიის ამბავი მომეყოლა.

ძველი, კლასიკური “სათავგადავლო ბიბლიოთეკა” ცხადია, გეცოდინებათ. “სამი მუშკეტერი”, “საიდუმლო კუნძული”, “უთავო მხედარი”, ‘უჩინარი კაცი”, “უკანასკნელი მოჰიკანი”, ლემი, აზიმოვი, სტრუგაცკები, ბუთქუნა ტომები, გადასარევი საკითხავი (განსაკუთრებით მოზარდებისთვის), ერთი ეს იყო, რუსული ანალოგის ქართული ვერსია გახლდათ და, იშვიათი გამონაკლისის გარდა, რუსულ ბიბლიოგრაფიას მისდევდა ბეჯითად.

მოკლედ, 1958 წელს “საბლიტგამის” მიერ “გულივერის მოგზაურობით” წამოწყებული “სათავგადასავლო ბიბლიოთეკა” “ნაკადულმა” დაასრულა. დაასრულა და 1985 წლის ერთ მშვენიერ დღეს, რედაქციაში გადაწყვიტეს, პატარა მკითხველს თავგადასავლების გარეშე ვეღარ დავტოვებთო. ოღონდ რამე ახალი და ორიგინალური ვცადოთ, არავის და არაფრის კლონს რომ არ ემსგავსება, ისეთიო.

თქმა და ქმნა ერთი იყო. ასე გაჩნდა “მცირე სათავგადასავლო ბიბლიოთეკა”.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

ქართული ლინდგრენოგრაფია, პირობითად, ორ ნაწილად იყოფა. “ნაკადულით” დაიწყო და უკვე თანამედროვე გამომცემლობების ფერად-ფერადი წიგნებით გრძელდება.

ახალი მაინც ახალია. ხარისხს, დიზაინს, შვედურ ილუსტრაციებს, რედაქტურას რომ გავეშვათ, 2002 წლიდან დღემდე ექვსი ახალი თარგმანი მოგვეძევება. ოღონდ ძველს ისეთი ხიბლი აქვს, ვერც ერთი ცინცხალი გამოცემა ვერ დაიკვეხნის.

დღეს ძველ წიგნებზე მოგიყვებით. თავის დროზე, ინტერნეტში ბევრი ვეძებე ერთად თავმოყრილი ინფორმაცია და ვერსად ვიპოვე. ყველაფერი ჩემი აკინძულია. ჩათვალეთ, რომ დამწყები ბიბლიოგრაფის ნაშრომს კითხულობთ და ძალიან მკაცრადაც ნუ განმსჯით.

ახლა ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ სამამულო ლინდგრენოგრაფია ფრუ ასტრიდის სავიზიტო ბარათით – პეპით ან კარლსონით არ დაწყებულა. პირველად, 1968 წელს, ქართულად “კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი” თარგმნეს.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: